მომაკვდინებელი დაავადების საფრთხე! - თუ გოგლი-მოგლი გიყვართ, შეწყვიტეთ, რასაც არ უნდა აკეთებდეთ და წაიკითხეთ ეს სტატია! | Allnews.Ge

მომაკვდინებელი დაავადების საფრთხე! - თუ გოგლი-მოგლი გიყვართ, შეწყვიტეთ, რასაც არ უნდა აკეთებდეთ და წაიკითხეთ ეს სტატია!

გოგლი-მოგლი - ბევრისთვის საყვარელი რეცეპტია, რომელიც უფროს თაობაში საკმოად პოპულარული იყო. თუმცა, თანამედროვე კვლევები ხშირად საუბრობენ მის უარყოფით მხარეებსა და ჯანმრთელობისათვის საშიშ რისკებზე.

სტატიაში გაეცნობით და დადებითი და უარყოფითი მხარეები აქვს მას.

გოგლი-მოგლის წარმოშობის რამდენიმე ვერსია არსებობს. ერთ-ერთი ვერსიით იგი გერმანელმა კონდიტერმა, მარფრედ კიოკენბაუერმა გამოიგონა ტკბილეულის კონსერვაციის შესახებ ჩატარებული ექსპერიმენტის დროს. სახელწოდებაც გერმანული სიტყვისგან - Kuddel-muddel (არევ-დარევა) - მომდინარეობს. ცოტა ხანში გოგლი-მოგლის მასიურ წარმოებაზე პატენტი 1, 5 მილიონ მარკად შეისყიდა ერთ-ერთმა ცნობილმა კონცერნმა.

2015083010541246204-1-1734938267.jpg

რატომ არის გოგლი-მოგლი სასარგებლო?

კლასიკური გოგლი-მოგლის სარგებელი მთლიანად განპირობებულია მის შემადგენლობაში არსებული კვერცხით. კვერცხის გული შეიცავს ორგანიზმისთვის სასარგებლო მთელ რიგ ვიტამინებსა და მინერალებს, რომლებსაც სამკურნალო ეფექტიც აქვს. მასში შემავალი ძირითადი ვიტამინებია А, В3 და В12, D და С; მინერალები – კალციუმი, იოდი, ფოსფორი, რკინა, მაგნიუმი, თუთია.

გარდა ამისა, კვერცხის შემადგენლობაში შედის ამინომჟავები. სამკურნალო მიზნით გოგლი-მოგლს იყენებენ ხველებისას, ანგინისას, ხმის დაკარგვისას, გაციებისას. ამ დესერტის მიღება ასევე ახდენს გულ-სისხლძარღვთა დაავადებებისა და სიმსივნის პროფილაქტიკას, ამაგრებს ძვლოვან ქსოვილებს და დადებითად მოქმედებს მხედველობაზე, კბილების, თმისა და ფრჩხილების მდგომარეობაზე. გოგლი-მოგლი რეკომენდებულია ასევე იმ ადამიანებისთვისაც, ვისაც არასაკმარისი წონა გააჩნია. მიუხედავად შედარებით დაბალკალორიულობისა, იგი ორგანიზმს ამარაგებს ცხოველური ცხიმებითა და ცილებით, რაც წონის მატებას უწყობს ხელს.

საფრთხე!

სასარგებლო თვისებებისა და სასიამოვნო გემოს მიუხედავად, გოგლი-მოგლს მთელი რიგი უკუჩვენებები და შეზღუდვები გააჩნია. პირველ რიგში იგი გამორიცხულია იმ ადამიანთა რაციონიდან, რომლებსაც კვერცხზე ალერგია აქვთ. მისი მიღებისგან თავი უნდა შეიკავონ ასევე შაქრიანი დიაბეტით, ღვიძლის დაავადებებით, ათეროსკლეროზით დაავადებულებმა; ასევე მათ, ვისაც აქვთ კუჭის, პანკრეასის ან ნაღვლის ბუშტის პრობლემა.

2015083010531746204-1734938284.jpg

გოგლი-მოგლის მომზადებისას დარწმუნებული იყავით, რომ იყენებთ მხოლოდ ახალ და შემოწმებულ კვერცხს, რადგან ქათმის კვერცხი ხშირად ხდება ისეთი საშიში დაავადების გადამტანი, როგორიცაა სალმონელა. თუ კვერცხის ნაჭუჭზე რაიმე სახის დაზიანებას შეამჩნევთ, არავითარ შემთხვევაში არ გამოიყენოთ იგი გოგლი-მოგლისთვის, რადგან ამ დროს კვერცხი თერმულად არ მუშავდება და ბაქტერიების არსებობის შემთხვევაში, შეიძლება საფრთხე შეუქმნას თქვენს ჯანმრთელობას.

ექსეპერტების მკიცებით, უმი კვერცხი შეიძლება შეიცავდეს ბაქტერია სალმონელას, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული დაავადება, სახელწოდებით სალმონელოზი. ასეთი ბაქტერიები ცხოვრობენ, ფრინველის ნაწლავებში, ამიტომ შესაძლოა, მას კვერცხიც შეიცავდეს. ამის შესახებ მოსახლეობას აშშ-ს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი აფრთხილებს.

4c3ecc3d-9075-46ef-adbd-219c6c61cc62-1734938329.jpeg

დეპარტამენტის განმარტებით, სალმონელა წელიწადში 1,3 მილიონზე მეტ ადამიანს აწუხებს, რაც იწვევს 400-ზე მეტ სიკვდილს.

თუ გაქვთ სალმონელოზი, სიმპტომები შემდეგია:

  • ღებინება;
  • დიარეა;
  • მუცლის კრუნჩხვები;
  • ცხელება.

ექსპერტებმა აღნიშნეს, რომ დაავადება ყველაზე დიდ საფრთხეს უქმნის დასუსტებული იმუნური სისტემის მქონე ადამიანებს, 65 წელზე უფროსი ასაკის ადამიანებს და 5 წლამდე ასაკის ბავშვებს.

რატომ არ უნდა მიირთვათ უმი კვერცხი - სხვა მიზეზები

The Journal of Nutrition-ში გამოქვეყნდა კვლევა, რომელშიც ნათქვამია, რომ ადამიანი ცილის მხოლოდ 50%-ს შთანთქავს უმი კვერცხიდან, ხოლო 90%-ს მოხარშული კვერცხიდან.