საშიში ბაქტერია, რომელიც შესაძლოა ნახევარფაბრიკატებში აღმოჩნდეს - რა უნდა იცოდეთ, როცა გაყინულ ხინკალს და პელმენს ყიდულობთ? | Allnews.Ge

საშიში ბაქტერია, რომელიც შესაძლოა ნახევარფაბრიკატებში აღმოჩნდეს - რა უნდა იცოდეთ, როცა გაყინულ ხინკალს და პელმენს ყიდულობთ?

ნა­ხე­ვარ­ფაბ­რი­კა­ტე­ბი ძა­ლი­ან გვი­მარ­ტი­ვებს სამ­ზა­რე­უ­ლო­ში ტრი­ალს. საკ­მა­რი­სია, ცხელ წყალ­ში მო­ხარ­შოთ მა­ღა­ზი­ა­ში შე­ძე­ნი­ლი ხინ­კა­ლი, ან პელ­მე­ნი, შეწ­ვათ ნა­ყი­დი, გა­ყი­ნუ­ლი კოტ­ლე­ტი, ან ქათ­მის ნა­გეთ­სი და გემ­რი­ე­ლი სა­დი­ლიც მზა­დაა, თუმ­ცა რამ­დე­ნად აი­სა­ხე­ბა ასე­თი საკ­ვე­ბი ჩვენს ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე და ფი­გუ­რა­ზე?

რა უნდა გა­ით­ვა­ლის­წი­ნოთ აღ­ნიშ­ნუ­ლი პრო­დუქ­ტე­ბის შე­ძე­ნი­სას, რა პი­რო­ბებ­ში უნდა მზად­დე­ბო­დეს ნა­ხე­ვარ­ფაბ­რი­კა­ტე­ბი - "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის" გა­და­ცე­მა "არ­ცოდ­ნა აკ­რძა­ლუ­ლია" ყვე­ლა კი­თხვა­ზე გაგ­ცემთ პა­სუხს.

რა სა­შიშ­რო­ე­ბას შე­იძ­ლე­ბა წარ­მო­ად­გენ­დეს მსგავ­სი პრო­დუქ­ტე­ბი?

საფრ­თხე პირ­ვე­ლი: ნა­ხე­ვარ­ფაბ­რი­კა­ტე­ბი ძი­რი­თა­დად იმ­პორ­ტი­რე­ბუ­ლი ხორ­ცით მზად­დე­ბა, რო­მე­ლიც შე­საძ­ლოა ჰორ­მო­ნე­ბით იყოს გა­ჯე­რე­ბუ­ლი. ბევრ ქვე­ყა­ნა­ში, მა­გა­ლი­თად ბრა­ზი­ლი­ა­ში ცხო­ვე­ლე­ბის ჰორ­მო­ნა­ლუ­რი პრე­პა­რა­ტე­ბით გაზ­რდა და­საშ­ვე­ბია იქა­უ­რი კა­ნონ­მდებ­ლო­ბით, ჰორ­მო­ნა­ლუ­რი პრე­პა­რა­ტე­ბით გაზ­რდი­ლი ცხო­ვე­ლის ხორ­ცის რე­გუ­ლა­რუ­ლად მირ­თმე­ვამ კი შე­საძ­ლე­ბე­ლია ორ­გა­ნიზ­მში ჰორ­მო­ნა­ლუ­რი ცვლი­ლე­ბე­ბი გა­მო­იწ­ვი­ოს.

საფრ­თხე მე­ო­რე: გა­ყი­ნუ­ლი ხორ­ცის დარ­ღვე­ვით ტრან­სპორ­ტი­რე­ბა, მისი რამ­დენ­ჯერ­მე გალ­ღო­ბა და გა­ყინ­ვა, შე­საძ­ლოა პრო­დუქ­ტში მიკ­რო­ორ­გა­ნიზ­მე­ბი­სა და ბაქ­ტე­რი­ე­ბის გამ­რავ­ლე­ბის მი­ზე­ზი გახ­დეს.

