31 ორშაბათი - 2025, მარტი
ado.slave('adoceanadvertlinegezhkpfxervr', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

"სალომე საოცარ კერძებს ამზადებს - საცივს, ხაჭაპურს... აღდგომას უგემრიელეს პასკებსაც აცხობს" - რას ჰყვება სალომე ზურაბიშვილის უახლოესი მეგობარი? | Allnews.Ge

"სალომე საოცარ კერძებს ამზადებს - საცივს, ხაჭაპურს... აღდგომას უგემრიელეს პასკებსაც აცხობს" - რას ჰყვება სალომე ზურაბიშვილის უახლოესი მეგობარი?

გვესაუბრება სალომე ზურაბიშვილის უახლოესი მეგობარი ნათელა მაჭავარიანი:

- ძლიერი ქალი და პიროვნებაა სალომე! ის არაჩვეულებრივი დედა და მეგობარია, პრინციპული და მართალი! არავითარ შემთხვევაში ტყუილს არ იტყვის. მისი უახლოესი მეგობარი ვარ და ყოველთვის მეუბნება, თუ სწორი არ ვარ და მართალ საქმეს არ ვაკეთებ. მეგობრობაც იცის, თავის საქმეც, დედობაც...

salomememe-1743153406.webp

ნახეთ რა შვილები ჰყავს! ბოდიშს გიხდით ჟურნალისტებს, მაგრამ ნახევარზე მეტი გამართული ქართულით ვერ საუბრობთ და რა გასაკვირია, სალომე ზურაბიშვილს ცოტა აქცენტი ჰქონდეს?! დედამისიც კი საფრანგეთში დაიბადა და როგორ იცავდა იგი ქართულ ენას, როგორი პატრიოტიზმით და სიყვარულით გაზარდა შვილები! სალომემ თქვა, ხუთი წლის ბავშვს მამაჩემი ქართულ წიგნებს, პირველ რიგში "ვეფხისტყაოსანს" გადმომიღებდა და მეუბნებოდა, ჯერ ქართული უნდა ისწავლო და მერე ფრანგულიო...

სალომე იშვიათი დედაა, ნამდვილი დედა როგორიც უნდა იყოს ზუსტად ისეთი! სხვათა შორის, მკაცრიცაა, იმიტომაც ჰყავს ასეთი არაჩვეულებრივი შვილები! მკაცრში იმას კი არ ვგულისხმობ, შვილებს მათრახით დასდევდეს, უბრალოდ, ყოველთვის სწორ შენიშვნებს აძლევს... ვგიჟდები ორივეზე, მე და თეიმურაზი ვმეგობრობთ კიდეც...

- ქალბატონო ნათელა ყველას გვახსოვს რა რთული იყო თქვენი ცხოვრება.. დიდი ტრაგედია გადაიტანეთ, სალომე ამ დროს გვერდით გედგათ?

- ჩემი უბედურების პერიოდში სალომე ჯერ კიდევ საფრანგეთში იყო... ჯანრი კაშია და ჩემი პირველი მეუღლე - გეგას მამა ბავშვობის უახლოესი ძმაკაცები იყვნენ. ჯანრი ჩემთვისაც უახლოესი იყო და როდესაც სალომე საქართველოში ჩამოვიდა, მაშინ გამაცნო... იმის შემდეგ სალომესგან სულ სიკეთე მახსოვს! საქართველოს სხვადასხვა კუთხეები ერთად მოვიარეთ, მასთან საფრანგეთშიც არაერთხელ ვყოფილვარ...

- გვითხარით, რაც საზოგადოებამ მასზე არ იცის, მაგალითად, რამდენად კარგი მზარეულია?

- არაჩვეულებრივი! საოცარ ქართულ კერძებს ამზადებს - საცივს, ხაჭაპურს, მწვადს... ყველაფერი ეხერხება... აღდგომას უგემრიელეს პასკებსაც აცხობს, ისეთს, ბევრი სპეციალისტიც რომ ვერ გააკეთებს.

salomeskulinaruia-1743153423.jpg

ძალიან უყვარს სტუმრები, მათი გამასპინძლება... გამასპინძლების გარეშე სახლიდან არავის უშვებს... ქართული ხასიათი მისი სტუმარ-მასპინძლობიდან ყველაზე მეტად ჩანს. თავიდან ძალიან მიკვირდა მისი ეს თვისება... როგორც მოგახსენეთ, მასთან საფრანგეთშიც თვეობით ვიყავი ხოლმე. ნამდვილი ინტელიგენტი იყო დედამისი, ზეინაბ კედია, 92 წლის ასაკშიც ულამაზესი... საფრანგეთში შეძლებისდაგვარად მეც ქართული კერძებით მიმასპინძლდებოდნენ, ფრანგულთან ერთად. მართალი გითხრათ, ქართული სულაც აღარ მინდოდა, ფრანგული უფრო მომწონდა, იმდენად მიყვარს იქაური სალათები... უდიდესი პატივისცემა მახსოვს მათგან, სულ მომატარა სალომემ იქაურობა... იხილეთ სრულად