
საქართველოში მაროკოს საკონსულო იხსნება. საკონსულო დაწესებულების გახსნის შესახებ საქართველოს მთავრობის განკარგულება მთავრობის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.
განკარგულების თანახმად, თბილისში, საპატიო კონსულის მეთაურობით, მაროკოს სამეფოს საკონსულო დაწესებულებების (საკონსულო ოლქით - საქართველოს მთელი ტერიტორია) გახსნის თაობაზე თანხმობა გაიცა.
წყარო: bpn.ge