მიხეილ ყაველაშვილი- ვინ არის პრეზიდენტობის კანდიდატი და რა ქონებას ფლობს ის? | Allnews.Ge

მიხეილ ყაველაშვილი- ვინ არის პრეზიდენტობის კანდიდატი და რა ქონებას ფლობს ის?

"ხალ­ხის ძა­ლის“ ერთ-ერთი ლი­დე­რი, ყო­ფი­ლი ფეხ­ბურ­თე­ლი მი­ხე­ილ ყა­ვე­ლაშ­ვი­ლი "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ საპ­რე­ზი­დენ­ტო კან­დი­და­ტია. ის "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" სა­პა­ტიო თავ­მჯდო­მა­რემ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა პარ­ტი­ა­ში გა­მარ­თულ სპე­ცი­ა­ლურ ბრი­ფინგზე წა­რად­გი­ნა.

ვინ არის მიხეილ ყაველაშვილი?

მი­ხე­ილ ყა­ვე­ლაშ­ვი­ლი 1971 წლის 22 ივ­ლისს ბოლ­ნის­ში და­ი­ბა­და,

სა­ფეხ­ბურ­თო კა­რი­ე­რა1990 წლი­დან იწყე­ბა მისი წარ­მა­ტე­ბუ­ლი სპორ­ტუ­ლი კა­რი­ე­რა. სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბის რი­გებ­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი აქვს 46 მატ­ჩი.

1988-1995 წლებ­ში იყო "დი­ნა­მო თბი­ლი­სის“, ფეხ­ბურ­თე­ლი; 1994-1995 წლებ­ში"ალა­ნია-ვლა­დი­კავ­კაზ­ში“ თა­მა­შობ­და, 1995-1997 წლებ­ში კი "მან­ჩეს­ტერ-სიტი“ შე­მად­გენ­ლო­ბა­ში ირი­ცხე­ბო­და; 1997-1999 წლებ­ში "გრა­სჰო­ფე­რის“, 1999-2002 წლებ­ში "ცი­უ­რი­ხის“, 2002-2003 წლებ­ში კი "ლუ­ცერ­ნის“ ფეხ­ბურ­თე­ლი გახ­ლდათ; 2003-2004 წლებ­ში "სი­ონ­ში“ თა­მა­შობ­და; 2004-2005 წლებ­ში „არა­უ­ში“; 2004 წელს ისევ „ალა­ნია-ვლა­დი­კავ­კაზ­ში“ დაბ­რუნ­და; 2005-2006 წლებ­ში კი „"გა­ზე­ლის" მა­ი­სუ­რით გა­მო­დი­ო­და. ამ კლუბ­ში და­ას­რუ­ლა აფეხ­ბურ­თო კა­რი­ე­რა.

სა­მუ­შაო გა­მოც­დი­ლე­ბა

სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყე­ბე­ლი, სა­ფეხ­ბურ­თო ექ­სპერ­ტი 2009

FiFPro, დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი და სა­პა­ტიო პრე­ზი­დენ­ტი 2005 - 2006

სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის წევ­რია 2016 წლი­დან. მე-9, მე-10 და მე-11 მოწ­ვე­ვის პარ­ლა­მენ­ტში ის "ქარ­თულ ოც­ნე­ბას“ წარ­მო­ად­გენ­და.

რა გა­ნათ­ლე­ბა აქვს მიღებული მიხეილ ყაველაშვილს?

პარ­ლა­მენ­ტის სა­იტ­ზე მი­ხე­ილ ყა­ვე­ლაშ­ვილ­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­ნათ­ლე­ბის გრა­ფა ცა­რი­ე­ლია.

qqqqqq-1732709283.png

რო­გორც ცნო­ბი­ლია, ის 1989 წელს ჩა­ი­რი­ცხა თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის ეკო­ნო­მი­კის ფა­კულ­ტეტ­ზე, თუმ­ცა მე­ო­რე კურ­სის შემ­დეგ სწავ­ლა შე­წყვი­ტა. ეს ცნო­ბი­ლი გახ­და 2015 წელს, რო­დე­საც ის ფეხ­ბურ­თის ფე­დე­რა­ცი­ის პრე­ზი­დენ­ტო­ბა­ზე ცდი­ლობ­და კენ­ჭის ყრას, თუმ­ცა წეს­დე­ბის თა­ნახ­მად ამის უფ­ლე­ბა არ მი­ე­ცა, რად­გან უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბა არ ჰქონ­და. იმ­ხა­ნად ყა­ვე­ლაშ­ვი­ლი აცხა­დებ­და, რომ წეს­დე­ბა­ში ეს ცვლი­ლე­ბა შე­ი­ტა­ნეს იმის გამო, რომ მას არ მი­ე­ღო ფე­დე­რა­ცი­ის პრე­ზი­დენ­ტის არ­ჩევ­ნებ­ში არ მი­ე­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა.

"სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყებ­ლის" ინ­ფორ­მა­ცი­ით, მას მი­ღე­ბუ­ლი აქვს შვე­ი­ცა­რი­ის სამ­წვრთნე­ლო გა­ნათ­ლე­ბის C კა­ტე­გო­რი­ის ლი­ცენ­ზია, ასე­ვე უეფა-ს მწვრთნელ­თა გა­ნათ­ლე­ბის B კა­ტე­გო­რი­ის ლი­ცენ­ზია.

რა ქონებას ფლობს მიხეილ ყაველაშვილი?

როგორც მიხეილ ყაველაშვილის ბოლო, 2024 წლის აპრილში რედაქტირებულ ქონებრივ დეკლარაციაშია აღნიშნული, მის საკუთრებშია მხოლოდ დედაქალაქში მდებარე ავტოფარეხი, რომლის ღირებულება 22 000 აშშ დოლარს შეადგენს.

რაც შეეხება საბანკო ანგარიშებს, დეკლარაციის შევსების მომენტში ყაველაშვილს „თიბისი ბანკის" ანგარიშზე 1 121 ლარი და 205 ევრო ჰქონდა.

ამასთან, დეკლარაციის თანახმად, მისმა სახელფასო შემოსავალმა გასულ წელს ჯამში, 49 416 ლარი შეადგინა.