
რატომ იმატებს ადამიანი დიეტის შემდეგ და როგორ უნდა მოვიქცეთ, რომ დაკლებული კილოგრამები უკან არ დაგვიბრუნდეს? - ამ შეკითხვით მივმართეთ თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორს, ნუტრიციოლოგ ბელა ყურაშვილს:
- ერთ-ერთი მიზეზი, რომლის გამოც დიეტის დასრულების შემდეგ წონაში იმატებენ, ნივთიერებათა ცვლის და კალორიების წვის პროცესის შენელებაა. ასე რატომ ხდება? დიეტის დროს, თქვენ საჭირო კალორიების რაოდენობა შეამცირეთ და მათ მაქსიმალურ წვას ხელი შეუწყვეთ. ამ დროს ადამიანი ფიქრობს, რომ წონაში დაიკლო, უკვე კარგ ფორმაშია და პირვანდელ კვების რეჟიმს უბრუნდება. ფიზიკურ აქტივობასაც წყვეტს და დიდი წვალებით მიღწეულ შედეგს ემშვიდობება. რა არის საჭირო, რომ ეს არ მოხდეს? დიეტაზე დადგომასთან ერთად, ადამიანმა ცხოვრების წესი და კვების რეჟიმი ერთად უნდა შეცვალოს. დიეტოლოგები გვირჩევენ, რომ მიღებულ საკვებსა და დახარჯულ ენერგიას შორის ბალანსი უნდა დავიცვათ. სწორედ ამიტომ უნდა შევეჩვიოთ მცირე ულუფების მიღებას. ვისაც სასურველი წონის შენარჩუნება სურს, საკვები ხშირ-ხშირად და მცირე რაოდენობით უნდა მიიღოს.
- ხშირად საკვების მიღება დამატებითი საცდური ხომ არ არის?
ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
- ულუფას გააჩნია: მცირე ულუფებით, დღეში 4-5- ჯერ კვება ყველაზე სასარგებლოა. მე თვითონ, ასე ძალიან დავიკელი და არანაირი ზედმეტი ძალისხმევა არ დამჭირვებია.
ეს შედეგი როგორ შევინარჩუნე? თეთრ პურს აღარ ვჭამ, ან ძალიან ცოტას, შაქარს არ ვიღებ და გაზიან სასმელებს არ ვეკარები, რადგან ლიმონათსა და ტკბილ სასმელებში დიდი რაოდენობით შაქარი შედის.და კიდევ: ნამცხვრები და ცომეული აუცილებლად უნდა ამოიღოთ მენიუდან. შეიძლება ათასში ერთხელ მოგენატროთ და ერთი პატარა ნაჭერი ტორტი, ან სხვა ნუგბარი მიირთვათ, მაგრამ ეს ძველი წონის დაბრუნებას არ გამოიწვევს.ძალიან კარგია ვარჯიში და სპორტი, მაგრამ ამას ყველა ვერ ახერხებს. ვისაც სირბილი და ზედმეტი დატვირთვა არ შეუძლია, ყოველ საღამოს, ნახევარი საათი მაინც, ფეხით უნდა იაროს. ეს განსაკუთრებით სასარგებლოა, ამიტომ, მე სულ ვცდილობ სამსახურამდე ფეხით მივიდე, 2-3 გაჩერებით ადრე ჩამოვიდე და ფეხით რაც შეიძლება მეტი ვიარო. სწორედ ასე ჩამოვედი 90 კილოგრამიდან 74 კილოგრამამდე. ეს ორგანიზმისთვის დიდი შეღავათია, რადგან ჭარბი წონა და სიმსუქნე არაერთ დაავადებას იწვევს - ეს ყველამ იცის, ამიტომ, ზედმეტი წონის დაკლება აუცილებელიც კია. ამბობენ, ყველაზე უკეთესი ის წონაა, რომელიც ადამიანს 25 წლის ასაკში ჰქონდაო, მაგრამ ამის მიღწევა რთულია. უბრალოდ, ზომიერება უნდა დავიცვათ და ნორმალური წონა შევინარჩუნოთ.
- როგორ გავიგოთ, ჩვენი წონა ნორმის ფარგლებშია თუ არა?
