
განმუხურში, სადაც "ჯემ ფესტი" მიმდინარეობს, სამართალდამცველებმა კიდევ ერთი ადამიანი დააკავეს. როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს, ერთი პირი ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით არის დაკავებული.
შსს-ში ამ ეტაპზე არ აკონკრეტებენ დაკავებულის ეროვნებას და მისგან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებების რაოდენობას. როგორც უწყებაში განმარტავენ, ჩანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები და საქმესთან დაკავშირებით დეტალების საზოგადოებას მოგვიანებით მიეწოდება.
ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
სამართალდამცველებმა "ჯემ ფესტის" ტერიტორიაზე გუშინ ირანის მოქალაქეც დააკავეს. სამართალდამცველები მას ასევე ნარკოტიკების უკნაონო შეძენა-შენახვას ედავებიან. ირანის მოქალაქის ჩხრეკის შედეგად პოლიციამ დიდი ოდენობით სხვადასხვა დასახელების ნარკოტიკული საშუალებები ამოიღო.
შეგახსენებთ, რომ დაუზუსტებელი სუბსტანციის და ნივთიერების ტოქსიური ეფექტის დიაგნოზით, ბოლო დღეების განმავლობაში ზუგდიდის საავადმყოფოში რამდენიმე ადამიანი "ჯემ ფესტიდან" გადაიყვანეს, მათგან ერთ-ერთის, 22 წლის გოგონას გადარჩენა ვერ მოხერხდა.
ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
სადისტრიბუციო კომპანიებს თანხების ამოღებასთან დაკავშირებით პრობლემები აქვთ. სავაჭრო ქსელებს მათ მიმართ მილიონობით დავალიანება დაუგროვდათ. კომპანია "გრანდი" ერთ-ერთი სადისტრიბუციო კომპანიაა, რომლის მიმართ "პოპულსა" და "მარშეს" დაახლოებით 150 ათასი ლარის დავალიანება აქვს.
კომპანია ამ დრომდე ვერ ახერხებს თანხების ამოღებას სხვადასხვა მცირე მაღაზიებიდანაც.
"პოპულსა" და "იოლს", რომელთა გადახდისუუნარობის საქმის წარმოებაც ამჟამად მიმდინარეობს, მიმწოდებლების მიმართ 13 მილიონის დავალიანება ჰქონდა დაგროვილი.
იურისტები, რომლებიც სხვადასხვა დროს სადისტრიბუციო კომპანიების უფლებებს იცავდნენ, არსებული პრობლემის მოგვარების გზად საკანონმდებლო ბაზის მოწესრიგებას მიიჩნევენ.
მკითხველის კომენტარები
(1)
კარგი იქნება თუ რეგლამენტი დაწესდება საქალაქთაშორისო ტრანსპორტში მგზავრთა რაოდენობის შესახებ. ყველა მიკროავტობუსში ზედმეტი სკამებია ჩამატებული, განძრევა შეუძლებელია. 10 მგზავრის ნაცვლად 25 გადაყავთ