მსოფლიო
11.02.2018 / 13:02
შრიფტის ზომა:

მოსკოვთან ახლოს სამგზავრო თვითმფრინავი ჩამოვარდა

მოსკოვთან ახლოს სამგზავრო თვითმფრინავი ჩამოვარდა

"სარატოვის ავიახაზების" კუთვნილი თვითმფრინავი, რომელიც მოსკოვის "დომოდედოვოს" აეროპორტიდან ორსკის მიმართულებით მიფრინავდა, ჩამოვარდა. ამის შესახებ "ინტერფაქსს“ წყარომ განუცხადა.

"თვითმფრინავი, სავარაუდოდ, სოფელ არგუნოვოსთან ჩამოვარდა. ეკიპაჟის წევრებისა და მგზავრების გადარჩენის შანსი არ არის", - განაცხადა სააგენტოს წყარომ.

ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

მანამდე, წყარომ "ინტერფაქსს" აცნობა, რომ "ან-148" ტიპის თვიტმფრინავი რადარებიდან გაქრა. ეკიპაჟთან დაკავშირება ვერ მოხერხდა. ბორტზე 71 ადამიანი - 65 მგზავრი და ეკიპაჟის 6 წევრი იმყოფებოდა.

თვითმხილველებმა ექსტრემალურ სამსახურებს პოდმოსკოვიეში, რამენსკის რაიონში თვითმფრინავის ვარდნის შესახებ შეატყობინეს.

მკითხველის კომენტარები
(0)

ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

ამ კატეგორიის სხვა სიახლეები

ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
  • შიდა_horizont_10ambebi.ge
  • შიდა_horizont_10palitravideo.ge
  • შიდა_horizont_10bpn.ge
  • შიდა_horizont_10ipn.ge
  • შიდა_horizont_10kvirispalitra.ge
  • შიდა_horizont_10lelo.ge
  • შიდა_horizont_10msholebi.ge
  • შიდა_horizont_10mkurnali.ge
  • შიდა_horizont_10SS NEW
  • შიდა_horizont_10hotsale.ge
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

ადმინისტრაციულ საზღვართან მცხოვრები ოსები, შესაძლოა, გაასახლონ | Allnews.Ge

ადმინისტრაციულ საზღვართან მცხოვრები ოსები, შესაძლოა, გაასახლონ

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო საზღვრის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები ოსები შესაძლოა გაასახლონ. როგორც ადგილობრივი მედია იტყობინება, ასეთი ინფორმაცია ადგილობრივ მცხოვრებლებში ვრცელდება, თუმცა ამის ოფიციალური დადასტურება ჯერ არ არსებობს.

სააგენტო "სპუტნიკ-ოსეტია" წერს, რომ ამ ინფორმაციის უარყოფის მიზნით, ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის წარმომადგენლები ე.წ. სასაზღვრო ზონაში მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდნენ და განუმარტეს, რომ მათი გასახლება არ იგეგმება.

შეხვედრაზე ასევე აცნობეს, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე მცხოვრებ ოსებთან ჩასული სტუმრებისთვის ან ნათესავებისთვის სავალდებულოა წინასწარ, კომიტეტის ე.წ. სასაზღვრო სამსახურში საშვის აღება.

გარდა ამისა, ადმინისტრაციულ საზღვრთან მცხოვრებლებმა წინასწარ უნდა გააფრთხილონ ე.წ. მესაზღვრეები ქორწილის, პანაშვიდის და სხვა ღონისძიების შესახებ.

"სპუტნიკ-ოსეტია" წერს, რომ აღნიშნულმა ინფორმაციამ ადგილობრივი მოსახლეობის უკმაყოფილება გამოიწვია.