რამდენად ძვირფასია მელქიორის დანა-ჩანგალი და როგორ უნდა გაწმინდოთ ის | Allnews.Ge

რამდენად ძვირფასია მელქიორის დანა-ჩანგალი და როგორ უნდა გაწმინდოთ ის

ძა­ლი­ან ბევრ ოჯახ­ში სა­დღე­სას­წა­უ­ლო სუფ­რა მელ­ქი­ო­რის დანა-ჩან­გლის გა­რე­შე არ გა­იშ­ლე­ბა. ყვე­ლამ ვი­ცით, რომ ის უკე­თე­სია, ვიდ­რე "უბ­რა­ლო" დანა-ჩან­გა­ლი, თუმ­ცა არც ვერ­ცხლი­ვით ძვირ­ფა­სია. რას წარ­მო­ად­გენს სი­ნამ­დვი­ლე­ში ეს ჭურ­ჭე­ლი და ღი­რე­ბუ­ლე­ბა გა­აჩ­ნია დღეს? სხვა­თა შო­რის, მელ­ქი­ო­რის წარ­მო­შო­ბა რო­მან­ტი­კულ, სას­ტიკ და მტრულ ის­ტო­რი­ებს უკავ­შირ­დე­ბა....

melq5-1730181135-1737366187.jpg

რა არის მელ­ქი­ო­რი

მელ­ქი­ო­რი - ნი­კე­ლი­სა და ვერ­ცხლის­ფე­რი სპი­ლენ­ძის შე­ნად­ნო­ბით მი­ი­ღე­ბა, და­მა­ტე­ბუ­ლი აქვს თუ­თია. მისი შემ­ქმნე­ლი ჩი­ნე­ლი ლი ლიან ინი თა­ვის დრო­ზე მისი გა­მო­გო­ნე­ბის­თვის სას­ტი­კად და­ი­სა­ჯა, იმ­პე­რა­ტო­რის სა­სახ­ლი­დან გა­მო­ა­ძე­ვეს და პრო­ვინ­ცი­ა­ში გა­და­ა­სახ­ლეს. თუმ­ცა, მოგ­ვი­ა­ნე­ბით მელ­ქი­ო­რის­გან მო­ნე­ტე­ბის, უფრო გვი­ან კი სა­იმ­პე­რა­ტო­რო სუფ­რის­თვის ჭურ­ჭლის დამ­ზა­დე­ბა და­ი­წყეს.

ევ­რო­პულ კონ­ტი­ნენტზე მელ­ქი­ო­რი XIII სა­უ­კუ­ნე­ში გა­მოჩ­ნდა, თუმ­ცა მისი დამ­ზა­დე­ბის სა­ი­დუმ­ლო დიდი ხნის მან­ძილ­ზე გა­სა­ი­დუმ­ლო­ე­ბუ­ლი იყო. პირ­ვე­ლად მისი ფორ­მუ­ლა გერ­მა­ნე­ლებ­მა ამოხ­სნეს და მი­ღე­ბულ ლი­თონს სა­ხე­ლი "მელ­ქი­ო­რიც" უწო­დეს იმ დრო­ის­თვის ცნო­ბი­ლი იუ­ვე­ლი­რის პა­ტივ­სა­ცე­მად.

melqiori-1737366202.jpg

მელ­ქი­ო­რის თვი­სე­ბა

დღეს მელ­ქი­ორს ფა­სობს არა სიმ­დიდ­რის, არა­მედ ხა­რის­ხი­სა და სა­სარ­გებ­ლო თვი­სე­ბე­ბის გამო. იგი ხან­გრძლი­ვად გემ­სა­ხუ­რე­ბათ. მელ­ქი­ო­რის წარ­მო­ე­ბა­ში ჩარ­თუ­ლი სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის თქმით, მისი და­მუ­შა­ვე­ბა - სი­ა­მოვ­ნე­ბაა. მის­გან მარ­ტი­ვად იღე­ბენ სა­სურ­ველ ფორ­მას, ხოლო უვ­ნე­ბე­ლი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბის და­მა­ტე­ბით, - ფერს. მა­თი­ვე თქმით, მელ­ქი­ო­რი ოქ­როს შუ­ა­ლე­დია ძვირ­ფას ვერ­ცხლის ჭურ­ჭელ­სა და უბ­რა­ლო სა­სუფ­რე დანა-ჩან­გალს შო­რის. უნი­კა­ლუ­რი შე­მად­გენ­ლო­ბის წყა­ლო­ბით, ულა­მა­ზე­სი ფერი აქვს და ვერ­ცხლის კარგ იმი­ტა­ცი­ას წარ­მო­ად­გენს. იხილეთ სრულად