
ერთ საათზე მეტია ინტერნეტმომხმარებლები ჩივიან, რომ youtube-ზე წვდომა შეზღუდული აქვთ. აღნიშნული ეხება როგორც "სილქნეტის" ისე "კავკაზუს ონლაინის" აბონენტებს.
შევეცადეთ გაგვერკვია, რას უკავშირდება youtube -ის დაბლოკვა ინტერნეტმომხმარებლებისთვის. როგორც "სილქნეტის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განმარტეს, ამ ფაქტს პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებასთან კავშირი არ აქვს და ტექნიკური ჯგუფის ინფორმაციით, ხარვეზი მალე გამოსწორდება. "არც სუს-ისგან და არც შსს-სგან არ მიგვიღია დაბლოკვის ბრძანება. ტექნიკური ხარვეზია და მალე გამოსწორდება," - აღნიშნეს "სილქნეტში".
მთავარმა პროკურატურამ ინტერნეტში დღეს გავრცელებულ, პირადი ცხოვრების ამსახველ კიდევ ერთ ვიდეოსთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე მუხლით დაიწყო, რაც პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის უკანონოდ გავრცელებას გულისხმობს.
ქრისტინე გამთენაძე