ეკონომიკა
29.05.2018 / 12:05
შრიფტის ზომა:

მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილი მოხვდა ე.წ. შავ სიაში - მამუკა ბახტაძე ჭარბვალიანობაზე საუბრობს

მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილი მოხვდა ე.წ. შავ სიაში - მამუკა ბახტაძე ჭარბვალიანობაზე საუბრობს

ჭარბვალიანობა მოსახლეობის სიღარიბის ერთ-ერთ მთავარ წყაროდ იქცა, რის გამოც კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა გახდა საჭირო, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ დღეს მედიისთვის გამართულ სპეციალურ პრეზენტაციაზე განაცხადა, რომელზეც მან საბანკო საფინანსო სექტორში დაგეგმილი ახალი რეფორმის დეტალებზე ისაუბრა.

როგორც მამუკა ბახტაძემ პრეზენტაციისას აღნიშნა, ჭარბვალიანობა ეკონომიკის განვითარებისთვის რამდენიმე მნიშვნელოვან ბარიერს ბადებს:

"მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილი მოხვდა ე.წ. შავ სიაში. ეს არის ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის თითქმის 25-30%. ეს ნიშნავს იმას, რომ 630 000 ადამიანს, რომელსაც შეიძლება ჰქონდეს კონკურენტუნარიანი იდეა თუ პროექტი ბიზნესის დასაწყებად, ელემენტარულად გამოთიშულია ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური ცხოვრებიდან.

ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

ჭარბვალიანობა გრძელვადიან პერსპექტივაში წარმოადგენს მაკროეკონომიკური სტაბილურობისთვის მნიშვნელოვან რისკს და ამ რისკს სჭირდება დაზღვევა.

ჩვენთვის მთავარია, რომ საქართველოში მივაღწიოთ ისეთი ტიპის ეკონომიკურ ზრდას, რომელიც შეეხება ჩვენს თითოეულ მოქალაქეს - ამას მაკროეკონომისტები ინკლუზიურ ზრდას უწოდებენ. ინკლუზიური ზრდის ერთ-ერთი მთავარი ბარიერია სწორედ ჭარბვალიანობა. ის, რა პრინციპითაც ხშირად ხდებოდა დაკრედიტება, ამას შეგვიძლია ვუწოდოთ უპასუხისმგებლო პრაქტიკა" - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ფინანსთა მინისტრმა პრეზენტაციაზე პრობლემის გადაჭრის გზების შესახებაც ისაუბრა, რომელთა განხორციელების შემთხვევაშიც, მისი თქმით, ჭარბვალიანობა შემცირდება.

ბანკებთან, მიკროსაფინანსოებთან და ლომბარდებთან დაკავშირებული ცვლილებების პროექტი მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომაზე წარადგინა

როგორც ბახტაძემ განაცხადა, დაგეგმილი ინიციატივები მოიტანს ეკონომიკურ სტაბილურობას, გრძელვადიან პერსპექტივაში მაკროეკონომიკურ სიმყარესა და ინკლუზიურ ზრდას.

"იქიდან გამომდინარე, რომ ჭარბვალიანობა შემცირდება, ეს მოგვცემს საშუალებას, რომ მეტი ადამიანი იყოს ჩართული რეალურ ეკონომიკაში. აქედან გამომდინარე ჩვენ მივიღებთ უფრო სტაბილური და ინკლუზიურ ეკონომიკურ ზრდას. ამასთან ერთად, ჩვენი ეკონომიკის მდგრადობა საგარეო შოკების მიმართ მნიშვნელოვნად გაიზრდება. ჩვენ მივიღებთ ახალ ევროპული სტანდარტის მქონე, მომხმარებლების უფლებების დაცვის ატმოსფეროს", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მკითხველის კომენტარები
(2)

