იცოდით, რატომ ამზადებენ სამეგრელოში „ხურმის ფარდებს“ და როგორ იცავენ სისუფთავეს? –საიდან მოდის შემოდგომის ულამაზესი ტრადიცია | Allnews.Ge

იცოდით, რატომ ამზადებენ სამეგრელოში „ხურმის ფარდებს“ და როგორ იცავენ სისუფთავეს? –საიდან მოდის შემოდგომის ულამაზესი ტრადიცია

ხურმა აბანოზისებრთა ოჯახის მცენარეთა გვარს მიეკუთვნება და აქვს 200–მდე სახეობა. მიუხედავად იმისა რომ ტკბილია, არის დაბალკალორიული პროდუქტი, 100 გრამი საშუალოდ 66 კილოკალორიას შეიცავს.

ეს კულტურა დასავლეთ საქართველოში XIX საუკუნის 90–იან წლებში იტალიიდან შემოიტანეს, საიდანაც გავრცელდა საქართველოს სხვა რეგიონებში.

ხურმის მიღება ამშვიდებს ნერვულ სისტემას, ებრძვის ნაწლავური ჩხირისა და ოქროსფერ სტაფილოკოკს. მასში შემავალი იოდი ავსებს ორგანიზმის იოდის დეფიციტს, ფარისებრი ჯირკვლის მუშაობის დარღვევის დროს. ასევე, ხურმა აქტიურად გამოიყენება კოსმეტოლოგიაში.

xurma-chiri-1737876622.jpg

ალბათ, ყველა ჩვენგანს უნახავსშემოდგომაზე, ხურმის ფარდებისგან დაფარული სახლები. ულამაზესი და თან ძალიან მიმზიდველი, როდესაც ვეღარ არჩევ გირჩევნია მისი ცქერით დატკბე, თუ რაც შეიძლება სწრაფად მიირთვა.

გთავაზობთ ინტერვიუს სამეგრელოდან, დიასახლისთან,რომელიც ყველაზე ხშირად დასმულ კითხვებს გასცემს პასუხს და ფარდას ახდის მთელ საიდუმლოებებს.

გამარჯობა, მაკა, პირველ რიგში, გისურვებთ ჯანმრთელობას. შეგიძლიათ გვითხრათ, როდიდან მოდის ხურმის ჩირების მომზადების ტრადიცია?

ჩირების დამზადების ტრადიცია უძველესი დროიდან მოდის, მახსოვს დიდი ბებია როგორ ამზადებდადა სულმოუთქმელად ველოდებოდიდაგემოვნებას. ტრადიციას დღესაც აგრძელებენ სამეგრელოში, წლის ამ პერიოდში ერთი დიდი სანახაობაა სოფელში გასეირნება, სადაც მიყოლებითყველა სახლში ხურმის ჩირები ფარდებად კიდია.

როდის იწყებთ ხურმის ჩირების კეთებას?

ჩვენი ოჯახი მზადებასიწყებსნოემბრის პირველი რიცხვებიდან.ესეც ინდივიდუალურია.ვინც ბევრს აკეთებს, შესაბამისად, მას მეტი დრო სჭირდება. თუმცაპერიოდი მერყეობს ოქტომბრის ბოლოდან ნოემბრის ბოლომდე.

254957491-2341298556001015-8134783163599349738-n-1737876687.jpg

რა ძალისხმევასთან არის დაკავშირებული?

საკმაოდ შრომატევადია და მოიცავს რამდენიმე დღეს. ჯერ ვკრეფთ ხურმას, ყუნწებიანად. ვთლით, ვასხამთ თოკებზე სათითაოდ. შემდეგასხმულ ხურმას მდუღარე წყალშივავლებთ და გასაშრობად ვკიდებთ.

რამდენად მოქმედებს ამინდი ჩირზე?

როდესაც მდუღარე წყალში ვავლებთ, ამით ვაზღვევთ ჩირს. ასე უფრო ნაკლები საშიშროებაა ჩირის გაფუჭების. უნდა აღვნიშნო, რომ აუცილებელია პირველ კვირას არ მოხვდეს წვიმის წვეთები. ამიტომწინასწარ ვითვალისწინებთ ამინდის პროგნოზებს.