
7 იანვარს ქვეყნის ტერიტორიაზე ნალექი შეწყდება. დასავლეთ საქართველოში დღისით ჰაერის ტემპერატურა 11–16 გრადუსია მოსალოდნელი, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში 9–14 გრადუსი იქნება, თბილისში 13 გრადუსი.
8 იანვარს საქართველოს უმეტეს რაიონში დღისით უნალექო ამინდი იქნება, თუმცა დღის ბოლოს ზოგან იწვიმებს, თბილისში კი უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
9 იანვარს დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში დღის ბოლოს ამინდი კვლავ შეიცვლება და იწვიმებს. მაღალმთაში მოთოვს. თბილისში კი უნალექო ამინდი შენარჩუნდება. ასევე, ქვეყნის უმეტეს რაიონში იქროლებს ქარი, რომლის სიჩქარე წამში 10–15 მეტრი, ზოგან კი 17–22 მეტრი წამში იქნება.
ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
საქართველოს სკოლებში გამოსაშვები გამოცდები 21 მაისს დაიწყება. როგორც შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა მაია მიმინოშვილმა განაცხადა, გამოსაშვები გამოცდები წელსაც CAT-ის (კომპიუტერზე ადაპტირებული ტესტი) პრინციპით ჩატარდება. გამოსაშვებ გამოცდებზე მოსწავლეებს სიახლეები არ ელოდებათ. უცვლელია ბარიერიც.
"ვითარება ისეთივეა, როგორც წინა წლებში იყო. ბარიერის აწევის შემთხვევაში, მოსწავლეების საკმაო რაოდენობა ატესტატის გარეშე დარჩება და რა თქმა უნდა, ეს არ იქნება სწორი. ბარიერი ისევ ძალიან დაბალი, მიზერულია. ყველა საგანში 5,5-ია", - აღნიშნა მაია მიმინოშვილმა.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მე-12 კლასელები გამოსაშვებ გამოცდებს შემდეგი განრიგით ჩააბარებენ: 21 მაისი:
ქართული ენა და ლიტერატურა; ქართული, როგორც მეორე ენა; გეოგრაფია; 22 მაისი: უცხოური ენები; ბიოლოგია; 23 მაისი: ისტორია; ფიზიკა; 24 მაისი - მათემატიკა; 25 მაისი - ქიმია.
რაც შეეხება მე-11 კლასის სკოლის გამოსაშვებ გამოცდებს, მე-11 კლასის მოსწავლეებისთვის გამოსაშვები გამოცდების ჩატარების განრიგი ასეთია: 12 ივნისი - გეოგრაფია; 13 ივნისი - ბიოლოგია; 14 ივნისი - ფიზიკა; 15 ივნისი - ქიმია.
ამასთან, აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებს სურვილის შემთხვევაში ნებაყოფლობით, გამოსაშვები გამოცდების დაწყებამდე პრეტესტში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ. ე.წ. სავარჯიშო დღე 20 მაისია. პრეტესტში შეფასება არ იწერება.
გამოსაშვები გამოცდები საქართველოს 1600-მდე სკოლაში გაიმართება. წელს მე-12 კლასელების რაოდენობა, დაახლოებით, 44 000-ია.
მკითხველის კომენტარები
(0)