- არსებობს ძალიან საინტერესო მეთოდი, რომლის დახმარებით შეძლებთ დაადგინოთ, გაქვთ თუ არა ნორმალური წონა, მას "კეტლეს ინდექსი" ჰქვია: ადამიანის წონა უნდა გავყოთ მისი სიმაღლის კვადრატზე. თუ მიღებული რიცხვი 18-დან 25-მდეა, ეს ძალიან კარგია. 18-ზე ნაკლები უკვე სიგამხდრეა, რაც ისევე არ არის კარგი, როგორც ზედმეტი წონა. იხილეთ სრულად
ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
რატომ იმატებს ადამიანი დიეტის შემდეგ და როგორ უნდა მოვიქცეთ, რომ დაკლებული კილოგრამები უკან არ დაგვიბრუნდეს? - ამ შეკითხვით მივმართეთ თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორს, ნუტრიციოლოგ ბელა ყურაშვილს:
- ერთ-ერთი მიზეზი, რომლის გამოც დიეტის დასრულების შემდეგ წონაში იმატებენ, ნივთიერებათა ცვლის და კალორიების წვის პროცესის შენელებაა. ასე რატომ ხდება? დიეტის დროს, თქვენ საჭირო კალორიების რაოდენობა შეამცირეთ და მათ მაქსიმალურ წვას ხელი შეუწყვეთ. ამ დროს ადამიანი ფიქრობს, რომ წონაში დაიკლო, უკვე კარგ ფორმაშია და პირვანდელ კვების რეჟიმს უბრუნდება. ფიზიკურ აქტივობასაც წყვეტს და დიდი წვალებით მიღწეულ შედეგს ემშვიდობება. რა არის საჭირო, რომ ეს არ მოხდეს? დიეტაზე დადგომასთან ერთად, ადამიანმა ცხოვრების წესი და კვების რეჟიმი ერთად უნდა შეცვალოს. დიეტოლოგები გვირჩევენ, რომ მიღებულ საკვებსა და დახარჯულ ენერგიას შორის ბალანსი უნდა დავიცვათ. სწორედ ამიტომ უნდა შევეჩვიოთ მცირე ულუფების მიღებას. ვისაც სასურველი წონის შენარჩუნება სურს, საკვები ხშირ-ხშირად და მცირე რაოდენობით უნდა მიიღოს.
- ხშირად საკვების მიღება დამატებითი საცდური ხომ არ არის?
- ულუფას გააჩნია: მცირე ულუფებით, დღეში 4-5- ჯერ კვება ყველაზე სასარგებლოა. მე თვითონ, ასე ძალიან დავიკელი და არანაირი ზედმეტი ძალისხმევა არ დამჭირვებია.
ეს შედეგი როგორ შევინარჩუნე? თეთრ პურს აღარ ვჭამ, ან ძალიან ცოტას, შაქარს არ ვიღებ და გაზიან სასმელებს არ ვეკარები, რადგან ლიმონათსა და ტკბილ სასმელებში დიდი რაოდენობით შაქარი შედის.და კიდევ: ნამცხვრები და ცომეული აუცილებლად უნდა ამოიღოთ მენიუდან. შეიძლება ათასში ერთხელ მოგენატროთ და ერთი პატარა ნაჭერი ტორტი, ან სხვა ნუგბარი მიირთვათ, მაგრამ ეს ძველი წონის დაბრუნებას არ გამოიწვევს.ძალიან კარგია ვარჯიში და სპორტი, მაგრამ ამას ყველა ვერ ახერხებს. ვისაც სირბილი და ზედმეტი დატვირთვა არ შეუძლია, ყოველ საღამოს, ნახევარი საათი მაინც, ფეხით უნდა იაროს. ეს განსაკუთრებით სასარგებლოა, ამიტომ, მე სულ ვცდილობ სამსახურამდე ფეხით მივიდე, 2-3 გაჩერებით ადრე ჩამოვიდე და ფეხით რაც შეიძლება მეტი ვიარო. სწორედ ასე ჩამოვედი 90 კილოგრამიდან 74 კილოგრამამდე. ეს ორგანიზმისთვის დიდი შეღავათია, რადგან ჭარბი წონა და სიმსუქნე არაერთ დაავადებას იწვევს - ეს ყველამ იცის, ამიტომ, ზედმეტი წონის დაკლება აუცილებელიც კია. ამბობენ, ყველაზე უკეთესი ის წონაა, რომელიც ადამიანს 25 წლის ასაკში ჰქონდაო, მაგრამ ამის მიღწევა რთულია. უბრალოდ, ზომიერება უნდა დავიცვათ და ნორმალური წონა შევინარჩუნოთ.
- როგორ გავიგოთ, ჩვენი წონა ნორმის ფარგლებშია თუ არა?
- არსებობს ძალიან საინტერესო მეთოდი, რომლის დახმარებით შეძლებთ დაადგინოთ, გაქვთ თუ არა ნორმალური წონა, მას "კეტლეს ინდექსი" ჰქვია: ადამიანის წონა უნდა გავყოთ მისი სიმაღლის კვადრატზე. თუ მიღებული რიცხვი 18-დან 25-მდეა, ეს ძალიან კარგია. 18-ზე ნაკლები უკვე სიგამხდრეა, რაც ისევე არ არის კარგი, როგორც ზედმეტი წონა. იხილეთ სრულად
მკითხველის კომენტარები
(0)