საზოგადოება
27.02.2016 / 06:02
შრიფტის ზომა:

მარტიდან კომუნალურ ვაუჩერს თბილისში მხოლოდ 100 000 ოჯახი მიიღებს

მარტიდან კომუნალურ ვაუჩერს თბილისში მხოლოდ 100 000 ოჯახი მიიღებს. ეს გადაწყვეტილება საკრებულოს სხდომაზე დღეს მიიღეს. ამ მიზნით საკრებულოს უმრავლესობის დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს 2016 წლის ბიუჯეტის პროექტში ცვლილების შეტანას. საკითხი სხდომაზე განსახილველად საფინანსო სამსახურის უფროსმა ლევან თევზაიამ გამოიტანა.

2016 წლის ბიუჯეტის პროექტში განხორციელებულ ცვლილებას საკრებულოს 33 დეპუტატმა დაიჭირა მხარი, 5 წინააღმდეგი იყო, ერთმა კი თავი შეიკავა.

სხდომის დასრულების შემდეგ კომუნალურ ვაუჩერების გაცემასთან დაკავშირებით ბიუჯეტში შესულ ცვლილებაზე ჟურნალისტებთან კომენტარი თბილისის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსმა გელა ჩივიაშვილმა გააკეთა. მისი თქმით, საკრებულოს გადაწყვეტილებით მარტიდან კომუნალურ ვაუჩერს მიიღებენ ის ოჯახები, რომელთა სარეიტინგო ქულაც 200 000-ის ქვემოთ არის. ეს არის 100 000 ოჯახი. კერძოდ, 70 000 ქულის ზემოთ თვეში გათვალისწინებულია 20 ლარი, ხოლო 70 000 ქულის ქვემოთ მყოფი ოჯახები ხუთი თვის განმავლობაში 530 ლარს მიიღებენ კომუნალური ვაუჩერისთვის, მათ შორის გათვალისწინებულია ის კომპენსაცია, რაც დენის ტარიფის ცვლილებით იყო გათვალისწინებული.

ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

"200 000 ქულა იმდენად მაღალი ქულაა, რომ ყველა ადამიანს, ვინც ჩათვლის, რომ უნდა ისარგებლოს ამ სუბსიდიით, შეიძლება სოციალური მომსახურების სააგენტოს განაცხადით მიმართოს და სოციალურად დაუცველთა ბაზაში დარეგისტრირდეს. ქულის მინიჭების შემთხვევაში ეს ოჯახები ავტომატურად მიიღებენ კომუნალურ სუბსიდიას", - განაცხადა გელა ჩივიაშვილმა.

მისივე თქმით, თბილისის ბიუჯეტიდან ყოველთვიურად კომუნალური ვაუჩერისათვის 9,2 მლნ ლარი იხარჯებოდა, გადაწყვეტილებით ეს თანხა დაახლოებით 5 მლნ ლარი იქნება. ჩივიაშვილმა ასევე განმარტა, რომ გამოთავისუფლებული თანხები სოციალურ პროგრამებზე გადანაწილდება. კერძოდ, აუტიზმით დაავადებული ბავშვების რეაბილიტაციის, ძვლის ტვინის ტრანსპლატანციისა და სხვა პროგრამებისთვის.

მკითხველის კომენტარები
(0)

ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

ამ კატეგორიის სხვა სიახლეები

ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
  • შიდა_horizont_10ambebi.ge
  • შიდა_horizont_10palitravideo.ge
  • შიდა_horizont_10bpn.ge
  • შიდა_horizont_10ipn.ge
  • შიდა_horizont_10kvirispalitra.ge
  • შიდა_horizont_10lelo.ge
  • შიდა_horizont_10msholebi.ge
  • შიდა_horizont_10mkurnali.ge
  • შიდა_horizont_10SS NEW
  • შიდა_horizont_10hotsale.ge
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

მარტიდან კომუნალურ ვაუჩერს თბილისში მხოლოდ 100 000 ოჯახი მიიღებს | Allnews.Ge