იცოდით, რატომ ემართება ზოგიერთ მწეველს ფილტვის კიბო, ზოგს კი- არა ? | Allnews.Ge

იცოდით, რატომ ემართება ზოგიერთ მწეველს ფილტვის კიბო, ზოგს კი- არა ?

იმ ადამიანებში, რომლებიც ეწევიან, მაგრამ ფილტვის კიბო არასოდეს ჰქონიათ, მკვლევრებმა აღმოაჩინეს თანდაყოლილი უპირატესობა. სავარაუდოდ, მათი ფილტვების საფარში არსებული უჯრედები დროთა განმავლობაში ნაკლებად განიცდიდნენ მუტაციას (მუტაცია - გენების მტკიცე ცვლილება, რომელიც ხორციელდება გარე ან შიდა გარემოს გავლენით).

ზოგიერთ ინდივიდში გაცილებით აქტიურია დნმ-ის აღმდგენი გენები, რაც შეიძლება მათ კიბოს წარმოქმნისგან იცავდეს, იმ შემთხვევაშიც კი, თუ სიგარეტს რეგულარულად ეწევიან.

lung-cancer-the-facts-1732092148.jpg.webp

მონაწილეთა ფილტვებიდან აღებული ზედაპირის უჯრედების სეკვენირება ინდივიდუალურად ჩაატარეს, რათა გაეზომათ მუტაციები მათ გენომებში.

მიღებული შედეგები ადასტურებს, რომ ადამიანის ფილტვებში მუტაციები ასაკთან ერთად იზრდება და მწეველებში დნმ-ის დაზიანება კიდევ უფრო მნიშვნელოვანია.

თამბაქო ფილტვებში იწვევს უჯრედების მუტაციას, მაგრამ გარდაიქმნება თუ არა ეს მუტაციები სიმსივნედ, დამოკიდებულია იმაზე, რამდენად კარგად შეუძლია ორგანიზმს დნმ-ის აღდგენა ან დნმ-ის დაზიანების შემცირება.

გენები ერთადერთი ფაქტორი არ არის, რაც ინდივიდის კიბოს რისკზე ახდენს გავლენას. მნიშვნელოვანია გარემო ფაქტორები, მაგალითად, კვების რაციონი და ცხოვრების წესი.

წყარო