16 ოთხშაბათი - 2025, აპრილი

რა წიგნებს გვირჩევენ მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანები - 6 რეკომენდაცია | Allnews.Ge

რა წიგნებს გვირჩევენ მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანები - 6 რეკომენდაცია

მსოფლიოს გამორჩეული, წარმატებული და საინტერესო ადამიანების ხედვა, ნაბიჯები, თვისებები თუ სხვა სპეციფიკაციები მუდამ განხილვის თემაა. ყოველთვის საინტერესოა იმის გაგებაც, რა საფუძვლებზეა დაშენებული ღირებულებები და შეხედულებები ისეთი დიდი პერსონებისა, რომლებიც, თავის მხრივ, მილიონობით ადამიანისთვის კუმირები არიან. გთავაზობთ მსოფლიოს 6 „გამორჩეული ტვინის“ რეკომენდაციებს წიგნების შესახებ.

უორენ ბაფეტი (Berkshire Hathaway-ის აღმასრულებელი დირექტორი; ფილანტროპი) - The Intelligent Investor (ავტორი: Benjamin Graham)

ბაფეტის თქმით, ამ წიგნის წაკითხვა მის კარიერაში საუკეთესო გადაწყვეტილებაა. სახელმძღვანელო წარმატებული საფონდო ინვესტორისთვისა და მისი აზროვნებისთვის. შესაძლოა, დამწყები ინვესტორებისთვის რთული წასაკითხი იყოს, ფინანსური ტერმინოლოგიის გამო, თუმცა ეს ნამდვილად უნდა გააკეთონ. წიგნის ავტორი - ბენჟამინ გრეჰემი ბაფეტის ლექტორი იყო და ბაფეტი მისი ჯგუფის ერთადერთი სტუდენტია, რომელმაც გრეჰემის მიერ წაკითხული ლექციები ინვესტიციის შესახებ A+-ზე დახურა.

ბილ გეითსი (Microsoft-ის თანადამფუძნებელი; ფილანტროპი) - Capital in the Twenty-first Century (ავტორი: Thomas Piketty)

ბილ გეითსი, ისევე როგორც დანარჩენი მსოფლიო, გაოცებულია პიკეტის ნაშრომით, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით უთანასწორობის პრობლემებს ასახავს. Microsoft-ის დამფუძნებელმა ავტორს პირადად უთხრა, რომ ცოტა აშინებს წიგნში აღწერილი პოლიტიკური მოწყობილობებისა და სპეციფიკაციების ასახვის სინამდვილე, მაგრამ შეაქო იმის გამო, რომ ასეთი საკითხების გლობალურად განხილვაში თავისი მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა.

ილონ მასკი (Tesla-ს აღმასრულებელი დირექტორი) - Benjamin Franklin: An American Life (ავტორი: Walter Isaacson)

ფრანკლინი მასკისთვის ყოველთვის გმირი და კუმირი იყო. იმის მიუხედავად, რომ სხვადასხვა ეპოქაში იცხოვრეს, მასკი ამბობს, რომ შთაგონებულია მისი, როგორც მეწარმის, წარმატებითა და განვლილი გზით, რომელიც არაფრიდან იწყება. თუ გსურთ წაიკითხოთ, როგორ შეუძლია დიდ პიროვნებას შთააგონოს ადამიანები და ქვეყანა საუკუნეების შემდეგაც, მაშინ ეს წიგნი თქვენთვისაა.

ჯეფ ბეზოსი (Amazon-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი) - The Effective Executive (ავტორი: Peter F. Drucker)

ერთ-ერთ ზაფხულს ბეზოსმა ტოპ მენეჯმენტის წარმომადგენლებს წააკითხა ეს წიგნი იმისთვის, რომ უკეთესად მიმხვდარიყვნენ და აღექვათ, თუ როგორ აშენებდა იგი კომპანია Amazon-ს. წიგნი გვასწავლის როგორ უნდა განვივითაროთ პიროვნული თვისებები და დროის მენეჯმენტის უნარი, ასევე დავრჩეთ პროდუქტიულები და შევიტანოთ ჩვენი საუკეთესო წვლილი ორგანიზაციის საქმიანობაში. იხილეთ სრულად