იცით, რატომ ჰყავთ კუბაში უმეტესად მხოლოდ ძველი ავტომობილები?
ალბათ სოციალურ ქსელებში ხშირად გინახავთ ფოტოები კუბიდან, სადაც ძირითადად მხოლოდ ძველი ავტომობილები ჰყავთ.
ვინც ჰავანაში ყოფილა, იცის, რომ იქ დიდი რაოდენობით 50-იანი წლების ამერიკულ მანქანები დადის- Cadillac, Packard, Oldsmobile, Buick, Ford -ი და სხვა.
ყველაფერი იმით დაიწყო როდესაც კუბაში რევოლუცია მოხდა, შეერთებულმა შტატებმა 1960 წელს ემბარგო დაუწესა კუნძულს.
რევოლუციის შემდეგ, რომელმაც ნაციონალიზაცია მოახდინა ყველა უცხოური აქტივის, საბჭოთა კავშირი ახალი მანქანების ერთადერთი მიმწოდებელი გახდა რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში. ჯერ კიდევ დადის იქაურ ქუჩებში ბევრი საბჭოთა "მოსკვიჩი" 412-ები, ასევე "მოსკვიჩი -2140. რა თქმა უნდა დადის "ჟიგულები" და "ვოლგებიც", უმეტესად გადაკეთებული და მყვირალა ტროპიკულ ფერებში შეღებილი.
ალბათ იცით, რომ გარემოებების გამო, კუბაში მანქანები დიდხანს ძლებენ, უფრო სწორად აძლებინებენ ხელმარჯვე კუბელი ოსტატები, რომლებიც პოლიტიკური გარემოებების გამო (აშშ-მა სათადარიგო ნაწილების მიწოდებაც შეუწყვიტა) იძულებულები გახდნენ, ესწავლათ ნებისმიერი ნაწილის გამოჩარხვა და შეკეთება თუ გადაკეთება.
თუმცა არ გეგონოთ, რომ ძველ ავტომობილებთან ერთად ჰავანის ქუჩებში ახალი ავტომობილები არ დადიან, მხოლოდ მცირე რაოდენობით, მთლიანად საერთო ავტოპარკის მხოლოდ 20%, ისიც უმეტეს წილად ჩინურები.
ახლა ცნობილი გახდა, რომ საბჭოთა ტაქსი "მოსკვიჩებთან" ერთად ახლა ახალთახალი ჩინური "მოსკვიჩები" ივლიან.