ეკონომიკა
06.05.2016 / 11:05
შრიფტის ზომა:

მთავრობა ონლაინ-სესხების შესახებ საკანონმდებლო ინიციატივაზე მუშაობს

მთავრობა ონლაინ-სესხების შესახებ საკანონმდებლო ინიციატივაზე მუშაობს

მთავრობა ონლაინ-სესხების საკითხზე საკანონმდებლო ინიციატივაზე მუშაობს. როგორც მთავრობის ადმინისტრაციაში განაცხადეს, შესაბამისი საკითხი ეკონომიკური საბჭოს დღევანდელ სხდომაზე განიხილეს, რომელსაც პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ხელმძღვანელობდა.

"ეკონომიკურმა საბჭომ დღევანდელ სხდომაზე იმსჯელა ონლაინ-სესხების და მასთან დაკავშირებული ურთიერთობების სამართლებრივ ჩარჩოებში მოქცევის მექანიზმის შემუშავებაზე. ამ მიზნით, მთავრობა შესაბამის საკანონმდებლო ინიციატივაზე მუშაობს", - აცხადებენ ადმინისტრაციაში.

მათივე ინფორმაციით, ეკონომიკური საბჭოს დღევანდელ სხდომაზე საუბარი იყო ასევე საქართველოს ეკონომიკაში არსებულ პოზიტიურ ტენდენციებზე, ტურიზმის პოზიტიურ დინამიკასა და მაკროეკონომიკურ პარამეტრებზე.

ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

მაკროეკონომიკური პარამეტრების შესახებ სხდომაზე ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტებმა, არჩილ მესტვირიშვილმა და ოთარ ნადარაიამ ისაუბრეს.

"აღინიშნა ის პოზიტიური ტენდენციები, რომელიც ბოლო პერიოდში საქართველოს ეკონომიკაში შეინიშნება. განსაკუთრებით გაესვა ხაზი ტურიზმის მზარდ დინამიკას, რაც ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს", - განმარტავენ მთავრობის ადმინისტრაციაში.

მკითხველის კომენტარები
(1)

ცჰრის ჯონეს
17 თებერვალი , 2017 15:02

ხართ დაინტერესებული უზრუნველყოფის სესხი? გჭირდებათ სესხის
ბიზნესი, შეასრულოს პროექტი, შეძენა თვისებები, განათლება, ან გადაიხადოს
ბინა. chris jones არის ფინანსური
ორგანიზაცია, რომელიც დაგეხმარებათ მისაღწევად თქვენი ოცნება ნაკლები
ძალისხმევა. დაბალი საპროცენტო განაკვეთი @ 2%. როგორიც არ უნდა იყოს თქვენი კრედიტი! თქვენ მაინც
ვრცელდება. ხართ დაინტერესებული უზრუნველყოფის სესხი? გჭირდებათ სესხის
ბიზნესი, შეასრულოს პროექტი, შეძენა თვისებები, განათლება, ან გადაიხადოს
ბინა. დამსახურების მიხედვით FINANCE ONLINE SERVICE არის ფინანსური
ორგანიზაცია, რომელიც დაგეხმარებათ მისაღწევად თქვენი ოცნება ნაკლები
ძალისხმევა. დაბალი საპროცენტო განაკვეთი @ 2%. როგორიც არ უნდა იყოს თქვენი კრედიტი! თქვენ მაინც
ვრცელდება. ელ chrisjonesloansfirm@gmail.com

ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

ამ კატეგორიის სხვა სიახლეები

ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
• შიდა_horizont_10ambebi.ge
• შიდა_horizont_10palitravideo.ge
• შიდა_horizont_10bpn.ge
• შიდა_horizont_10ipn.ge
• შიდა_horizont_10kvirispalitra.ge
• შიდა_horizont_10lelo.ge
• შიდა_horizont_10msholebi.ge
• შიდა_horizont_10mkurnali.ge
• შიდა_horizont_10SS NEW
• შიდა_horizont_10hotsale.ge
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი შორენა ბეგაშვილის შვილთან დაკავშირებით საგანგებო განცხადებას ავრცელებს | Allnews.Ge

თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი შორენა ბეგაშვილის შვილთან დაკავშირებით საგანგებო განცხადებას ავრცელებს

თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი საგანგებო განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, 31 მარტს, სოციალურ ქსელში გავრცელდა ერთ-ერთი მომხმარებლის ინფორმაცია, სადაც თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა გამოძახებაზე დაგვიანებით მისვლასა და გულგრილობაში იყო დადანაშაულებული.

"მოგვიანებით ეს ინფორმაცია რამდენიმე საინფორმაციო სააგენტომაც ისე გაავრცელა, რომ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრისთვის ზუსტი ინფორმაციის მისაღებად არ მოუმართავს.

საუბარია მოზარდ გოგონაზე, რომელიც მიმდინარე წლის 26 მარტს მე-5 სართულიდან გადმოვარდა. როგორც სტატუსის ავტორი წერდა, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა ადგილზე 22-23 წუთის დაგვიანებით მივიდა.

თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი აცხადებს, რომ ეს არის დეზინფორმაცია და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა. ცენტრმა დეტალურად შეამოწმა ბრიგადის მოძრაობის გრაფიკი. როგორც დოკუმენტურად დადგინდა, აღნიშნული გამოძახება 26 მარტს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ 18:32:37 საათზე მიიღო და პაციენტთან 10 წუთში მივიდა (მისვლის დრო: 18:42:14 სთ.). მოზარდს ადგილზე ჩაუტარდა პირველადი დახმარებისთვის აუცილებელი მანიპულაციები და 18.52-სთ-ზე დაიწყო პაციენტის ჰოსპიტალიზაციის პროცესი.

რაც შეეხება ექიმების მიერ პაციენტისთვის აღმოჩენილი გადაუდებელი დახმარების პროცესის მიმდინარების საკითხს, იგი თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის მიერ შესწავლის სტადიაშია", - ნათქვამია განცხადებაში.