
ახლობლები და სამართალდამცავები 16 წლის გოგონას ეძებენ.
ახალგაზრდა მეორე დღეა დაკარგულია. არსებული ინფორმაციით, ბოლოს გოგონა თბილისში, ღვინის აღმართზე ნახეს.
როგორც "ინტერპრესნიუსს" საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.
შსს-ს ინფორმაციით, გოგონას ადგილსამყოფელის დასადგენად ინტენსიური საგამოძიებო და სამძებრო მოქმედებები მიმდინარეობს.