
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელი დარეჯან თვალთვაძე გახდა. მას მხარი 526-მა ამომრჩეველმა დაუჭირა.
არჩევნებმა მშვიდ ვითარებაში ჩაიარა. კენჭისყრის პროცედურა 10:00 საათზე დაიწყო და 18:00 საათამდე გაგრძელდა.
საარჩევნო კომისიამ რეგისტრაციაში გაატარა ოთხი კანდიდატურა: ცირა ბარამიძე (თსუ-ს პროფესორი), ლევან გორდეზიანი (თსუ -ს პროფესორი), დარეჯან თვალთვაძე (თსუ-ს პროფესორი, რექტორის მოადგილე) და გიორგი ანდრიაძე (თეოლოგიის დოქტორი, საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე).
რექტორის მოვალეობის შემსრულებელს ირჩევს უნივერსიტეტის აკადემიური ან სამეცნიერო თანამდებობის პირი, რომელსაც აქვს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი. არჩევნებს 16 ინდივიდიაულური პირი და ოთხი არასამთავრობო ორგანიზაცია აკვირდებოდა.
არჩევნებში სულ 1 311 ამომრჩეველმა მიიღო მონაწილეობა.