საზოგადოება
21.12.2017 / 17:12
შრიფტის ზომა:

თბილისში, თრიალეთის ქუჩაზე პოლიციის თანამშრომელი დაჭრილი იპოვეს

თბილისში, თრიალეთის ქუჩაზე პოლიციის თანამშრომელი დაჭრილი იპოვეს

დაცვის პოლიციის ტერიტორიაზე შსს-ს თანამშრომელი დაჭრილი იპოვეს. როგორც "ინტერპრესნიუსს" თვითმხილველებმა განუცხადეს, შემთხვევა თრიალეთის ქუჩაზე მოხდა.

პოლიციის თანამშრომელი დაჭრილი ავტოსადგომზე ნახეს. მას ცივი იარაღით ჭრილობები გულ-მკერდის არეში აქვს მიყენებული.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის დაზიანებას გულისხმობს.

ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

პოლიციის თანამშრომლის დაჭრის ზუსტი მიზეზი უცნობია, თუმცა ვრცელდება ინფორმაცია, რომ შესაძლოა საქმე თვითდაზიანებას ეხებოდეს.

აღსანიშნავია, რომ დაჭრილი პოლიციელი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მას ოპერაცია ჩაუტარდა. ამ ეტაპზე მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

მკითხველის კომენტარები
(4)

Giorgi
21 ივნისი , 2016 14:06

Deda utira aemis gageba eklda qartvelebs da exla yvela mag chempionatis gamarjvebaze ipiqrebs

თაზო
21 ივნისი , 2016 08:06

ჩვენი ფეხბურთის ნაკრები რომ გაუშვათ?

ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

ამ კატეგორიის სხვა სიახლეები

ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
  • შიდა_horizont_10ambebi.ge
  • შიდა_horizont_10palitravideo.ge
  • შიდა_horizont_10bpn.ge
  • შიდა_horizont_10ipn.ge
  • შიდა_horizont_10kvirispalitra.ge
  • შიდა_horizont_10lelo.ge
  • შიდა_horizont_10msholebi.ge
  • შიდა_horizont_10mkurnali.ge
  • შიდა_horizont_10SS NEW
  • შიდა_horizont_10hotsale.ge
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

ვინ არღვევს გზებზე მოძრაობის წესებს? ქალი VS მამაკაცი | Allnews.Ge

ვინ არღვევს გზებზე მოძრაობის წესებს? ქალი VS მამაკაცი

"ფრთხილად, საჭესთან ქალია" - ამ ფრაზას ხშირად გაიგონებთ მამაკაცი მძღოლების მხრიდან. თუ მათ დავუჯერებთ ქალი მძღოლების უმეტესობა საჭესთან საშიშია, რადგან მარტივად იბნევიან, არ იციან მოძრაობის წესები და გზებზე "საოცარ მანევრირებას" აკეთებენ. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ქალები გაცილებით უფრო ფრთხილი მძღოლები არიან, ვიდრე მამაკაცები.

როგორც ALLNEWS.GE-ს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტიდან აცნობეს, 2014 წელს საქართველოში რეგისტრირებულია 5992 საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა, რომლის დროს დაიღუპა 551, ხოლო დაშავდა 8536 ადამიანი. 2015 წელს კი, რეგისტრირებულია 6432 საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა, რომლის დროსაც დაიღუპა 602, ხოლო დაშავდა 9187 ადამიანი.

ჩვენს კითხვაზე, ავტოავარიების მაპროვოცირებელი მძღოლი ქალი იყო თუ მამაკაცი, უწყებაში განგვიცხადეს, რომ აღნიშნული ფორმით საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი მონაცემებს არ ამუშავებს.

საავტომობილო ფედერაციის პრეზიდენტის, შალვა ოგბაიძის თქმით, საშიში არა ქალი ან კაცი, არამედ უცოდინარი მძღოლია.

"საერთოდ ბუნებაში ძალიან ბევრი მითია გავრცელებული, ერთ-ერთი ძალიან ცუდი მითი არის ის, რომ ქალი საჭესთან - ეს არის კატასტროფა. მე ამ მითს ასე შევცვლიდი - კატასტროფა საჭესთან არის უცოდინარი მძღოლი და არა ქალი ან კაცი. ეს უცოდინარი მძღოლი ქალი იქნება თუ კაცი, ორივე ერთნაირად საშიშია.

