
თანამედროვე ქართული ჯარი იდეალური არ არის, ის ზუსტად ისეთია როგორც ქართული სახელმწიფო, საზოგადოება, მაგრამ მისი საუკეთესო ნაწილია, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა ვაზიანში შეიარაღებული ძალების 25 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მან სრულიად საქართველოს მიულოცა შეიარაღებული ძალების იუბილე და აღნიშნა, რომ ქართული ჯარი ახალი ქართული სახელმწიფოს ხნისაა და მისი მთავარი საყრდენია.
"თამამად შეიძლება ითქვას, რომ ქართული ჯარი თანამედროვე ქართული სახელმწიფოს შემოქმედია, მისი არსებობის გარანტი, სახელი და დიდება, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის საზღვრებს გარეთ. ჩვენ ქვეყანას სასახელო ისტორია აქვს, თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანია ჩვენი აწმყო, რომელიც ჩვენი სამხედროების გამორჩეული ისტორიებით იბადება. დამოუკიდებლობის 25 წელი გამორჩეულად მძიმე, ტკივილებით სავსე იყო, გაჭირვების, ომების, შიმშილის წლები სწორედ ჩვენი სამხედროების გამორჩეული გმირობის ისტორიებმა გადაგვატანინა", - განაცხადა თინა ხიდაშელმა.
ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
მისივე თქმით, უსასრულოდ შეუძლია მოყვეს დიდი და პატარა გმირობის ამბები, რომლებიც ყოველდღიურად იქმნება ქართველი სამხედროების მიერ. ამ კონტექსტში მან გაიხსენა, რომ რამდენიმე თვის წინ სამმა ქართველმა სამხედრო მოსამსახურემ საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად ავღანეთში გადაარჩინეს ამერიკელი თანამებრძოლები, ასევე აღნიშნა უმცროსი სერჟანტი ქალის სვეტლანა ლაფაჩის ისტორია, რომელიც სამ ვაჟთან ერთად მსახურობს ქართულ ჯარში. თავდაცვის მინისტრმა ისაუბრა გიორგი ანწუხელიძის გმირობაზეც.
"ჩვენს თვალწინ, ჩვენს თანამედროვეობაში ჩვენი ისტორიის საუკეთესო მაგალითებისმაგვარი ისტორიის ფურცელი ჩაწერა გიორგი ანწუხელიძემ. ჩვენ ყველანი ვამაყობთ მისით და დარწმუნებული ვართ, ბევრი საუკუნეების განმავლობაში ვიამაყებთ ამ ისტორიით. ბევრი საუკუნის განმავლობაში გიორგი ანწუხელიძე იქნება ხატება ქართული სახელმწიფოს სიძლიერის და თავისუფლებისთვის ბრძოლის", - განაცხადა თინა ხიდაშელმა.
მისი თქმით, ბევრი ასეთი ისტორიაა, მაგრამ მთავარი ფურცელი საქართველოს ერთიანობის ჯერ კიდევ დასაწერია. მან სამხედროებს უსურვა მშვიდობიან, უფრო წარმატებულ ქვეყანაში ცხოვრება, რათა ქართველი სამხედროები მხოლოდ საზეიმო ვითარებაში გამოდიოდნენ ფორმებით და იარაღით.
საქართველოს შეიარაღებული ძალების 25 წლის იუბილე 30 აპრილს შესრულდა. სააღდგომო დღესასწაულების გამო საზეიმო ღონისძიებები ვაზიანში დღეს გაიმართა.
ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თანამედროვე ქართული ჯარი იდეალური არ არის, ის ზუსტად ისეთია როგორც ქართული სახელმწიფო, საზოგადოება, მაგრამ მისი საუკეთესო ნაწილია, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა ვაზიანში შეიარაღებული ძალების 25 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მან სრულიად საქართველოს მიულოცა შეიარაღებული ძალების იუბილე და აღნიშნა, რომ ქართული ჯარი ახალი ქართული სახელმწიფოს ხნისაა და მისი მთავარი საყრდენია.
"თამამად შეიძლება ითქვას, რომ ქართული ჯარი თანამედროვე ქართული სახელმწიფოს შემოქმედია, მისი არსებობის გარანტი, სახელი და დიდება, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის საზღვრებს გარეთ. ჩვენ ქვეყანას სასახელო ისტორია აქვს, თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანია ჩვენი აწმყო, რომელიც ჩვენი სამხედროების გამორჩეული ისტორიებით იბადება. დამოუკიდებლობის 25 წელი გამორჩეულად მძიმე, ტკივილებით სავსე იყო, გაჭირვების, ომების, შიმშილის წლები სწორედ ჩვენი სამხედროების გამორჩეული გმირობის ისტორიებმა გადაგვატანინა", - განაცხადა თინა ხიდაშელმა.
მისივე თქმით, უსასრულოდ შეუძლია მოყვეს დიდი და პატარა გმირობის ამბები, რომლებიც ყოველდღიურად იქმნება ქართველი სამხედროების მიერ. ამ კონტექსტში მან გაიხსენა, რომ რამდენიმე თვის წინ სამმა ქართველმა სამხედრო მოსამსახურემ საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად ავღანეთში გადაარჩინეს ამერიკელი თანამებრძოლები, ასევე აღნიშნა უმცროსი სერჟანტი ქალის სვეტლანა ლაფაჩის ისტორია, რომელიც სამ ვაჟთან ერთად მსახურობს ქართულ ჯარში. თავდაცვის მინისტრმა ისაუბრა გიორგი ანწუხელიძის გმირობაზეც.
"ჩვენს თვალწინ, ჩვენს თანამედროვეობაში ჩვენი ისტორიის საუკეთესო მაგალითებისმაგვარი ისტორიის ფურცელი ჩაწერა გიორგი ანწუხელიძემ. ჩვენ ყველანი ვამაყობთ მისით და დარწმუნებული ვართ, ბევრი საუკუნეების განმავლობაში ვიამაყებთ ამ ისტორიით. ბევრი საუკუნის განმავლობაში გიორგი ანწუხელიძე იქნება ხატება ქართული სახელმწიფოს სიძლიერის და თავისუფლებისთვის ბრძოლის", - განაცხადა თინა ხიდაშელმა.
მისი თქმით, ბევრი ასეთი ისტორიაა, მაგრამ მთავარი ფურცელი საქართველოს ერთიანობის ჯერ კიდევ დასაწერია. მან სამხედროებს უსურვა მშვიდობიან, უფრო წარმატებულ ქვეყანაში ცხოვრება, რათა ქართველი სამხედროები მხოლოდ საზეიმო ვითარებაში გამოდიოდნენ ფორმებით და იარაღით.
საქართველოს შეიარაღებული ძალების 25 წლის იუბილე 30 აპრილს შესრულდა. სააღდგომო დღესასწაულების გამო საზეიმო ღონისძიებები ვაზიანში დღეს გაიმართა.
მკითხველის კომენტარები
(0)