ქართული გენეტიკის 'საიდუმლო" - რა შედეგები აჩვენა პენსილვანიის უნივერსიტეტის კვლევამ, რომლის შესახებ ბევრმა არ იცის | Allnews.Ge

ქართული გენეტიკის 'საიდუმლო" - რა შედეგები აჩვენა პენსილვანიის უნივერსიტეტის კვლევამ, რომლის შესახებ ბევრმა არ იცის

2016 წელს წალენჯიხის მოსახლეობას მეცნიერებმა მიმართეს: "გთხოვთ მიიღოთ მონაწილეობა გენეტიკურ კვლევებში, რომლებსაც ატარებენ დოქტორი თ. შური, დოქტორი რ. შენგელია, დოქტორი ა. იარდუმიანი (პენსილვანიის უნივერსიტეტი) და მკვლევრები საქართველოდან: დოქტორი ლია ბითაძე და დოქტორი დავით ჭითანავა".

კვლევები მიზნად ისახავდა მეგრელების გენეტიკური წარმომავლობისა და ასაკის დადგენას. მოწოდებას მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა გამოეხმაურა, თუმცა კვლევებში 485-მა კაცმა მიიღო მონაწილეობა. მათი გენეტიკური ანალიზი კი ამერიკაში, კერძოდ, პენსილვანიის უნივერსიტეტში გაიგზავნა, საიდანაც ასეთი პასუხი მოვიდა:

"დნმ ნიმუშებიდან 48-მ აჩვენა, რომ ეს ნიმუშები ერთმანეთს ემთხვევა და ადგილობრივი მოსახლეობა (ანუ მეგრელები) თავიანთ ტერიტორიაზე მოსახლეობენ, სულ მცირე, ბრინჯაოს ხანიდან", რაც ნიშნავს, რომ ქართული ეთნოგენეზის ეს ჯგუფი გენეტიკურად უცვლელია, სულ მცირე, 5000 წლის განმავლობაში ამ ტერიტორიაზე ცხოვრობს (ასევე მიმდებარე ტერიტორიაზე, რომელიც დროთა განმავლობაში დამპყრობელმა მიითვისა).

dd58380a-41b0-405d-94e8-fbec9f30ca21-1735020358.png

რატომ დასჭირდა კვლევებს ამდენი დრო და რატომ ჩატარდა კონკრეტულად დნმ-ანალიზი, ამის შესახებ მკვლევარ დავით ჭითანავას ვესაუბრეთ:

- როდესაც პენსილვანიის უნივერსიტეტის პასუხი გამოქვეყნდა, სხვებთან ერთად მეც დამებადა კითხვა, რატომ ჩატარდა მაინცდამაინც მეგრელთა კვლევები და არა სხვისი. ადგილზე ცხოვრების ხანგრძლივი ვადის გარდა, კიდევ რა დაადასტურა ამ ანალიზმა?

- მეგრელთა დნმ-ანალიზი განცალკევებით სულაც არ ჩატარებულა, მასზე ადრე, 2012 წელს, გვქონდა სვანთა დნმ-კვლევა, რომელმაც ასევე დაადასტურა არსებობის მრავალათასწლოვანი ისტორია. მომდევნო მეგრელთა ანალიზი იყო, რომლის კვლევა, სხვათა შორის, მხოლოდ მეგრელთა ქართული ეთნოსის სიცოცხლის ხანგრძლივობის დადგენა არ ყოფილა, არამედ სხვა პროცესებიც, მაგალითად, მრავალათასწლოვანი მიგრაციები მსოფლიოში. არსებობს მოსაზრება ევროპაში საქართველოდან დიდი გადასახლების შესახებ, რაც ასეთი კვლევებით დასტურდება.

- გენეტიკური მსგავსებით?

- რა თქმა უნდა, კვლევის პროცესში მეგრელთა დნმ ჰაპლოჯგუფი შეადარეს ანატოლიის, ახლო აღმოსავლეთისა და ევროპის ჰაპლოჯგუფებს და აღმოჩნდა, რომ მეგრელების დნმ ჰაპლოჯგუფებს მაღალი სიხშირის მსგავსება აქვთ ევრაზიის დასავლეთ ნაწილის ჰაპლოჯგუფებთან, დანარჩენებთან კი დაბალი სიხშირე.

- ევრაზიის დასავლეთი ნაწილი დასავლეთი ევროპაა ანუ მეგრელებს (აქედან გამომდინარე, ქართველებს) დასავლეთევროპელებთან, ფრანგებთან, ინგლისელებთან და ა.შ. უფრო მეტი მსგავსება აქვთ, ვიდრე სხვა დანარჩენებთან.

- დიახ და ეს ადასტურებს კავკასიიდან დასავლეთ ევრაზიაში კავკასიელთა მიგრაციას. რაც გენეტიკით დადგინდება, მოგეხსენებათ, უტყუარია.

- ბატონო დავით, თქვენ აღნიშნეთ, რომ სვანების დნმ-კვლევაც არის ჩატარებული. რა აღმოჩნდა, ეს უფრო უძველესი ჯგუფი ხომ არ არის?

- ჰაპლოჯგუფების "ხნოვანებაზე" კითხვას ასე მარტივად ვერ ვუპასუხებთ. ეს უფრო გენეტიკოსების საქმეა. შეიძლება რომელიმე ნიმუშმა 1200 წელიწადის ხნოვანებაც აჩვენოს, მაგრამ პასუხი ყალიბდება საერთო მონაცემის შეჯერებით. თუმცა კვლევებით ირკვევა, რომ დღეს სხვადასხვა ენაზე მოლაპარაკე ჯგუფებს საერთო დნმ აქვთ. მაგალითად, აფხაზებს, სვანებს, ოსებს და ეს ნიშნავს, რომ მათი კავშირი უწყვეტი იყო. იხილეთ სრულად