01 სამშაბათი - 2025, აპრილი
ado.slave('adoceanadvertlinegezhkpfxervr', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

რობი უილიამსის კონცერტისთვის 31 000-მდე ბილეთი გაიყიდა | Allnews.Ge

რობი უილიამსის კონცერტისთვის 31 000-მდე ბილეთი გაიყიდა

რობი უილიამსის კონცერტისთვის უკვე 31 000-მდე ბილეთია გაყიდული. ხოლო ეროს რამაზოტის კონცერტისთვის 5000-მდე ბილეთი. ამის შესახებ კულტურის სამინისტრო იტყობინება. უწყების ცნობით, ბილეთების შეძენისას უცხოეთიდან 1000-ზე მეტი ტრანზაქცია დაფიქსირდა.

"ბილეთების შესყიდვა განხორციელდა მსოფლიოს 52 ქვეყნიდან. (გერმანია, აზერბაიჯანი, ამერიკა, რუსეთი, დიდი ბრიტანეთი და სხვა..). პროექტი Check in Georgia მასშტაბური კულტურული ღონისძიებების სერიას მოიცავს, რომელიც თბილისსა და ქვეყნის რეგიონებში გაიმართება. იგი ტრადიციულ ხასიათს მიიღებს და პროგრამა ყოველწლიურად კიდევ უფრო მრავალფეროვანი გახდება. პროექტის განხორციელების მიზანია წლის განმავლობაში ჩვენი ქვეყნის კულტურულ ცენტრად ქცევა და დიდი რაოდენობით ტურისტების მოზიდვა", - წერია კულტურის სამინისტროს განცხადებაში.

ეროს რამაზოტის კონცერტი 24 აპრილს გამართება. რობი უილიამსი კი დინამო არენაზე ქართველი მსმენელის წინაშე 27 მაისს წარდგება.