
ბევრი მამაკაცისთვის მხოლოდ ერთ ქალთან ერთად ცხოვრებაც კი თავისთავად უკვე სირთულეებით სავსე უზარმაზარი გამოწვევაა, რასაც ყველა ვერ ართმევს თავს. თუმცა ბრაზილიელი არტურ ო ურსო, რომლის ისტორიასაც ახლა გიამბობთ, ერთდროულად რვა ქალთან ერთად ცხოვრობს.
არტური პროფესიით მოდელია და შეიძლება ითქვას, რომ მას ბრაზილიაში წარმატებული კარიერა აქვს.
ეს ყოველივე ძალიან ჩვეულებრივად დაიწყო: არტური და მისი ცოლი სვინგერები იყვნენ და ერთად პერიოდულად სხვა ქალებს ხვდებოდნენ.
არტურმა პირველად მედიის ფართო ყურადღება 2021 წელს მიიპყრო, როდესაც ის საზეიმოდ დაქორწინდა ცხრა ქალზე. ეს ქმედება გამიზნული იყო მონოგამიის წინააღმდეგ პროტესტად და თავისუფალი სიყვარულის აღსანიშნავად. მისი პირველი და ერთადერთი კანონიერი ცოლი ლუანა კაზაკია; მომდევნო ქორწინებები კი სიმბოლური იყო, რადგან ბრაზილიაში პოლიგამია დასჯადია.
ბრაზილიაში პოლიგამია კანონით აკრძალულია. თუმცა ურსომ თავისი რვავე პარტნიორი არაოფიციალურად ცოლად მაინც შეირთო და მათთან ერთად ერთ ჭერქვეშ დაიწყო ცხოვრება.
იმის მიუხედავად, რომ ქალები ერთმანეთზე ხანდახან ეჭვიანობენ და არც სექსუალურად რვა მათგანის დაკმაყოფილებაა იოლი, არტურ ო ურსო დიდი ხნის მანძილზე გულწრფელად სწამდა, რომ “ყველაფერი რიგზე იყო.”
7-წლიანი თანაცხოვრების შემმდეგ მას პირველმა ცოლმა ლუანამ განუცხადა, რომ ასე ცხოვრება აღარ შეეძლო და წავიდა.
“ყველა მათგანი ჩემგან ყურადღებას, სიმპათიას და ალერსს მოითხოვს, მე კი არ შემიძლია, რომელიმე მათგანს უპირატესობა მივანიჭო სხვებთან მიმართებით, ” — განუცხადა ურსომ JamPress-ს.
“მე არამხოლოდ წამიერად, არამედ მთელი ცხოვრების მანძილზე სიყვარულით ვარ აღსავსე, ” — განუცხადა არტურ ურსომ ჟურნალისტებს.
მისი თქმით, ძალიან სურს შვილის ყოლა, თუმცა, იმის გამო, რომ არ სურს ცოლები გაანაწყენოს, გადაწყვეტილი აქვს, რომ შვილები ყველასთან ჰყავდეს - ასე თვითონაც აისრულებს სურვილს და ცოლების არ დარჩებიან უკმაყოფილოები
ამასთან, არტურს აქვს სამომავლო ამბიციური გეგმები, მათ შორის 700 კვადრატული მეტრიანი რეზიდენციის აშენება, სახელწოდებით "თავისუფალი სიყვარულის სასახლე" ჟოაო პესოაში. ეს სახლი გამიზნულია არტურისა და მისი ცოლების მოსათავსებლად, რაც სიმბოლოა მათი ერთგულებისა პოლიამორის მიმართ. პროექტი, სავარაუდოდ, დაახლოებით 1 მილიონი$ დაჯდება.
მედიის ცნობით, ის ასევე მართავს OnlyFans-ის ანგარიშს და თვეში 50000 ფუნტზე მეტს გამოიმუშავებს.