ერთს კოცნის და მეორეს "აიგნორებს" - რა ვიცით სიამის ტყუპის ქორწინების ახალი დეტალების შესახებ და როგორია მათი ყოველდღიურობა?
ცნობილი სიამის ტყუპის - ები და ბრიტანი ჰენსელების ქორწინების ვიდეო ვირუსულად გავრცელდა და მსოფლიო აალაპარაკა. თუმცა აღმოჩნდა, რომ კადრები სულაც არ არის ახალი - ები 2021 წელს გაჰყოლია ცოლად თავის რჩეულს.
ცოტა ხნის წინ ცნობილ ტყუპს 34 წელი შეუსრულდა.
"ჩვენ სხვადასხვა ადამიანები ვართ, უბრალოდ, ერთი სხეული გვაქვს" - ასე აღწერენ საკუთარ თავს დები. ისინი მინესოტაში ცხოვრობენ, დაწყებითი კლასების მასწალებლები არიან. ახლა კი, როცა მათი ამბავი მსოფლიოს მოედო, მილოცვებსაც იღებენ, მხოლოდ, ები, რადგან სწორედ ის დაქორწინდა.
ების რჩეული აშშ-ის არმიის ვეტერანი და მედძმა ჯოშუა ბოულინგია. სხვა ცნობები მის შესახებ არ ვრცელდება. ის არის კიდევ ცნობილი, რომ 8 წლის შვილი ჰყავს წინა ქორწინებიდან.
რაც შეეხება ების და ბრიტანის, მათ შესახებ მსოფლიომ 1996 წელს შეიტყო, როცა ოპრა უინფრის შოუს გმირები გახდნენ, მერე კი ერთ-ერთ გასართობ არხზე რეალითი-შოუ გადიოდა მათი მონაწილეობით. კოლეჯის დამთავრების შემდეგ, ტყუპმა არ ისურვა პოპულარობით სარგებლობა და შოუბიზნესში დარჩენა, მასწავლებლობა ამჯობინეს და მოსწავლეებს ძალიან უყვართ.
ების სახლში მარტო დარჩენა უყვარს, არ ეშინია სიმაღლის და ძალიან მოსწონს ყავის ღამით დალევა, რაც საერთოდაც არ უშლის ხელს დაძინებაში. ბრიტანი კი განსხვავებულია. მას წვეულებებზე სიარული და მოგზაურობა უყვარს, ასევე, ვერც კოფეინთან მეგობრობს, რადგან გულს უჩქარებს. წესით, კარგად იმეგობრებდნენ და ერთმანეთს შეავსებდნენ, მაგრამ ისინი დები არიან, ერთ სხეულში...
როდესაც ები და ბრიტნი 1990 წლის 7 მარტს დაიბადნენ, ექიმები გაოცებულები იყვნენ. ჰენსელების ოჯახში ერთ გოგონას ელოდნენ. ექოსკოპიას მსგავსი რამ არ დაუფიქსირებია. პეტი, გოგონების დედა, იხსენებს, როგორ შეუყვარდა ბავშვები ერთი ნახვით და არასდროს მონდომებია მათთან დაშორება.
სიამის ტყუპის შემთხვევაში ოპერაცია ხშირად ტრაგიკულად მთავრდება ხოლმე. როგორც წესი, ან მხოლოდ ერთი გადარჩება, ან ორივე იღუპება. დები ჰენსელები არ დაუშორებიათ ერთმანეთისგან, მაგრამ ექიმები დარწმუნებულები იყვნენ, რომ დაბადებიდან პირველ 24 საათში დაიღუპებოდნენ.
მშობლებმა გადაწყვიტეს, ბავშვები ჩვეულებრივ სკოლაში შეეყვანათ, რომ გარე სამყაროსგან მოწყვეტილები არ ყოფილიყვნენ და ოთხ კედელში არ გამოემწყვდიათ. დიახ, სხვა ბავშვები დასცინოდნენ, აკვირდებოდნენ, მაგრამ დები ჰენსელები არ გატყდნენ. მათ ადგილზე ალბათ ნებისმიერი სხვა ბავშვი კლასიდან ტირილით გაიქცეოდა, მაგრამ ისინი მტკიცედ იყვნენ და სჯეროდათ, რომ თანატოლებისგან არაფრით განსხვავდებოდნენ. იხილეთ სრულად