16 ოთხშაბათი - 2025, აპრილი
ado.slave('adoceanadvertlinegezhkpfxervr', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
საინტერესო
11.04.2025 / 07:04
შრიფტის ზომა:

იცოდით, რატომ არ არსებობდა ფშავ-ხევსურეთში თამადის ინსტიტუტი?

ფშავი — საქართველოს ერთ-ერთი გამორჩეული ისტორიულ-გეოგრაფიული მხარეა, რომელიც აღმოსავლეთ საქართველოში, დიდ კავკასიონის სამხრეთ კალთებზე მდებარეობს. ისტორიულად ფშაველები იყვნენ თავისუფალი მთიელები, რომელთაც საკუთარი ტრადიციები, სამართალი და ღვთისმსახურება ჰქონდათ. ფშავში იყო დაცული ძველი საქართველოს წეს-ჩვეულებები და მრავალგან სათაყვანებელ ღვთაებებს (ხატებს) მიაგებდნენ პატივს.

დღეს ამ გამორჩეული კუთხის ერთ სიანტერესო მახასიათებელზე გიამბობთ.

96838042-3004347729626549-5399609726067539968-n-1744357410.jpg

ფშავსა და ხევსურეთში არც საქორწილო სუფრაზე და არც რამე სხვა ნადიმზე თამადის ინსტიტუტი არ არსებობდა, რის შესახებ ვაჟა-ფშაველაც აღნიშნავდა წერილში "ფშაველი და მისი წუთისოფელი"

ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

„არავითარი წესი ამ სმა-ჭამის დროს არ სუფევდა, ვისაც რა სადღეგრძელო ჰსურდა, იმასა ჰსვამდა, რაც ესიამოვნებოდა, იმას ამბობდა, მღეროდა. რამდენიმე პირად მღეროდენ, ლექსობდენ. გარეთ, ეზოში ქალ-ვაჟები ლხინობდენ, ისმოდა გარმონის ჭყუტუნი და სტვირის ბუბუნი. სმაში და ჭამაში ყველას თავისუფლება ეძლევა, ვისაც რამდენი უნდა, იმდენსა ჰსვამს და სჭამს.

მხოლოდ ერთხელ არის ძალდატანება, ეს, როცა მეფეს და დედოფალს „ჯარზე“ დაჰსმენ: მთელი წვეულები მოიყრიან ერთად თავს, რაც ფშავლებს ძალიან ეჯავრებათ, და ათ-ოც პირად იმართება „კამპანია“ და სუფრა; მეკოდის გულუხვობაზეა დამოკიდებული, რომელ კამპანიას უფრო ბევრს ღვინოს გაუგზავნის. მეკოდე გახლავთ ის პირი, რომელსაც ღვინო და არაყი აბარია. იმან უნდა გასწიოს სასმლის ვარაუდი, ყველას პატივი სცეს, როგორც თავად მოინდომებს, გააწვდინოს სასმელი და ეცადოს ქორწილის გათავებამდე არ გაათავოს".

მაინც რატომ არ არსებობდა ფშავში (და ხევსურეთში) თამადის ინსტიტუტი?

პასუხი მარტივია – მთაში ტერიტორიული თემური ურთიერთობები არსებობდა და ეს საზოგადოება საერთოდ არ უშვებდა ცალკეული პირების თემიდან გამოყოფას, ასეთ ტენდენციასაც კი ძირშივე კლავდა. ქართულ სუფრაზე კი თამადა ჩვეულებრივ გამოცალკევებული პიროვნება იყო, ის სუფრაზე „ბატონობდა”. თემური საზოგადოება კი სუფრაზეც არ უშვებდა „ბატონს”, აქ ყველა თავისუფალი და ერთმანეთის თანაბარი იყო.

მკითხველის კომენტარები
(2)

?
12 აპრილი , 2025 11:04

თუ ასეა,ხევისბერი რატომ ჰყავდათ? ხევისბერი არ იყო თემიდან გამოყოფილი ცალკეული პიროვნება?

მე ვარ ქართველი.
11 აპრილი , 2025 22:04

ეგრეა. მთა მთა არის და ბარი ბარია. პაპა პაპა და ბაბუ ბაბუა.

ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

ამ კატეგორიის სხვა სიახლეები

ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
  • შიდა_horizont_10ambebi.ge
  • შიდა_horizont_10palitravideo.ge
  • შიდა_horizont_10bpn.ge
  • შიდა_horizont_10ipn.ge
  • შიდა_horizont_10kvirispalitra.ge
  • შიდა_horizont_10lelo.ge
  • შიდა_horizont_10msholebi.ge
  • შიდა_horizont_10mkurnali.ge
  • შიდა_horizont_10SS NEW
  • შიდა_horizont_10hotsale.ge
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

იცოდით, რატომ არ არსებობდა ფშავ-ხევსურეთში თამადის ინსტიტუტი? | Allnews.Ge