საზოგადოება
29.09.2017 / 05:09
შრიფტის ზომა:

საქართველოს დღეს ფეხბურთის მსოფლიო ვარსკვლავები ეწვევიან და საქველმოქმედო მატჩს გამართავენ

საქართველოს დღეს ფეხბურთის მსოფლიო ვარსკვლავები ეწვევიან და საქველმოქმედო მატჩს გამართავენ

საქველმოქმედო მატჩისთვის მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავები საქართველოში დღეს, მატჩამდე რამდენიმე საათით ადრე, 16:30 საათზე, ჩარტერული რეისით ჩამოფრინდებიან. ცნობილია, რომ ვარსკვლავები სასტუმრო ”ბილტმორში” დაბინავდებიან. მატჩთან დაკავშირებით პრესკონფერენციის გამართვა არ იგეგმება.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია "ვითიბი ბანკთან" და ლუდ "აისთან" ერთად, 29 სექტემბერს, 21:00 საათზე, "დინამო არენაზე" საქველმოქმედო მატჩს "მსოფლიოს ვარსკვლავები საქართველოსთვის" გამართავს.

ერთმანეთს მასპინძელი GFF-11 და "მსოფლიოს 11" დაუპირისპირდებიან.

ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

ამ მატჩთან დაკავშირებით თბილისს მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავები ესტუმრებიან, მათ შორის: კაფუ, ფრანჩესკო ტოტი, კარლეს პუიოლი, რივალდო, დიდა, ანდრეი შევჩენკო, ხავიერ ძანეტი, ზვონიმირ ბობანი, სერჟინიო, პაოლო მალდინი, ლუკა ტონი, ერნან კრესპო, ვინსენტ კანდელა, მარეკ იანკულოვსკი, ალესანდრო კოსტაკურტა, დემეტრიო ალბერტინი, დინო ბაჯო, მასიმო ამბროზინი, მასიმო ოდო, მარკო დელვეკიო, სებასტიან ფრეი, ანჯელო დი ლივიო, კრისტიან აბიატი, სებასტიანო როსი, ჯუზეპე ფავალი, ანჯელო კარბონე, ივან კორდობა, დარიო შიმიჩი, იბრაჰიმ ბა, პიეტრო ვერხოვოდი და სხვები.

საქველმოქმედო მატჩიდან შემოსული თანხა ბორჯომის ტყის დამწვარი ტერიტორიის აღდგენას მოხმარდება. ბილეთების ფასია - 5, 10, 15 და 25 ლარი.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია დღევანდელ საქველმოქმედო მატჩში მონაწილე გუნდების შემადგენლობას აქვეყნებს.

"შეხვედრა, სახელწოდებით "მსოფლიოს ვარსკვლავები საქართველოსთვის" თბილისში, დინამო არენაზე 21:00 საათზე დაიწყება. საქველმოქმედო თამაშის ბილეთების რეალიზაციიდან შემოსული თანხა ბორჯომის ტყის აღდგენას მოხმარდება.

უკვე ცნობილია გუნდების შემადგენლობა, რომლებიც საქველმოქმედო შეხვედრაში მიიღებენ მონაწილეობას. მათ ოტო რეჰაგელი და ალექსანდრე ჩივაძე უხელმძღვანელებენ. საქველმოქმედო მატჩში თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძეც მიიღებს მონაწილეობას.

"GFF XI"

მეკარეები: კრისტიან აბიატი, სებასტიანო როსი

მცველები: ივან კორდობა, კაფუ, ჯუზეპე ფავალი, ალესანდრო კოსტაკურტა, კახა კალაძე, ზურაბ ხიზანიშვილი,ალექსანდრე ამისულაშვილი, კახაბერ ცხადაძე

ნახევარმცველები: ზვონიმირ ბობანი, ალექსანდრე იაშვილი, გიორგი ქინქლაძე, ლევან კობიაშვილი, გოჩა ჯამარული, გიორგი დემეტრაძე, ლევან ცქიტიშვილი

თავდამსხმელები: ანდრეი შევჩენკო, ერნან კრესპო, კევინ კურანი, მიხეილ ყაველაშვილი

"მსოფლიოს XI"

მეკარეები: სებასტიან ფრეი, დიდა

მცველები: პაოლო მალდინი, მაურო ტასოტი, მასიმო ოდო, ვინსენ კანდელა, დარიო შიმიჩი, პიეტრო ვიერხოვოდი. ენრიკო ანონი, მიჩელ სალგადო

ნახევარმცველები: ხავიერ ძანეტo, იბრაჰიმ ბა, მასიმო ამბროზინი, დინო ბაჯო, ლუიჯი დი ბიაჯო, მარეკ იანკულოვსკი, ანჯელო დი ლივიო, ბენიტო კარბონე

თავდამსხმელები: რივალდო, ლუკა ტონი, ფრანჩესკო ტოტი, მარკო დელვეკიო

მატჩზე დასასწრები ბილეთების რეალიზაცია TKT.GE-ზე და დინამო არენას სალაროებში მიმდინარეობს (11:00-დან 21:00 საათის ჩათვლით). მატჩის პარტნიორები არიან: ვი-თი-ბი ბანკი და ლუდი აისი, ხოლო სპონსორები - თეგეტა-მოტორსი, სოკარი, ბორჯომი, ევექსი და M2. შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს ტელეკომპანია "იმედი" შემოგთავაზებთ", - აღნიშნულია ფეხბურთის ფედერაციის განცხადებაში.