"რაც შეეხება იმას, რომ ქალები უფრო დაბნეული მძღოლები არიანო, გეტყვით, რომ მძღოლის დაბნევა არის ნაკლები ცოდნისგან გამოწვეული. ძალიან ბევრი ბატივით დაბნეული კაცი მძღოლიც მინახავს. რა საჭიროა იმაზე ლაპარაკი, რომ ქალი უფრო ფრთხილობს, არ აკეთებს სარისკო მანევრებს, ხოლო მამაკაცები უფრო ხშირად ხვდებიან ავარიებში. ამიტომ ყველაფრის სათავე არის უცოდინრობა და არა გენდერული ნიშნით განსხვავება", - ამბობს შალვა ოგბაიძე.

ამ საკითხზე მოსაზრება ქალი და მამაკაცი მძღოლებისგანაც მოვისმინეთ:

სოფო ერგემლიძე: "2 წელია ვმართავ ავტომობილს და ჩემი ამ მოკლე გამოცდილებით შემიძლია ვთქვა, რომ ქალები უფრო ფრთხილი მძღოლები არიან. მიუხედავად იმისა, რომ ქალების უმეტესობას ხშირად მანქანის მართვის ნაკლები გამოცდილება აქვს, ისინი ბევრად უფრო ფრთხილი მძღოლები არიან, ვიდრე მამაკაცები. მამაკაცები საჭესთან უფრო თვითდაჯერებულები და თამამები არიან, ამიტომ მოძრაობისას მათი მანევრები ბევრად უფრო უხეშია, თუმცა აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ მამაკაცები უფრო სწრაფად რეაგირებენ რთულ სიტუაციაში, ვიდრე ქალები".

ჯონი არევაძე: "იმ შემთხვევაში, თუ ავტომობილის მძღოლმა ტარება არ იცის, მნიშვნელობა არ აქვს ქალია ის თუ კაცი - გარშემო მყოფი ადამიანებისთვის თანაბრად სახიფათოა. ვიზიარებ პოზიციას, რომ ქალები ცუდად კი არ ატარებენ ავტომობილს, არამედ არ არიან თავსებადი მამრობითი სქესის გადაწყვეტილებებთან მანქანის მართვის დროს. ანუ კაცები ქალი მძღოლებისგან განსხვავებით, მანქანას შედარებით უფრო ხისტად ატარებენ. ქალები გაცილებით უფრო ფრთხილები არიან, რაც ჩემი აზრით სულაც არ არის ცუდი. სიფრთხილე ყოველთვის საჭიროა საჭესთან ქალი იჯდება თუ კაცი.

"კაცები ხშირ შემთხვევაში მიზანმიმართულად არღვევენ მოძრაობის წესებს, რაც მათი აზრით კანონის დარღვევა კი არ არის, არამედ პირიქით, ცუდი საგზაო მოძრაობის წესების ბრალია. 

დარღვევით თავიდან ირიდებენ "საცობებს" ან მოძრაობის შეფერხებას. მე მაგალითად არცერთი ქალი მძღოლი არ შემხვედრია ტროტუარზე მანქანით ასული იმისათვის, რომ საცობისთვის აერიდებინოს თავი. კაცი მძღოლები კი არ ერიდებიან "თამამ" გადაწყვეტილებებს, არც ტროტუარს აღიარებენ და თუ საჭიროდ ჩათვლიან არც შუქნიშანს. ვფიქრობ, ქალიც და კაციც, მართვის მოწმობის აღების შემდეგ, თუნდაც ერთთვიან პრაქტიკულ კურსს უნდა გადიოდეს იმისათვის, რომ ქალაქში მოძრაობის უფლება მიიღოს".

გვანცა ხაინდრავა: "ვერ ვიტყვი, რომ მოძრაობის წესებს ქალები უფრო არღვევენ. უმეტეს შემთხვევაში, ქალს საჭესთან ჯდომის უფრო ნაკლები გამოცდილება აქვს ვიდრე მამაკაცს. საავარიო სიტუაცია შეიძლება კაცმა მძღოლმა უფრო შექმნას, ძირითადად ქალები უფრო დაბნეულები არიან ხოლმე".

გიორგი გვენეტაძე: "იქიდან გამომდინარე, რომ საჭესთან უმეტესად მაინც მამაკაცები სხედან, დარღვევების უმეტესობაც ალბათ მათზე მოდის. ჩემი დაკვირვებით, საჭესთან ქალები უფრო ფრთხილები არიან ხოლმე. თუმცა, რისკავენ იმ მხრივ, რომ ქალაქში მანქანის სამართავად საკმაოდ გამოუცდელები გადიან. საავარიო სიტუაციებისას, ქალები უფრო იბნევიან და ზოგჯერ ამით ართულებენ კიდეც სიტუაციას".

თეა ბეჟიტაშვილი