ალექსი პეტრიაშვილის პალატაში გადაყვანა "ადგილების უქონლობის გამო" ვერ მოხერხდა | Allnews.Ge

ალექსი პეტრიაშვილის პალატაში გადაყვანა "ადგილების უქონლობის გამო" ვერ მოხერხდა

"თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთი ლიდერის, ალექსი პეტრიაშვილის რეანიმაციული განყოფილებიდან პალატაში გადაყვანა გუშინ "ადგილების უქონლობის გამო" ვერ მოხერხდა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმმა ნანა მელიქიშვილმა განუცხადა.

მისივე ინფორმაციით, პეტრიაშვილს, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობაც ამ დროისთვის სტაბილურია, პალატაში დღეს გადაიყვანენ.

"მდგომარეობა სტაბილურია. მის ჯანმრთელობას ამ ეტაპზე საფრთხე არ ემუქრება. გუშინ პალატაში გადაყვანა ვერ მოხერხდა ადგილების უქონლობის გამო და არა ჯანმრთელობის მდგომაროების გამო. ის პალატაში დღეს იქნება გადაყვანილი", - განაცხადა ექიმმა.

აღსანიშნავია, რომ გუშინ არც ალექსი პეტრიაშვილის დაკითხვა მომხდარა.

"თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთი ლიდერი რამდენიმე დღის წინ დაჭრეს. მას ცეცხლსასროლი იარაღით რამდენიმე ჭრილობა აქვს მიყენებული, რის გამოც რესპუბლიკურ საავადმყოფოში ორი ოპერაცია ჩაუტარდა.