
ათუმის მე-15 საჯარო სკოლაში მე-2 კლასის მოსწავლეზე ფიზიკური ძალადობის ფაქტი დაფიქსირდა. არსებული ინფორმაციით, ერთ-ერთი მოსწავლის მშობელმა შვილის პარალელურ კლასელს სცემა.
როგორც აღნიშნული სკოლის დირექტორი ნინო მოდებაძე აცხადებს, შემთხვევა 28 მარტს მოხდა, ფაქტის შესახებ კი, ბავშვის მშობელსა და უბნის ინსპექტორს შეატყობინეს. მისივე თქმით, არასრულწლოვანის ცემას წინ თანატოლებს შორის კონფლიქტი უძღოდა.
"28 მარტს ერთ-ერთი მშობლის მიერ დაფიქსირდა არასწორი ქმედება და სკოლის ადმინისტრაციამ შესაბამისი ზომები მიიღო. ამჟამად სწავლა მშვიდ გარემოში მიმდინარეობს. როგორც მშობელი თავად ამბობს, ერთხელ დაარტყა ბავშვს. ეს მოხდა მას შემდეგ, რაც ბავშვებს შორის კონფლიქტი მოხდა" , - განაცხადა ნინო მოდებაძემ.
ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
მომდართან დაკავშირებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება "სისხლის სამართლის კოდექსის" 126 -ე მუხლით დაიწყო, რაც წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ ძალადობას გულისხმობს.
მომხდარის შესწავლას გეგმავს სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელი.
ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განათლების მინისტრს თამარ სანიკიძეს სკოლებში საგნის "მე და საზოგადოების" დანერგვის საკითხში მთავრობის სახელით მხარდაჭერა გამოუცხადა.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მთავრობის დღევანდელ სხდომზე განათლების პროგრამაში საგნის "მე და საზოგადოების" შემოღების საკითხს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ თანამოქალაქეებისთვის ადრეული ასაკიდან პასუხისმგებლობის გრძნობის სწავლებასა და განვითარებაში დადებითის გარდა არაფერია.
"მინდა შევეხო რამდენიმე საკითხს, მათ შორის, განათლების პროგრამაში დისციპლინის - "მე და საზოგადოების" შემოღებას და გაუთავებელ თავდასხმებსა და სკეპულაციებს განათლების მინისტრის მიმართ. ჩვენ რამდენიმე დღის წინ მთავრობაში ამ საკითხის განხილვა გვქონდა. დაისვა შეკითხვები, მათ შორის საჯარო სივრციდან წამოსული, თუნდაც ყველაზე კრიტიკული შეკითხვები. აბსოლუტურად ყველა შეკითხვა, რომელიც ჩვენ დავსვით, არის პასუხგაცემული და ამოწურული.
მინდა საჯაროდ განვაცხადო, ის, რომ საწყისი ადრეული ასაკიდანვე ჩვენ ჩვენს თანამოქალაქეებს უნდა პასუხისმგებლობის გრძნობა ვასწავლოთ და განუვითაროთ, მე მგონი ამაში დადებითის გარდა არაფერია", - განაცხადა კვირიკაშვილმა.
მთავრობის მეთაურის თქმით, რისკები ყველაფერში არსებობს, მაგრამ მაქსიმალური მცდელობა უნდა იყოს იქეთკენ მიომართული, რომ მათი თავიდან აცილება მოხდეს.
"რისკები ყველაფერში არსებობს და რა თქმა უნდა, ჩვენ მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ ასეთი რისკები იქნას თავიდან აცილებული. პედაგოგების მომზადებას უდიდესი მნიშვნელობა ექნება, მაგრამ ის, რომ ასეთი რისკები შეიძლება არსებობდეს არამც და არამც არ ნიშნავს იმას, რომ ასეთი დისციპლინა არ არის საჭირო. მე ვფიქრობ, რომ ამაზე ჩვენ ყველანი ვთანხმდებით და იმ შეხვედრაზე, რომელიც მე ვახსენე, ჩვენ ასეთ შეთანხმებას მივაღწიეთ. ამიტომ მე მინდა, რომ მთელი მთავრობის სახელით მხადაჭერა გამოვუცხადო განათლების მინისტრს. ასევე მინდა მას მოვუწოდო, რომ მაქსიმალურად იქნას გახსნილი განათლების სამინისტროს კარი ნებისმიერი ასეთი დიალოგისთვის, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ის ბრალდებები და ინსინუაციები ფსევდოტრადიციულ ღირებულებებზე, ჩვენთვის აბსოლუტურად მიუღებელია, არანაირი კავშირი ამ საგანსა და ამ სპეკულაციებს შორის არ არსებობს. ჩვენ უნდა გამოვრიცხოთ, თუკი რაიმე ასეთი რისკი შეიძლება იყოს ამ განხილვების პროცესში", - განაცხადა კვირიკაშვილმა.
გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ ნებისმიერი მსგავსი საკითხი მომავალში უპირველეს ყოვლისა, მთავრობაში უნდა იქნას განხილული და მხარდამჭერი განცხადებები გუნდურად უნდა გამოითქვას.
"ნებისმიერი ასეთი საკითხი, რომელიც შესაძლოა მომავალში წამოიჭრას, უპირველეს ყოვლისა, განხილული უნდა იქნას მთავრობაში და შემდეგ უკვე გუნდურად გამოითქვას მხარდამჭერი განცხადებები იმიტომ, რომ ჩვენ არ უნდა შეგვეშინდეს, ვაკეთოთ ის, რაც სწორია და აბსოლუტურად გაბედული ნაბიჯებით განვახორციელოთ ის პროგრამები, რომლებიც ვთვლით, რომ ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია", - განაცხადა კვირიკაშვილმა.
მკითხველის კომენტარები
(1)
იმიტომაც ვერ სარგებლობს პოპულარობით საზოგადოების დანარჩენ ნაწილში.