საფრ­თხე მე­სა­მე: ნა­ხე­ვარ­ფაბ­რი­კა­ტე­ბი, ნა­ხევ­რად მზა პრო­დუქ­ტე­ბია, რომ­ლის დამ­ზა­დე­ბი­სას შე­საძ­ლოა არ იყოს და­ცუ­ლი ჰი­გი­ე­ნუ­რი ნორ­მე­ბი. ეშე­რი­ხია კოლი - ბაქ­ტე­რია, რო­მე­ლიც ცხო­ვე­ლის ნაწ­ლავ­ში ბი­ნად­რობს, ნა­ხე­ვარ­ფაბ­რი­კა­ტე­ბის წარ­მო­ე­ბი­სას ჰი­გი­ე­ნუ­რი პი­რო­ბე­ბის დარ­ღვე­ვის შემ­თხვე­ვა­ში შე­საძ­ლოა პრო­დუქ­ტში აღ­მოჩ­ნდეს, მარ­თა­ლია 100 გრა­დუს ტემ­პე­რა­ტუ­რა­ზე, რამ­დე­ნი­მე წუთ­ში, ის კვდე­ბა და აღარ წარ­მო­ად­გენს სა­შიშ­რო­ე­ბას ადა­მი­ა­ნის­თვის, თუმ­ცა საკ­ვე­ბის არას­წო­რად მომ­ზა­დე­ბის შემ­თხვე­ვა­ში შე­საძ­ლოა ის ორ­გა­ნიზ­მში მოხ­ვდეს და ინ­ტოქ­სი­კა­ცი­აც გა­მო­იწ­ვი­ოს.

თუ კი ისეთ ნა­ხე­ვარ­ფაბ­რი­კა­ტებს შე­ი­ძენთ, რო­მე­ლიც არ იცით რა პი­რო­ბებ­ში მომ­ზად­და, უმ­ჯო­ბე­სია კარ­გად მო­ხარ­შოთ და შეწ­ვათ ის, რად­გან ბაქ­ტე­რი­ე­ბი 100 გრა­დუს ტემ­პე­რა­ტუ­რა­ზე კვდე­ბა, შე­ე­ცა­დეთ ხარ­შოთ იმ­დე­ნი ხანი, რომ მა­ღალ­მა ტემ­პე­რა­ტუ­რამ პრო­დუქ­ტის შიგ­ნით შე­აღ­წი­ოს და არ­სე­ბო­ბის შემ­თხვე­ვა­ში გა­ა­ნად­გუ­როს ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის სა­ში­ში ბაქ­ტე­რი­ე­ბი.

xi2ort5-1731390994.jpg

ასე­ვე უნდა იცო­დეთ, რომ შე­საძ­ლოა ნა­ხე­ვარ­ფაბ­რი­კა­ტი, სუ­ლაც არ იყოს ხორ­ცის­გან დამ­ზა­დე­ბუ­ლი და მის მა­გივ­რად მწარ­მო­ებ­ლე­ბი სხვა­დას­ხვა პრო­დუქ­ტებს, მათ შო­რის ყვე­ლა­ზე ხში­რად სოიო იყე­ნებ­დნენ. ამი­ტომ კარ­გად და­აკ­ვირ­დით შე­ფუთ­ვას და შე­მად­გენ­ლო­ბა­ში ჩა­მო­ნათ­ვა­ლის რი­გი­თო­ბას. ის, რაც ყვე­ლა­ზე დიდი პრო­ცენ­ტუ­ლო­ბი­თაა პრო­დუქ­ტში, შე­მად­გენ­ლო­ბის თავ­ში უნდა ეწე­როს.

თუ ასა­წონ ნა­ხე­ვარ­ფაბ­რი­კა­ტებს ყი­დუ­ლობთ, უფ­ლე­ბა გაქვთ მო­ი­თხო­ვოთ ნე­ბის­მი­ე­რი ინ­ფორ­მა­ცია, მათ შო­რის პრო­დუქ­ტის შე­მად­გენ­ლო­ბა, წარ­მო­ე­ბის თა­რი­ღი და ვადა. პრო­დუქ­ცი­ის ეტი­კეტ­ზე ასე­ვე ხში­რად მი­თი­თე­ბუ­ლია კა­ტე­გო­რი­ე­ბი, მა­გა­ლი­თად A კა­ტე­გო­რი­ის ხორ­ცი­ან ნა­ხე­ვარ­ფაბ­რი­კა­ტებ­ში 80% ხორ­ცია, B კა­ტე­გო­რი­ა­ში 60%. რაც უფრო შორს მი­დის ან­ბა­ნის ასო­ე­ბი, მით ნაკ­ლე­ბია ხორ­ცი პრო­დუქ­ტში.