
სპეცილისტებმა 2300 ადამიანი გამოკითხეს. აღმოჩნდა, რომ ქალები საღამოს 11 საათიდან, ღამის 2 საათამდე შუალედში ამჯობინებენ სექსს. სექსუალური აღგზნებადობის პიკი კი 23:21 საათზე მოდის. მამაკაცები, სექსუალური თვალსაზრისით, დილის საათებში არიან უფრო აქტიურები. ყველაზე დიდ ლტოლვას ისინი 7:54 საათზე განიცდიან.
მამაკაცები სექსზე ფიქრობენ დილიდანვე, ქალებს კი სექსუალური აქტივობის დონე დღის განმავლობაში ეზრდებათ და საღამოს აღწევს პიკს. მამაკაცების მხოლოდ 16%-ს სურს სექსი ძილის წინ.
სქესობრივი აქტივობის დონე კვირის განმავლობაშიც განსხვავებული იყო. მამაკაცების ნახევარზე მეტს სქესობრივი ლტოლვა მუდმივად ჰქონდა, ხოლო ქალების 36%-ში ის განწყობაზე იყო დამოკიდებული.
ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
კვლევამ აჩვენა, რომ ადამიანები საკუთარ ცხოვრებას უკავშირებენ ისეთ პარტნიორებს, რომელთა სექსუალური ლტოლვა მათსას ემთხვევა. ქალების 2/3-მა და მამაკაცების ნახევარმა აღნიშნა, რომ იმდენი სექსი უნდათ, რამდენიც მათ პარტნიორს.
Men And Women Prefer Sex At Different Times Of Day, Study Finds
ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება 2.30 ლარი გახდა. ეროვნულმა ბანკმა ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში მცირედით გამყარდა. კერძოდ, ხვალიდან ერთი დოლარის ოფიციალური ფასი 2. 3006 ლარი გახდება.
ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.3157 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ 0.0151 ლარი შეადგინა.
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ეროვნული ვალუტის კურსი ევროსთან მიმართებაშიც გამყარდა. კერძოდ, ხვალიდან ერთი ევროს შეძენა 2.6144 ლარად იქნება შესაძლებელი, მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.6413 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0269 ლარი შეადგინა.
მკითხველის კომენტარები
(0)