ეკონომიკა
22.02.2018 / 10:02
შრიფტის ზომა:

დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Ryanair საქართველოში, შესაძლოა, 2019 წელს შემოვიდეს

დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Ryanair საქართველოში, შესაძლოა, 2019 წელს შემოვიდეს

2019 წელს საქართველოში შესაძლოა ირლანდიური დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Ryanair შემოვიდეს. როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო იტყობინება, საბოლოო გადაწყვეტილება საქართველოს საავიაციო ხელისუფლებასთან მიღწეული მოლაპარაკებებისა და კომპანიის მიერ ავიაპარკის შევსების შემდეგ იქნება მიღებული.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, შპს აეროპორტების გაერთიანების დირექტორი ქეთი ალექსიძე აცხადებს, რომ Ryanair-თან მოლაპარაკებები ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში შემოსვლაზე მიმდინარეობს.

ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

"Ryanair-თან საკმაოდ ხანგრძლივი შეხვედრა გვქონდა. ამ კომპანიას აქვს ინტერესი საქართველოს მიმართ. რამდენიმე თვის შემდგომ, 2019 წლისთვის ისინი ელოდებიან საჰაერო ხომალდების ახალ პარტიას. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვმუშაობთ მათთან ავიამიმართულების ქსელზე: თუ როგორ არის შესაძლებელი გრძელი და მოკლე ავიარეისები შევაჯეროთ და მივიღოთ ისეთი პროდუქტი, რომელიც ჩვენთვისაც იქნება საინტერესო და მათთვისაც. Ryanair-ს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტზე ვესაუბრებით", - აცხადებს ქეთი ალექსიძე.

მკითხველის კომენტარები
(0)

ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

ამ კატეგორიის სხვა სიახლეები

ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
  • შიდა_horizont_10ambebi.ge
  • შიდა_horizont_10palitravideo.ge
  • შიდა_horizont_10bpn.ge
  • შიდა_horizont_10ipn.ge
  • შიდა_horizont_10kvirispalitra.ge
  • შიდა_horizont_10lelo.ge
  • შიდა_horizont_10msholebi.ge
  • შიდა_horizont_10mkurnali.ge
  • შიდა_horizont_10SS NEW
  • შიდა_horizont_10hotsale.ge
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

კორცხელში მომხდარ ინციდენტში მონაწილე არც ერთი პირი ამ დროისთვის დაკავებული არ არის | Allnews.Ge

კორცხელში მომხდარ ინციდენტში მონაწილე არც ერთი პირი ამ დროისთვის დაკავებული არ არის

კორცხელში მომხდარ ინციდენტში მონაწილე არც ერთი პირი ამ დროისთვის დაკავებული არ არის.

ამასთან, შინაგან საქმეთა სამინისტროში არ აკონკრეტებენ, დაიკითხნენ თუ დაპირისპირებაში მონაწილე სპორტსმენები.

როგორც შსს-ში განაცხადეს, საქმეზე დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები და იკითხებიან მოწმეები, თუმცა კონკრეტულად ვინ არის დაკითხული, სამინისტროში გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე არ საუბრობენ.

კორცხელში მომხდარ დაპირისპირებაზე შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლით, რაც ცემას გულისხმობს, გუშინვე დაიწყო.

კორცხელის #53-ე უბანზე "ნაციონალური მოძრაობისა" და "ქართული ოცნების" წარმომადგენლებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. არსებული ინფორმაციით, ჩხუბში სპორტსმენებიც იყვნენ ჩართული და გამოყენებული იყო ხელკეტები.

შეტაკების შედეგად დაშავდა "ნაციონალური მოძრაობის" რამდენიმე წევრი, მათ შორის ნიკა მელია, გიგა ბოკერია და თენგიზ გუნავა, ასევე, "ქართული ოცნების" მხარდამჭერები და აქტივისტები.