ექიმის ინფორმაციით, ალექსი პეტრიაშვილი სრულად გამოჯანმრთელდა | Allnews.Ge

ექიმის ინფორმაციით, ალექსი პეტრიაშვილი სრულად გამოჯანმრთელდა

რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმის ავთანდილ იმედაძის ინფორმაციით, "თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთი ლიდერი ალექსი პეტრიაშვილი სრულად არის გამოჯანმრთელებული.

როგორც ავთანდილ იმედაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, პაციენტის მდგომარეობა არის სტაბილური და ის კლინიკიდან დღეს გაეწერება.

"პაციენტი არის გამოჯანმრთელებული, რეაბილიტაცია არ სჭირდება. გადატანილი ოპერაციებიდან გამომდინარე მოუწევს ამბულატორიული მკურნალობის სახლში გაგრძელება", - განაცხადა ავთანდილ იმედაძემ.