07 ორშაბათი - 2025, აპრილი
ado.slave('adoceanadvertlinegezhkpfxervr', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
საზოგადოება
12.02.2016 / 05:02
შრიფტის ზომა:

როგორ და სად საქმდებიან უცხო ქვეყნის მოქალაქეები საქართველოში

საქართველოში უმუშევრობის დონე საკმაოდ მაღალია, თუმცა, უცხოელი მუშახელის დასაქმების შემთხვევები არც ისე იშვიათია. დასაქმებული უცხოელების უმეტესობა მშენებლობაზე მუშაობს. იმისათვის, რომ უცხოელი საქართველოში დასაქმდეს, რაიმე სერიოზული კრიტერიუმის დაკმაყოფილება არ უწევს.

ჯანდაცვის სამინისტროს მიერ 2015 წელს ჩატარებული შრომის ბაზრის კვლევის მიხედვით, საქართველოში უცხოური სამუშაო ძალის დასაქმების მაჩვენებელმა 5 578 კაცი შეადგინა. მათ მიერ ყველაზე ხშირად დაკავებული პოზიციები შემდეგნაირად განაწილდა:

მშენებლობა - 1714 ადამიანი

ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

ვაჭრობა - 1468 ადამიანი;

ოპერაციები უძრავი ქონებით, იჯარა და მომხმარებლისთვის მომსახურების გაწევა - 501 ადამიანი;

ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა - 471 ადამიანი;

სასტუმროები და რესტორნები - 460 ადამიანი;

განათლება - 192 ადამიანი.

მშენებლობაზე მუშაობს 32 წლის სერჟ აბლუც, რომელიც უკვე 6 წელია საქართველოში ცხოვრობს, თუმცა, როგორც ის ამბობს, მუდმივი სამსახური არ აქვს.

"კოტ-დივუარიდან ვარ, ქართველი მეუღლე მყავს. მშენებლობაზე ვმუშაობ და მუდმივი სამსახური არ მაქვს. რაც გამოჩნდება იმაზე ვმუშაობ ხოლმე. მშენებლობაც სეზონურია, როცა კარგი ამინდია მაშინ არის საქმე. ერთი თვე იმუშავებ, მერე ისევ ჩერდები და ასეა".

იმის გასარკვევად, თუ რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს უცხოელი საქართველოში დასაქმებისთვის, არსებობს თუ არა რამე კანონი ამ მიმართულებით, ALLNEWS.GE ჯანდაცვის სამინისტროს შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტის დასაქმების ხელშეწყობის სამმართველოს უფროს სპეციალისტს, გიორგი ბუნტურს ესაუბრა.

- არსებობს მთავრობის 417-ე დადგენილება, რომელიც არეგულირებს უცხო მუშახელის საქართველოში დასაქმებას. რეგულაციის ეს მექანიზმი უბრალოდ გულისხმობს იმას, რომ ადგილობრივი დამსაქმებელი, რომელიც დაასაქმებს უცხო ქვეყნის მოქალაქეს და გაუფორმებს ხელშეკრულებას, ხელშეკრულების გაფორმებიდან მაქსიმუმ 30 დღის ვადაში უნდა შეატყობინოს ჯანდაცვის სამინისტროს დასაქმების შესახებ.

- თუ არსებობს რამე კრიტერიუმები, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს უცხო ქვეყნის მოქალაქე საქართველოში დასაქმებისთვის?

- როგორც ასეთი, რაიმე შეზღუდვა არ არის, თუ უცხოელის ყოფნას არ ზღუდავს სავიზო რეჟიმი. საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქის ყოფნის უფლებას არეგულირებს "უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ" კანონი, თუმცა განხორციელდა გარკვეული ცვლილებები და 94 ქვეყანას მიეცა უვიზო რეჟიმი ანუ ამ ქვეყნის მოქალაქეებს არანაირი ნებართვის მოპოვება არ სჭირდება საქართველოში. დასაქმების უფლება მას არცერთი კანონით შეზღუდული არ აქვს, უბრალოდ ერთადერთი რეგულაცია, ზუსტად ზემოთ აღნიშნული მთავრობის 417-ე დადგენილებაა.

