10 ხუთშაბათი - 2025, აპრილი
ado.slave('adoceanadvertlinegezhkpfxervr', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
საზოგადოება
26.02.2016 / 07:02
შრიფტის ზომა:

გაფიცული მაღაროელები დღეს აქციის განახლებას გეგმავენ

გაფიცული მაღაროელები დღეს აქციის განახლებას გეგმავენ. ამ დროისთვის მინდელის სახელობის მაღაროსთან სიმშვიდეა და მხოლოდ რამდენიმე მაღაროელი იმყოფება, თუმცა აქციის მონაწილეები შეკრებას გეგმავენ.

ადგილზე იმყოფებიან მედიის და საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებიც.

როგორც ცნობილია, ტყიბულში გაფიცული მაღაროელები წუხელ შახტის ადმინისტრაციის ეზოში შეიჭრნენ და ადმინისტრაციის შენობა დაიკავეს. ისინი ადმინისტრაციის შენობაში ფანჯრიდან გადავიდნენ. მათთან ერთად იმყოფებოდა ადგილობრივი მოსახლეობა.

ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

ადგილზე ვითარების დაძაბვის გამო პოლიციის გამოძახება გახდა საჭირო. მაღაროს ადმინისტრაციის შენობასთან ტყიბულის პოლიციის რაიონული სამმართველოს თანამშრომლები იმყოფებოდნენ, თუმცა არავინ დაუკავებიათ.

დაახლოებით ერთ საათში გაფიცულმა მაღაროელებმა "საქნახშირი ჯი-აი-ჯის" ადმინისტრაციის შენობა დატოვეს. ვითარების განმუხტვა სამართალდამცველების ჩარევის შემდეგ მოხერხდა.

ტყიბულში მაღაროელები რამდენიმე დღეა გაფიცულები არიან. მათი მთავარი მოთხოვნა ხელფასების მომატებაა.

მკითხველის კომენტარები
(0)

ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
  • შიდა_horizont_10ambebi.ge
  • შიდა_horizont_10palitravideo.ge
  • შიდა_horizont_10bpn.ge
  • შიდა_horizont_10ipn.ge
  • შიდა_horizont_10kvirispalitra.ge
  • შიდა_horizont_10lelo.ge
  • შიდა_horizont_10msholebi.ge
  • შიდა_horizont_10mkurnali.ge
  • შიდა_horizont_10SS NEW
  • შიდა_horizont_10hotsale.ge
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

გაფიცული მაღაროელები დღეს აქციის განახლებას გეგმავენ | Allnews.Ge