პოლიტიკა
27.05.2016 / 05:05
შრიფტის ზომა:

რუსეთის საგარეო უწყება გიგა ოთხოზორიას მკვლელობაზე პასუხისმგებლობას აფხაზურ მხარეს აკისრებს

რუსეთის საგარეო უწყება გიგა ოთხოზორიას მკვლელობაზე პასუხისმგებლობას აფხაზურ მხარეს აკისრებს

რუსეთი გიგა ოთხოზორიას მკვლელობაზე პასუხისმგებლობას აფხაზ ე.წ. მესაზღვრეებს აკისრებს. რუსული მედიის ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით მორიგი განცხადება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში გაკეთდა.

სერგეი ლავროვის უწყების ოფიციალური წარმომადგენლის, მარია ზახაროვას განცხადებით, ინციდენტი იმ ზონაში მოხდა, რომელზეც პასუხისმგებლობა აფხაზურ მხარეს ეკისრება. მისივე თქმით, მომხდართან რუს მესაზღვრეებს ირიბი შეხებაც არ ჰქონიათ.

"აფხაზეთის საზღვარზე საქართველოს მოქალაქის, გიგლა ოთხოზორიას მკვლელობასთან რუსეთს კავშირი არ აქვს. რამდენადაც ჩვენ ვიცით, კონფლიქტი აფხაზი მესაზღვრეების პასუხისმგებლობის ზონაში წარმოიქმნა და რუსულ მხარეს მასთან ირიბი შეხებაც არ ჰქონია", - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა.

ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

ჟურნალისტის კითხვაზე, რომელიც ქართულ-რუსულ ურთიერთობას და საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღეს უკავშირდებოდა, ზახაროვამ უპასუხა, რომ საქართველოსა და რუსეთის ხალხს მხოლოდ დადებითი ენერგია და სიყვარული უშველის უთანხმოების დაძლევასა და დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებაში.

"საქართველო-რუსეთს შორის ურთიერთობაში არსებობდა სხვადასხვა ეტაპები როგორც პოზიტიური, ისე ნეგატიური. იყო მჭიდრო კონტაქტების წლებიც, მაგრამ სამწუხაროდ, გადაუწყვეტელი პრობლემების გამო საქართველო და რუსეთი განიცდის დიპლომატიური ურთიერთობების არქონას. ამის მიუხედავად, ადამიანებს შორის კონტაქტები არასოდეს შეწყვეტილა", - განაცხადა ზახაროვამ. მან იმედი გამოთქვა, რომ ორმხრივი ურთიერთობები გამოსწორდება.

მკითხველის კომენტარები
(0)

ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

ამ კატეგორიის სხვა სიახლეები

ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
  • შიდა_horizont_10ambebi.ge
  • შიდა_horizont_10palitravideo.ge
  • შიდა_horizont_10bpn.ge
  • შიდა_horizont_10ipn.ge
  • შიდა_horizont_10kvirispalitra.ge
  • შიდა_horizont_10lelo.ge
  • შიდა_horizont_10msholebi.ge
  • შიდა_horizont_10mkurnali.ge
  • შიდა_horizont_10SS NEW
  • შიდა_horizont_10hotsale.ge
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

იცოდით, რამდენს უხდიან სელებრითებს ერთ სარეკლამო პოსტში Instagram-ზე? | Allnews.Ge

იცოდით, რამდენს უხდიან სელებრითებს ერთ სარეკლამო პოსტში Instagram-ზე?

თანამედროვე მარკეტინგში სოციალური მედია პლატფორმები, განსაკუთრებით კი Instagram, ერთ-ერთ მთავარ სარეკლამო არხად იქცა. სელებრითები კი საკუთარი გავლენით რეალურ ფინანსურ მოგებას იღებენ — ზოგჯერ ერთ სარეკლამო პოსტში მილიონობით დოლარსაც კი!

გთავაზობთ კონკრეტულ მაგალითებს, რამდენს უხდიან ყველაზე გავლენიან სელებრითებს Instagram-ზე 2024 წლის მონაცემებით:

🌍 ტოპ 5 ყველაზე მაღალანაზღაურებადი სელებრითი Instagram-ზე:

1. კრიშტიანუ რონალდუ

მიმდევრები: ~620 მილიონი

ფასი ერთ პოსტში: $2.3 მილიონი

📌 ბრენდები: Nike, Binance, Clear

2. ლიონელ მესიმი

მდევრები: ~500 მილიონი

ფასი ერთ პოსტში: $1.8 მილიონი

📌 ბრენდები: Adidas, Pepsi, Hard Rock

3. სელენა გომესი

მიმდევრები: ~430 მილიონი

ფასი ერთ პოსტში: $1.7 მილიონი

📌 ბრენდები: Rare Beauty, Coach, Puma

4. კაილი ჯენერი

მიმდევრები: ~400 მილიონი

ფასი ერთ პოსტში: $1.6 მილიონი

📌 ბრენდები: Kylie Cosmetics, Adidas, Fashion Nova

5. დუა ლიპა

მიმდევრები: ~95 მილიონი

ფასი ერთ პოსტში: $250,000 – $400,000

📌 ბრენდები: Versace, Evian, Puma🇬🇪

ქართული სივრცე

რაც შეეხება ჩვენს ქვეყანას, საქართველოშიც საკმაოდ გავლენიან ინფლუენსერებს ხშირად აქვთ კომერციული პოსტები. მართალია, აქ თანხები განსხვავებულია, მაგრამ ტენდენცია იზრდება:

🧕 ნანო/მიკრო ინფლუენსერები (20K – 100K მიმდევარი):

ფასი ერთ პოსტში: ₾300 – ₾2,000, ან ბარტერი (პროდუქტი/სერვისი)

👩‍🎤 პოპულარული სახეები (100K+ მიმდევარი):

ფასი ერთ პოსტში: ₾2,000 – ₾10,000+

Instagram-ზე სარეკლამო პოსტის ღირებულება დამოკიდებულია არა მხოლოდ მიმდევართა რაოდენობაზე, არამედ ჩართულობის დონეზე (engagement rate), ბრენდის პრესტიჟსა და სელებრითის იმიჯზე. თანამედროვე რეალობაში, სელებრითის ერთ პოსტს შეუძლია მეტი კომერციული ეფექტი მოიტანოს, ვიდრე კლასიკურმა რეკლამამ ტელევიზიაში.