- როდესაც უცხოური დამსაქმებელი გამოაცხადებს ვაკანსიას, კანონით აქვს თუ არა რაიმე უპირატესობა უცხო მუშახელს ან პირიქით, საქართველოს მოქალაქეს?

- უკვე აღარ. ის, რომ დამსაქმებელს რამე ნებართვის მოპოვება სჭირდებოდეს იმისათვის, რომ ჯერ უცხო მუშახელი დაასაქმოს და მერე ქართველი ან სავალდებულო იყოს ჯერ საქართველოს მოქალაქის დასაქმება, ასეთი რეგულაციები არ არის. დღევანდელი მდგომარეობით დამსაქმებელზეა დამოკიდებული ვის აიყვანს და ვის არა.

აღსანიშნავია, რომ გეოგრაფიული არეალის მიხედვით, უცხოური მუშახელის დასაქმების მაჩვენებელი მაღალია თბილისსა და აჭარაში, რადგან ორივე რეგიონი, სხვადასხვა ფაქტორის გათვალისწინებით, მნიშვნელოვან ეკონომიკურ კლასტერს წარმოადგენს.

თეა ბეჟიტაშვილი

მკითხველის კომენტარები
(2)

დიანა
20 აგვისტო , 2021 07:08

მე ვარ უცხო ქვეყნის მოქალაქე აქ წერია რო არ არის შეზღუდვაო ორსაავადმყოფოში ბინადრობის არ ქონის გამო უარი მითხრეს ექთნის ტანაშემწეს პოზიციაზე....

სოსო
08 აპრილი , 2018 07:04

ესე იგი რა გამოდის,ქართველი რომ უცხოეთში მიდის,იქაური კანონით,მას ლეგალურად მუშაობის დაწყების ნება არა აქვს,ხოლო უცხოელი აქ რომ მოვა,მას აქვს?საქართველოში მუშახელის უკმარისობაა?აქაც ჩანს მთავრობის დამოკიდებულება საკუთარი მოსახლეობის მიმართ.მტრული დამოკიდებულება.იტყვიან,სათანადო კვალიფიკაციის მუშახელი დეფიციტიაო,მაგრამ კვალიფიკაციის ასამაღლებელად გადამზადებაზე არც კი ფიქრობენ.ამიტომ გარბის ხალხი უცხოეთში,მაგრამ ცდილობენ იქაც არ გაახარონ და უკან დააბრუნონ.ესეც გასაგებია,რაც უფრო მეტი უმუშევარი და გაჭირვებული იქნება,მუშახელი უფრო მორჩილი და იაფი იქნება,საწარმოები კი ამ ყაჩაღი და გაუმაძღარი ნომენკლატურისა და მათი ახლობლებისაა,ასე რომ კიდევ უარესს უნდა ველოდოთ.წამლების გაძვირებას,მიწების ჩამორთმევას,საბანკო პროცენტის ზრდას,სამედიცინო მომსახურების გაძვირებას და კიდევ მრავალი რამის მოფიქრება შეიძლება.

ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
  • შიდა_horizont_10ambebi.ge
  • შიდა_horizont_10palitravideo.ge
  • შიდა_horizont_10bpn.ge
  • შიდა_horizont_10ipn.ge
  • შიდა_horizont_10kvirispalitra.ge
  • შიდა_horizont_10lelo.ge
  • შიდა_horizont_10msholebi.ge
  • შიდა_horizont_10mkurnali.ge
  • შიდა_horizont_10SS NEW
  • შიდა_horizont_10hotsale.ge
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

როგორ და სად საქმდებიან უცხო ქვეყნის მოქალაქეები საქართველოში | Allnews.Ge