17 ხუთშაბათი - 2025, აპრილი

ორსული გოგონა და 16 წლის მოზარდები - ვინ იყვნენ 9 აპრილის პატარა გმირები | Allnews.Ge

ორსული გოგონა და 16 წლის მოზარდები - ვინ იყვნენ 9 აპრილის პატარა გმირები

9 აპ­რი­ლის ტრა­გე­დია ერთ-ერთი ისე­თი თა­რი­ღია სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ი­დან, რო­მე­ლიც არას­დროს არ უნდა და­ა­ვი­წყდეს ქარ­თველ ხალ­ხს, არ­ცერთ თა­ო­ბას. იმ დღემ ბევ­რი ტკი­ვი­ლი, ბევ­რი სა­ფიქ­რა­ლი და დიდი გმი­რო­ბის მა­გა­ლი­თი და­უ­ტო­ვა შთა­მო­მავ­ლო­ბას.

ამ გმი­რე­ბის სა­ხე­ლე­ბი და გვა­რე­ბი ბევ­რს დღემ­დე ახ­სოვს: აზა ადა­მია, ნა­თია ბა­შა­ლე­იშ­ვი­ლი, ეკა ბეჟა­ნიშ­ვი­ლი, ნატო გი­ორ­გა­ძე, თა­მუ­ნა დო­ლი­ძე, თინა ენუ­ქი­ძე, ნინო თო­ი­ძე, ზა­ი­რა კიკ­ვი­ძე, მა­ნა­ნა ლო­ლა­ძე, თა­მარ მა­მუ­ლიშ­ვი­ლი, ვე­ნე­რა მეტ­რე­ვე­ლი, მა­მუ­კა ნო­ზა­ძე, ნანა სა­მარ­გუ­ლი­ა­ნი, შალ­ვა ქვას­რო­ლი­აშ­ვი­ლი, მა­რი­ნა ჭყო­ნია-სა­მარ­გუ­ლი­ა­ნი, ელი­სო ჭი­პაშ­ვი­ლი, თა­მარ ჭო­ვე­ლი­ძე, ნო­დარ ჯან­გი­რაშ­ვი­ლი, მზია ჯინ­ჭა­რა­ძე, მა­ნა­ნა მელ­ქა­ძე, გია ქარ­სე­ლა­ძე...

და­ღუ­პულ­თა შო­რის იყო სამი პა­ტა­რა გო­გო­ნა და ერთი ფეხ­მძი­მე. ამ ერთი შე­ხედ­ვით სუს­ტმა და და­უც­ველ­მა ადა­მი­ა­ნებ­მა არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი თავ­გან­წირ­ვი­სა და გმი­რო­ბის მა­გა­ლი­თი მის­ცეს თა­ნა­მედ­რო­ვე­ებს...

1428566201783672-39100-1744178736.jpg

ეკა ბეჟა­ნიშ­ვი­ლი 16 წლი­სა, კო­მა­რო­ვის სკო­ლის X კლა­სის მოს­წავ­ლე.

- წინა დღე­ებ­ში მი­თხრა: - ბებო, ფო­თოლცვე­ნა მე­სიზ­მრა, და მე ამ ფოთ­ლე­ბის წვი­მა­ში დავ­დი­ო­დი, ეს რა­ღას ნიშ­ნავ­სო?

- არ ვიცი-მეთ­ქი, - ვე­უბ­ნე­ბო­დი... ვა­ი­თუ, ესეც სიკ­ვდილს ნიშ­ნავ­და…

ბე­ბია - ქ. ბეჟა­ნიშ­ვი­ლი.

1428567102032506-39115-1744178752.jpg

ნა­თია ბა­შა­ლე­იშ­ვი­ლი

16 წლი­სა. 51-ე სა­შუ­ა­ლო სკო­ლის მოს­წავ­ლე. სკო­ლა­ში მას­წავ­ლე­ბელს თემა მი­უ­ცია და­სა­წე­რად სა­თა­უ­რით:

"ვის მი­ვუ­ლო­ცავ­დი სა­ხელ­სა და დი­დე­ბას?"

იხილეთ სრულად