13 კვირა - 2025, აპრილი
ado.slave('adoceanadvertlinegezhkpfxervr', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
საზოგადოება
08.04.2016 / 05:04
შრიფტის ზომა:

მეტროს მემანქანეები დღეს აღარ გაიფიცებიან

თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა "თბილისის სატრანსპორტო კომპანიის" მოთხოვნა "ერთობა 2013"-ის გაფიცვის 30 დღით გადადების თაობაზე.

განცხადებას ამის შესახებ თბილისის სატრანსპორტო კომპანია ავრცელებს.

ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

"თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ხელმძღვანელობასა და მემანქანეების გაერთიანება "ერთობა 2013"-ს შორის ინტენსიურად გრძელდება მოლაპარაკებები მემანქანეების მხრიდან დასმულ მოთხოვნებთან დაკავშირებით. კომპანია მიიჩნევს, რომ აღნიშნულ მოთხოვნებზე კონსტრუქციული მოლაპარაკებების გამართვის შემთხვევაში არსებობს რესურსი იმისთვის, რომ საბოლოოდ მიღწეული იყოს კომპრომისი "ერთობა 2013"-თან, რომელიც დააკმაყოფილებს როგორც მემანქანეებს, ასევე არ დააზარალებს კომპანიას და არ გამოიწვევს ქალაქის სატრანსპორტო ქსელის შეფერხებას. აქედან გამომდინარე, შემათანხმებელი პროცედურების გაგრძელების მიზნით, კომპანიამ მიმართა შრომის კანონმდებლობით გათვალისწინებულ სამართლებრივ საშუალებებს, კერძოდ, თბილისის საქალაქო სასამართლოში შეიტანა განცხადება "გაფიცვის გადადების/ შეჩერების შესახებ". თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 7 აპრილის განჩინებით შპს "თბილისის სატრანსპორტო კომპანიის" მოთხოვნა 30 კალენდარული დღის ვადით გაფიცვის გადადების თაობაზე დაკმაყოფილდა, რაც გულისხმობს, რომ აღნიშნულ პერიოდში საგაფიცვო მოქმედებების განხორციელება ჩაითვლება სასამართლოს გადაწყვეტილებისადმი დაუმორჩილებლობად და გამოიწვევს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ პასუხიმგებლობის ზომის შეფარდებას", - ნათქვამია განცხადებაში.

სატრანსპორტო კომპანია, თავის მხრივ, სრულ მზადყოფნას გამოთქვამს, აღნიშნულ პერიოდში მემანქანეების მოთხოვნებთან დაკავშირებით გააგრძელოს ინტენსიური და კონსტრუქციული დიალოგი კომპრომისული შეთანხმების მიღწევამდე.

მკითხველის კომენტარები
(0)

ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
  • შიდა_horizont_10ambebi.ge
  • შიდა_horizont_10palitravideo.ge
  • შიდა_horizont_10bpn.ge
  • შიდა_horizont_10ipn.ge
  • შიდა_horizont_10kvirispalitra.ge
  • შიდა_horizont_10lelo.ge
  • შიდა_horizont_10msholebi.ge
  • შიდა_horizont_10mkurnali.ge
  • შიდა_horizont_10SS NEW
  • შიდა_horizont_10hotsale.ge
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

მეტროს მემანქანეები დღეს აღარ გაიფიცებიან | Allnews.Ge