"სტალინი ძალიან უხეში იყო მის მიმართ, თუმცა ხან ბელადსაც კი ეშინოდა ცოლის..." - საბჭოთა ლიდერის წარუმატებელი ქორწინებები და ბედნიერი საიდუმლო სიყვარული
საბჭოთა კავშირის ლიდერის ცხოვრებაში, სულ ცოტა, 5 ქალი ფიგურირებდა, რომლებთანაც სტალინს სასიყვარულო ურთიერთობა აკავშირებდა. ბოლო ურთიერთობა კი, რომელიც მას ქორწინების გარეშე ჰქონდა, როგორც ამბობენ, დიდი ბელადისთვის ყველაზე დიდი ბედნიერების მომტანი იყო.
აღსანიშნავია, რომ სტალინის სასიყვარულო ურთიერთობები ისტორიკოსთათვის ძალიან საინტერესო თემაა. როგორც ცნობილია, მიუხედავად რამდენიმე ოფიციალური ქორწინებისა, სტალინის ყველაზე ახლობელი ის ადამიანი იყო, ვისთანაც არაოფიციალური ურთიერთობა ჰქონდა. თუმცა სტალინის ბოლო ოფიციალურ ცოლად ნადეჟდა ალილუევა ითვლება, რომელთანაც ქორწინება 1919 წლის 24 მარტს დაარეგისტრირა. მათი ქორწინება 13 წელს გაგრძელდა და ალილუევას თვითმკვლელობით დასრულდა...
ეკატერინე სვანიძე
საბჭოთა ლიდერის პირველი მეუღლე ეკატერინე სვანიძე გახლდათ. ახალგაზრდა წყვილმა ჯვარი ეკლესიაში ყველასგან ფარულად დაიწერა. სოსო ჯუღაშვილი იმ პერიოდში 28 წლის გახლდათ, ეკატერინე კი - 20 წლის. ეკატერინე სტალინის უახლოესი მეგობრის, ალექსანდრე სვანიძის და იყო. სწორედ მან გააცნო სოსოს ეკატერინე. სტალინისთვის ეს ერთი ნახვით შეყვარება იყო და გაცნობიდან 2 თვეში დაქორწინდნენ.
სულ მალე მათ ვაჟი, იაკობი შეეძინათ. ახალგაზრდა წყვილის ბედნიერება დიდხანს ვერ გაგრძელდა, სტალინი ბაქოში რევოლუციის მოსამზადებლად წავიდა და ჩვილბავშვიან ეკატერინეს ძალიან დიდხანს მოუხდა ახალგაზრდა ქმრის ლოდინი. ბოლოს მისი თხოვნა მოვიდა, - კატო, ჩამოსვლას ვერ ვახერხებ, იქნებ, იაკობი წამოიყვანო და თავად წამოხვიდე, უფრო ხშირად ვიქნებით ერთადო. ასე გაემგზავრა კატო ბაქო-თბილისის მატარებლით ქმართან. სტალინს, რომელსაც გამუდმებით უთვალთვალებდნენ, ახალგაზრდა ცოლის ნახვის შესაძლებლობა არც ბაქოში ჰქონია და ეკატერინე დანაღვლიანდა. ამას ისიც დაემატა, რომ ოჯახისგან შორს იყო და ვერავინ ეხმარებოდა.
ერთ დღეს ქმრის ნაცვლად ქართველმა რევოლუციონერმა მიაკითხა, სოსო შეიძლება დიდხანს არ გამოჩნდეს, ამიტომ შენ და ბავშვი ისევ უკან დაბრუნდითო. ასე რომ, დასუსტებული დედა-შვილი კიდევ ერთხელ აღმოჩნდა ბაქო-თბილისის მატარებელში, რაც ამჯერად საბედისწერო გამოდგა. ეკატერინეს გამცილებელმა მატარებელში ნადგამი წყალი დაალევინა, რომელიც მუცლის ტიფის ჩხირით დასნებოვნებული აღმოჩნდა და თბილისში ჩასულ კატოს ვეღარაფერი უშველეს...
სტალინი მეუღლის სანახავად საქართველოში ეკატერინეს სიცოცხლის ბოლო წუთებში დაბრუნდა. როგორც ამბობენ, მან ძალიან განიცადა მეუღლის დაკარგვა, ახალგაზრდა სტალინი ხალხს მეუღლის დაკრძალვის საშუალებას არ აძლევდაო. მეორე ვერსიით, ის სასაფლაოზე ვერ გაჩერდა და მეუღლის დაკრძალვამდე დატოვა ტერიტორია. 8 თვის იაკობის აღზრდა ეკატერინეს ოჯახმა ითავა, ბიჭმა მამა პირველად 14 წლის ასაკში ნახა. მაშინ სტალინმა შვილი მოსკოვში წაიყვანა, თუმცა მათი ურთიერთობა ვერ დალაგდა...
მარია კუზაკოვა
მარია კუზაკოვა იმ ბინის მეპატრონე იყო, რომელსაც 1910-1911 წლებში იოსებ სტალინი ქირაობდა. კუზაკოვა რუსეთ-იაპონიის ომის ვეტერანის ქვრივი იყო. მარია სტალინზე 4 წლით უფროსი გახლდათ. სტალინი კუზაკოვასთან მეგობრის, დავით ასათიანის რჩევით დასახლდა. ქვრივი ქალი 4 შვილს მარტო ზრდიდა და შემოსავალი მისთვისაც მნიშვნელოვანი იყო.
სტალინის წასვლიდან რამდენიმე თვეში მარიას შვილი შეეძინა. ბავშვი უკანონოდ შეძენილი რომ არ ყოფილიყო, მის მამად გარდაცვლილი ვეტერანი მიუთითეს. ამისთვის კი კუზაკოვა გარდაცვლილი მეუღლის მშობლიურ სოფელში წავიდა და მღვდელს მოატყუა, რომ ბავშვი ჯერ კიდევ მეუღლის სიცოცხლეში, 1908 წელს დაიბადა. სტალინის გოგონა მემუარებში წერდა: „დეიდებმა მიამბეს, რომ ციმბირში ერთ-ერთი გაგზავნისას ის ადგილობრივ გლეხის ქალთან ერთად ცხოვრობდა და სადღაც ახლა მათი ვაჟიც ცხოვრობს, რომელსაც საშუალო განათლება აქვს და არ აქვს პრეტენზია ხმამაღალ სახელზე“.
რევოლუციის შემდეგ კუზაკოვას სახლი მუზეუმმა დიდი თანხის სანაცვლოდ შეისყიდა, მარიას კი ახალი სახლი იმდროინდელ ლენინგრადში გადასცეს, რაც 1930-იან წლებში ძალიან რთული საქმე გახლდათ. კუზაკოვას ვაჟი - კონსტანტინე შემდეგ ლენინგრადის ინსტიტუტში სწავლობდა და ცეკას აპარატშიც მიიღეს. კონსტანტინე კუზაკოვი თავად ამბობდა, რომ სტალინის ნათესაობის შესახებ ჭორები მას ბავშვობიდან ესმოდა, ამას თან ერთოდა ისიც, რომ კონსტანტინე სტალინს ჰგავდა. მარია კუზაკოვას სტალინი შემდეგ აღარ შეხვედრია, ქალი 1941 წელს გარდაიცვალა...წაიკითხეთ სრულად