იცოდით, რა ერქვა იესო ქრისტეს სინამდვილეში? | Allnews.Ge

იცოდით, რა ერქვა იესო ქრისტეს სინამდვილეში?

ქართულად მას "იესო ქრისტე" ჰქვია, ინგლისურად – "Jesus Christ", ან "Jesus Christus". მაგრამ, ძველ ებრაელებს არ ჰქონდა სახელი "იესო".

მაშინ რა ერქვა მას სინამდვილეში?

f7047622f29bf0cda719040ea51cb93a-1731051303.jpg

სახელები რომის იმპერიაში

იესო რომის იმპერიის ბატონობის დროს დაიბადა, სადაც არისტოკრატებს, სამნაწილიან სახელებს აძლევდნენ:

პრენომენი (Praenomen) – პირველი სახელი იყო, რომელსაც ბავშვს შიდა მოხმარებისთვის არქმევდნენ. მას მხოლოდ სახლში და არაფორმალურ გარემოში იყენებდნენ. დროთა განმავლობაში, პრენომენმა მოდიდან გასვლა დაიწყო და ადამიანები ნომენებითა და კოგნომენებით იდენტიფიცირდებოდნენ.

ნომენი (Nomen) – გვარი იყო. ერთი და იგივე რომაული ოჯახის წევრებს, საერთო ნომენი ჰქონდათ. მაგ., გაიუს იულიუს კეისრის ნომენი "იულიუსი" იყო, რადგან ის იულიუსების ოჯახს ეკუთვნოდა.

კოგნომენი (Cognomen) – მეტსახელი იყო, ერთნაირი ნომენის მქონე ადამიანების იდენტიფიცირებისთვის. იგივე გაიუს იულიუს კეისრის შემთხვევაში, კოგნომენი "კეისრი" (ერთი ვერსიით, ეს მეტსახელი სპილოებს უკავშირდება, მეორე ვერსიით – გრძელ თამაშს) იყო. ასეთ სახელებს, უფრო ხშირად გარეგანი ნიშნების, ან ხასიათის მიხედვით არქმევდნენ.

იესო გალილეის ქალაქ ნაზარეთიდან იყო, სადაც ებრაელები ცხოვრობდნენ და მისი სახელი – "იეშუა" იყო და არა "იესო". იმ დროს, ეს სახელი, ებრაელთა შორის, ძალიან პოპულარული იყო.

jesuss-authority-1731051318.webp

"იეშუა" – თავის მხრივ, "მხსნელ იაჰვე"–ს (ღმერთის და მამა-ღმერთის საკუთარ სახელი ბიბლიაში) ნიშნავს და სახელი, პოპულარობის მიხედვით, VI ხოლო, ქრისტეს მიწიერი მამის სახელი – იოსები, II იყო.რადგან იესო რომაულ არისტოკრატიას არ ეკუთვნოდა, მას ნომენი (გვარი) არ ჰქონდა. მეორე მხრივ, მას როგორც "იესო, იოსების შვილს", ან "იესო ნაზარეთელს" მოიხსენიებდნენ.

საიდან გაჩნდა "ქრისტე"?

ეს სახელი იესოს მისმა მიმდევრებმა მისცეს. "ქრისტე" – ტიტულია, რომელიც ებრაული სიტყვიდან – "მაშიაჰისგან" (მირონცხებული) წარმოდგება. ძველ ბერძნულ ტრანსკრიფციაში "მაშიაჰი", როგორც "მეისა" ჟღერს, "ქრისტე" კი, თარგმანში – ცხებულს ნიშნავს.

როგორ გახდა "იეშუა" – "იესო"?

ახალი აღთქმა ძველ ბერძნულ ენაზე დაიწერა და როდესაც ებრაული სახელების, ძველ ბერძნულად თარგმნა დაიწყეს, "იეშუა", როგორც "Ιησούς" დაწერეს, რაც როგორც – "იესო" იკითხება. ქართულში, ეს სახელი, სწორედ ბერძნულიდან გადმოვიდა.

წყარო