მკითხველის კომენტარები
(1)

ტატა
01 აგვისტო , 2018 12:08

ჯანმრთელობის და ნასამართლეობის ცნობა?!

ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

ამ კატეგორიის სხვა სიახლეები

ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
  • შიდა_horizont_10ambebi.ge
  • შიდა_horizont_10palitravideo.ge
  • შიდა_horizont_10bpn.ge
  • შიდა_horizont_10ipn.ge
  • შიდა_horizont_10kvirispalitra.ge
  • შიდა_horizont_10lelo.ge
  • შიდა_horizont_10msholebi.ge
  • შიდა_horizont_10mkurnali.ge
  • შიდა_horizont_10SS NEW
  • შიდა_horizont_10hotsale.ge
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

დაგროვებითი საპენსიო სისტემა 2017 წლიდან ამოქმედდება - რას მოგვიტანს საპენსიო რეფორმა | Allnews.Ge

დაგროვებითი საპენსიო სისტემა 2017 წლიდან ამოქმედდება - რას მოგვიტანს საპენსიო რეფორმა

დაგროვებითი საპენსიო სისტემა არსებული პენსიონერების უკეთ დაცვასაც უზრუნველყოფს, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საპენსიო რეფორმის სამსახურის უფროსმა ოთარ ძიძიკაშვილმა განაცხადა.

მან დაგროვებითი საპენსიო სისტემის არსი განმარტა და აღნიშნა, რომ რეფორმა ორი მნიშვნელოვანი კომპონენტისგან შედგება.

"ერთი ეხება არსებულ პენსიონერებს. ჩვენი მიზანია, რომ არსებული პენსიონერების სოციალური მდგომარეობა გავაძლიეროთ და გავაუმჯობესოთ, ამიტომაც შემოგვაქვს მექანიზმი, რომელიც გაამყარებს სოციალური პენსიის ფუნქციას, რაც მდგომარეობს სიღარიბესთან ბრძოლაში. ანუ ჩვენი საპენსიო რეფორმის კონცეფციის თანახმად, შემუშავდება ინდექსაციის მექანიზმი, რომლის თანახმადაც, სოციალური პენსია ყოველწლიურად მინიმუმ ინფლაციის დონესთან ერთად მოიმატებს, ანუ დღევანდელი სისტემის თანახმად, პრაქტიკულად, პენსიონერი ინფლაციური მოვლენებისგან დაუცველია და არ არსებობს მეთოდი, რითაც ხდება არსებული პენსიის მატება. ამიტომაც მნიშვნელოვანია ამ მეთოდის შემოღება, რაც არსებული პენსიონერების უზრუნველყოფს უკეთეს დაცვას", - განაცხადა ძიძიკაშვილმა.

მისივე თქმით, მეორე კომპონენტი ეხება მომავალი თაობის პენსიონერებს, რაც მდგომარეობს კერძო დაგროვებითი მოდელის დანერგვაში, რომლის აპრობირებული მოდელი და ბევრ ქვეყანაში მუშაობს.

"ვფიქრობთ, რომ საქართველო განვითარების იმ ეტაპზე იმყოფება, სადაც მნიშვენლოვანია მსგავსი სისტემის არსებობა. იმისთვის, რომ მოქალაქეებს ჰქონდეთ უფრო მაღალი საპენსიო შემოსავალი და ასევე, ისინი არ იყვნენ მხოლოდ სახელმწიფოს მიერ გადახდილ სოციალურ პენსიაზე დამოკიდებულები მოქალაქეს უნდა ჰქონდეს დამოუკიდებლად მუდმივი საპენსიო ცხოვრების დაგეგმვის შესაძლებლობა. ზუსტად ამას სთავაზობს ჩვენი მოდელი", - განაცხადა ძიძიკაშვილმა.

ძიძიკაშვილი ვარაუდობს, რომ დაგროვებითი საპენსიო სისტემის ამოქმედება 2017 წლის ოქტომბრიდან მოხდება.

"თანამონაწილეობის პრინციპი იქნება შემდგენაირი - მოქალაქე განახორციელებს 2%-იან შენატანს საპენსიო ფონდში და ამის წახალისების მიზნით დამსაქმებელი და სახელმწიფო ვალდებულები იქნებიან დამატებით 2-2% გადაურიცხონ საპენსიო ანგარიშზე. მთლიანი შენატანი 6% იქნება. ეს თანხა არ დაიბეგრება. შემდეგ ამ თანხმების ინვესტირება ეკონომიკაში მოხდება. მათ დაერიცხებათ მოგება, გაიზრდება ყოველთვიურად, ყოველწლიურად მთლიანი დანაზოგები. მოქალაქეს ხელმისაწვდომობა ექნება, როდესაც საპენსიო ასაკს მიაღწევს", - განაცხადა ძიძიკაშვილმა.

როგორც მან აღნიშნა დამსაქმებლებთან კომუნიკაცია შედგება და ეს მათ არანაირ პრობლემას არ შეუქმნის.

"მე ვფიქრობ, რომ ეს არ არის ხარჯი, არამედ ზოგადად, სოციალური პასუხისმგებლობის დამატებითი კომპონენტების დაწესება, ასევე აღსანიშნავია, რომ 2 %-იანი თანამომაწილეობა არის მცირე, არ მოიცავს დიდი ფინანსურ რესურს და აქედან გამომდინარე, ეს არ იქნება გარკვეული წნეხის მატარებელი", - განაცხადა ძიძიკაშვილმა.