ქვეყნები, სადაც პირველ იანვარს ახალი წელი არ დადგება
მოსფლიოს უმეტეს ნაწილში ახალ წელს პირველ იანვარს აღნიშნავენ. დღევანდელ სტატიაში წარმოგიდგენთ 5 ქვეყანას, სადაც ახალი წლის ტრადიციული ზეიმი 1 იანვარს არ აღინიშნება.
აი ისინიც:
ჩინეთი
ჩინეთში 1 იანვარი საკმაოდ ჩვეულებრივად ჩაივლის ხოლმე. დასავლეთის ქვეყნებისთვის, რომლებსაც ახალი წლის პირველ იანვრას დაწყების ტრადიცია სწამთ და მისდევენ, ხელოვნური ნაძვისხეების, "სანტა-კლაუსების" (თოვლის ბაბუა), სათამაშოების, შაშხანების, მოსართავი ნივთების, თოჯინების და სხვათას იმპორტს სწორედ ჩინეთიდან ახდენენ. ჩვენგან განსხვავებით ჩინეთში ახალ წელს ზეიმობენ არა კალენდრის, არამედ მთვარის მიხედვით.
ინდოეთი
ინდოეთში მრავალი მულტიკულტურული ფესტივალი არსებობს, თუმცა 1 იანვარს ახალი წელი არ აღინიშნება. ინდოეთს აქვს რამოდენიმე ვარიანტი ახალ წელთან დაკავშირებით. ეროვნული კალენდრის მიხედვით ახალი წელი იქ 22 მარტს იწყება და მახარაშტრაში ამ დღესასწაულს ეძახიან "გუდი პადვას", ხოლო ანდხრა პრადეშში კი მას ეძახიან "უგადი"-ს; კერალში აღნიშნავენ 13 აპრილს და მას უწოდებენ "ვიშუ"-ს; სამხრეთ ინდოეთში კი შემოდგომით აღნიშნავენ "დივაპალის", რაც სწორედ რომ "ახალ წელს" ნიშნავს.
ირანი
ირანში არ არსებობს 1 იანვარს ახალი წელი, როგორც ზემო ჩამოთვლილ 2 ქვეყანაში და მეტიც, იქ ცხოვრობენ საკუთარი კალენდრის მიხედვით და დღეს იქ 1392 წელია. მათ აქვთ ასტრონომიული, მზის კალენდარი, რომელსაც უბრალოდ დროდადრო ანახლებენ. რაც შეეხება ახალ წელს კი, ირანში მას აღნიშნავენ გაზაფხულის პირველ დღეს- 22 მარტს, რაც ასევე გრიგორიანულ კალენდარს ემთხვევა და მას ნოვრუზს უწოდებენ. ნოვრუზს აღნიშნავს ასევე სხვა ქვეყნები, სადაც ძველი სპარსული ტრადიციებია შემონახული, თუმცა 1 იანვარს აღინიშნავს ტაჯიკეთი, აზერბაიჯანი, უზბეკეთი, ყაზახეთი, თურქეთი, ყირგიზეთი, ალბანეთი და მაკედონია.
ისრაელი
ისრაელში 1 იანვარი ჩვეულებრივი სამუშაო დღეა, როგორც დანარჩენი, თუ რა თქმა უნდა ის შაბათს არ დაემთხვა (შაბათი ებრაელების წმინდა დღეა). ახალ წელს კი აღნიშნავენ შემოდგომით (სექტემბერ-ოქტომბერში) სავსე მთვარის თიშრის დღეს და ამ დღესასწაულს უწოდებენ როშ ჰაშანას. დღესასწაული გრძელდება 2 დღე და შთამბეჭდავია თავისი ტრადიციებითა და რიტუალებით. თუმცა მაინც გავს ახალ წელს იმით, რომ ხალხის განსაზღვრული ნაწილი ხვდება ქუჩაში გართობით, უმეტესი კი ოჯახსა და მეგობრებთან ერთად.
საუდის არაბეთი
საუდის არაბეთის რელიგიურმა პოლიციამ მოსახლეობასა თუ იქ ემიგრირებულ სხვა ნებისმიერ მოქალაქეს ახალი წლის აღნიშვნის ტრადიცია აუკრძალა . ისლამური მქადაგებლების უმაღლესი კომიტეტის თანახმად ასევე აიკრძალა მაღაზიებში ამ დღესთან დაკავშირებული ნივთების, საჩუქრებისა და ყვავილების გაყიდვა. ამიტომ ეს დღე საუდის არაბეთში წმინდა კონსერვატიული წესით ჩაივლის ხოლმე. ისლამური კალენდრის მიხედვით კი ახალ წელს, იგივე ბუნიობას 21 მარტს აღნიშნავენ.
ჩამოთვლილი ქვეყნების გარდა, ახლა წელს პირველ იანვარს ასევე არ აღნიშნავენ შემდეგ ქვეყნებში:
- ვიეტნამი,
- ბანგლადეში,
- ტაილანდი,
- ეთიოპია,
- კამბოჯა,
- შრი-ლანკა,
- ლაოსი,
- ჩრდილოეთ კორეა,
- სამხრეთ კორეა,