05 შაბათი - 2025, აპრილი
ado.slave('adoceanadvertlinegezhkpfxervr', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

ტიტას ხე შავ ზღვაში | Allnews.Ge

ტიტას ხე შავ ზღვაში

ბარჟა, რომელზეც ტიტას ხე იყო განთავსებული, ციხისძირიდან გურიის მიმართულებით დაიძრა. კომპანია "ზიმოს" წარმომადგენლები ზღვის სანაპიროდან ბარჟას გასაყვანად სამუშაოებს მთელი დღის განმავლობაში აწარმოებდნენ. ბარჟა ზღვაში წყალში მცურავი ორი მცირე საშუალებით გაიყვანეს. ტიტას ხის ზღვით ტრანსპორტირებას დაახლოებით 6-7 საათი დასჭირდება.

47 მეტრი სიმაღლის ხე ბარჟაზე გუშინ გვიან საღამოს განათავსეს. 640 ტონა მასის ზღვის ნაპირამდე მიტანას ორი საათი დასჭირდა. ციხისძირიდან ხე გურიის დენდროლოგიურ პარკში გადაირგვება.

კომპანია "ზიმოს" ინჟინრის ირაკლი შანავას ინფორმაციით, ხე დაახლოებით 50 ტონას იწონის, დანარჩენი კი ხის ფესვების გარშემო მიწის მასა და პლატფორმისთვის საჭირო მასალაა. მსგავსი სიდიდის ხის გადარგვა საქართველოში პირველად განხორციელდა.