„ჩვენ შევეცდებით, შენ გახდე ქართველი ადელი“ - რის ოპერაციას იკეთებს ბარბარა სამხარაძე ნანუკა ჟორჟოლიანის დახმარებით?
ნანუკა ჟორჟოლიანი საკუთარ გადაცემაში მომღერალ ბარბარა სამხარაძესთან ინტერვიუს გვთავაზობს. გადაცემის ანონსიდან ჩანს, რომ ტელეწამყვანმა მას სავარაუდოდ, კუჭის ოპერაციის გაკეთება შესთავაზა.
„ჩვენ შევეცდებით, რომ შენ გახდე ქართველი ადელი…“,- ეუბნება ნანუკა ბარბარას.
მომღერალი ბარბარა სამხარაძე ფართო საზოგადოებამ 2016 წელს პოპულარული შოუ „ნიჭიერიდან“ გაიცნო. მან ხალხის სიყვარული განსხვავებული ხმის ტემბრითა და სტილით მალევე მოიპოვა და შოუში გამარჯვებაც მოახერხა. ამ ამბის შემდეგ ბარბარა ტელეეკრანებზე არც ისე ხშირად ჩნდებოდა, თუმცა მის ცხოვრებაში არაერთი მნიშვნელოვანი რამ მოხდა. ჭარბ წონასთან დაკავშირებულ გამოწვევებზე ერთ-ერთ ინტერვიუში მან საკუთარ გამოცდილებაზე ისაუბრა:
„დიდი ზომის ტანსაცმლის შოვნა, არასდროს გამხდარა პრობლემა, დისკრიმინაციას შეეშვით...“ „მე ვიყავი ის პირველი ახალგაზრდა, რომელიც ასეთი ვიზუალით ფართო აუდიტორიის წინაშე გამოჩნდა და მე თუ არა ვინ უნდა იბრძოლოს იმ ადამიანებისთვის, ვინც ჭარბი წონის გამო, საკუთარ თავს ისევ ჩრდილქვეშ აყენებს... მას შემდეგ, რაც ერთ-ერთ მაღაზიის წარმომადგენელმა ლაივ ჩართვაში განაცხადა, რომ არ აქვთ XL ზომის ტანსაცმელი, რადგან არ სურთ, სიმსუქნეს პროპაგანდა გაუწიოს, ძალიან გავღიზიანდი.
მას მინდა მივმართო და ვუთხრა, რომ დიდი ზომის ტანსაცმლის შოვნა, არასდროს გამხდარა პრობლემა, დისკრიმინაციას შეეშვით. პრობლემა ყოველთვის თანხა იყო, რომლითაც უნდა გეყიდა ტანსაცმელი. არ დავასახელებ ერთ-ერთ მაღაზიათა ქსელს, სადაც ჭარბწონიანი ადამიანებისთვის არის ტანსაცმელი. ასევე ძალიან პოპულარულია მეორადი ტანსაცმლის მაღაზიები, სადაც ასევე ყველა პუტკუნასთვის სამოსის ფართო არჩევანია. არის კიდევ ერთი საშუალება, ონლაინ შოპინგი.
ასე, რომ მინდა იმ მაღაზიის წარმომადგენელს მივმართო, ნუ ექნებათ ის ილუზია, რომ საქართველოში მძიმეწონიანი ადამიანები ვაზის და ლეღვის ფოთოლ აფარებული დადიან.“- ამბობს ბარბარა.