
აშშ-ის ქალაქ სენტ ლუისში, ვაშინგტონის უნივერსიტეტში პრეზიდენტობის კანდიდატების, დონალდ ტრამპისა და ჰილარი კლინტონის მეორე ტელედებატები გაიმართა.
პოლიტიკოსებმა მოდერატორების, აუდიტორიისა და ინტერნეტ მომხმარებლების კითხვებს უპასუხეს.
სატელევიზიო დებატების დასაწყისში ტრამპმა ისაუბრა 2005 წელს გაკეთებული ვიდეოჩანაწერის შესახებ, რომელიც ცოტა ხნის წინ გავრცელდა და აშშ-ში სკანდალი გამოიწვია. ამ ვიდეოჩანაწერში ტრამპი ქალების შესახებ შეურაცხმყოფელ განცხადებებს აკეთებს.
ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
აღნიშნულ ვიდეოჩანაწერზე საუბრისას, ტრამპმა განაცხადა, რომ ჰილარი კლინტონის მეუღლე ბილ კლინტონი "გაცილებით უარეს რაღაცეებს აკეთებდა".
დებატების ერთ-ერთი მთავარი თემა ისლამი და რუსეთის როლი გახდა. დონალდ ტრამპის თქმით, ჰილარი კლინტონს ყველა მუსლიმი ლტოვილის მიღება სურს და არ ფიქრობს იმაზე, რომ მათ შორის შესაძლოა, ტერორისტებიც იყონ. თავის მხრივ, კლინტონმა აღნიშნა, რომ მუსლიმები ამერიკული საზოგადოების განუყოფელი ნაწილია, ლტოლვილთა მიღება კი ადამიანური ვალდებულებაა. მან ასევე, რუსეთი სირიაში სიტუაციის დესტაბილიზაციაში დაადანაშაულა.
ჰილარი კლინტონმა ასევე აღნიშნა, რომ კრემლი აშშ-ის წინააღმდეგ ხაკერულ თავდასხმებს ახორციელებს, საპრეზიდენტო არჩევნებზე გავლენის მოხდენის მიზნით. დონალდ ტრამპის მოსაზრებით კი, სირიაში აშშ-ის და რუსეთის კავშირი წარმატებული იქნებოდა.
ჰილარი კლინტონმა ასევე განაცხადა, რომ სირიაში რუსეთის მთავარი ამოცანა პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის მოწინააღმდეგეების ლიკვიდირებაა და არა დაჯგუფება "ისლამურ სახელმწიფოსთან" ბრძოლა.
ტელედებატების დასასრულს კანდიდატებმა უპასუხეს აუდიტორიის კითხვას, თუ რას აფასებენ ერთმანეთში. ჰილარი კლინტონმა დონალდ ტრამპის შვილებს დადებითი შეფასება მისცა, ტრამპმა კი თავის მხრივ აღნიშნა, რომ ჰილარი კლინტონი "არასდროს არ ნებდება".
აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატები დებატების მორიგ რაუნდს 19 ოქტომბერს გამართავენ. საპრეზიდენტო არჩევნები კი 8 ნოემბერს გაიმართება.
ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ეკონომიკის სამინისტროს შენობაში ხანძარი გაჩნდა. როგორც Allnews.ge-ს უწყებაში განუცხადეს, ცეცხლი მე-6 სართულზე, გავრცელდა. აალება, სავარაუდოდ, მოკლე ჩართვამ გამოიწვია.
დაშავებულია უწყებაში მომუშავე დამლაგებელი.
ამ დროისთვის ცეცხლი ლოკალიზებულია, თუმცა მეხანძრეები მუშაობას კვლავ განაგრძობენ.
სამინისტროს თანამშრომლებს შენობაში შესვლის უფლებას ჯერჯერობით არ აძლევენ. ისინი უწყების მიმდენარე ტერიტორიაზე იმყოფებიან.
მკითხველის კომენტარები
(0)