რამდენი ადამიანი ესწრებოდა 30 ნოემბერს პარლამენტის წინ გამართულ აქციას? - Visioner-ის მონაცემები
30 ნოემბერს პარლამენტის წინ მორიგი აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეებმა პარლამენტთან გაათენეს, მათ წინააღმდეგ სპეცრაზმმა რამდენჯერმე გამოიყენა წყლის ჭავლი და ე.წ. გაზის კაფსულები.
პლატფორმა Visioner, რომელიც დემონსტრაციებზე მყოფ ადამიანთა რაოდენობას ხშირად ითვლის, მორიგი პოსტი გამოაქვეყნა. პოსტის მიხედვით, 30 დეკემბერს გამართულ აქციაზე დაახლოებით 183 000 ადამიანი იმყოფებოდა.