წარმოუდგენლად მაღალი რიცხვი - რამდენი იქნება პირველი არხის დირექტორის ხელფასი პირველი იანვრიდან? | Allnews.Ge

წარმოუდგენლად მაღალი რიცხვი - რამდენი იქნება პირველი არხის დირექტორის ხელფასი პირველი იანვრიდან?

2025 წლის პირველი იანვრიდან, საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის დარიცხული ხელფასი 16 250 ლარი იქნება, - ინფორმაციას "მედიაჩეკერი" ავრცელებს.

თინათინ ბერძენიშვილთან 2020 წლის 25 სექტემბერს გაფორმებულ შრომით ხელშეკრულებაში ცვლილება მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს 31 ოქტომბრის გადაწყვეტილებით შევიდა.

2020 წლის სექტემბერში სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილებით, საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის პოზიციაზე ანაზღაურება 4 ათასი ლარიდან 10 ათას ლარამდე გაიზრდა. მაშინ მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარემ ირინა ფუტკარაძემ "მედიაჩეკერს" განუცხადა, რომ დირექტორის ხელფასი ძალიან დაბალი იყო და მისი გაზრდის შესახებ დიდი ხნის განმავლობაში მსჯელობდნენ.