ალექს
30 მაისი , 2018 02:05

ლარიზაციამდე შუამავალ მევახშეთა ერთჯერადი საკომისიო 2-3 % იყო,თავად ფულის პატრონისა ყოველთვიური 1,5-2,0 % ,ახლაა ბატონო შესაბამისად 7-10 % და 3 % !!!!!
დასაჯეთ ლარიზაციის ავტორი,ხომ ცხადია,ისააა მევახშეთუსტაბაში ?!
არ გოუმარჯოს ახლა ნაცქოცმოქკავშირს,აბა ვის,კომკავშირს ?
კომკავშირია ეგა ,კომკავშირი !
ჭარბვალიანობა ეს დაგეგმილი შედეგია,ამ შედეგამდე ოცი წელი მიყავდა მავანთ ქვეყანა,ხელოვნურია საკრედიტო დეფიციტი ,ხელოვნურია და არაობიექტური კრედიტინფო,ეს კარტელია სანოტარო სამევახშეო სფეროსა და საბანკო მენეჯმენტს შორის !
ქვეყნის ეკონომიკურ უსაფრთხოებას აქ ურტყეს !
დამაქცევარი კანონებიც დივერსიაა,მერწმუნეთ,ამას არ შვება ამერიკა და ევროპა,ეს რუსული ჩექმაა !

ალექს
29 მაისი , 2018 16:05

ასი როა დღეს მარაზმია ,50 კი არა 10 % უნდა იყოს,10 !!!!!!!!!!
ჭარბვალიანობა ეს დაგეგმილი შედეგია,ამ შედეგამდე ოცი წელი მიყავდა მავანთ
ქვეყანა,ხელოვნურია საკრედიტო დეფიციტი ,ხელოვნურია და არაობიექტური
კრედიტინფო,ეს კარტელია სანოტარო სამევახშეო სფეროსა და საბანკო მენეჯმენტს
შორის !
ქვეყნის ეკონომიკურ უსაფრთხოებას აქ ურტყეს !
დამაქცევარი კანონებიც დივერსიაა,მერწმუნეთ,ამას არ შვება ამერიკა და
ევროპა,ეს რუსული ჩექმაა !
აშკარაა სამევახშეო კორპუსის ლობირება,ლარიზაციის მამულიშვილურად ყბადაღებულ ლენინურ დეკრეტამდე (ლენინურია ,როცა ერთ პროლეტარს ართმევ და მეორეს აძლევ ,პროლეტართა რაოდენობა კი არ მცირდება,წასართმევი მცირდება ) სამევახშეო კრედიტი 1,5-2,0 % იყო ,შუამავლის მომსახურება ფულის პატრონთან 2-3 % დაკავშირებისათვის ,ახლაა შესაბამისად 3 და 7 პროცენტი ,მაგრამ იქნება 5 და 12 პროცენტიო,მევახშეებმა !
რა სტრუქტურაა კრედიტინფო ?!

ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

ამ კატეგორიის სხვა სიახლეები

ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
• შიდა_horizont_10ambebi.ge
• შიდა_horizont_10palitravideo.ge
• შიდა_horizont_10bpn.ge
• შიდა_horizont_10ipn.ge
• შიდა_horizont_10kvirispalitra.ge
• შიდა_horizont_10lelo.ge
• შიდა_horizont_10msholebi.ge
• შიდა_horizont_10mkurnali.ge
• შიდა_horizont_10SS NEW
• შიდა_horizont_10hotsale.ge
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

აფბა - ქართულ საწვავის ბაზარზე ხელოვნურად დაჭერილი ფასების პოლიტიკა გრძელდება | Allnews.Ge

აფბა - ქართულ საწვავის ბაზარზე ხელოვნურად დაჭერილი ფასების პოლიტიკა გრძელდება

"ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის" განცხადებით, ქართულ საწვავის ბაზარზე ხელოვნურად დაჭერილი ფასების პოლიტიკა გრძელდება.

"ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია-აფბას" ანალიტიკოსმა პაატა ბაირახტარმა დღეს გამართულ ბრიფინგზე მსოფლიო ნავთობის ბაზარზე მიმდინარე პროცესები შეაფასა.

ბაირახტარმა ასევე ქართულ საწვავის ბაზარზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ აუცილებელია, საფასო პოლიტიკა გადაიხედოს.

"ნავთობის ფასმა დაღმავალი ტრენდი 2016 წლის თებერვლიდან შეწყვიტა და ბარელის ფასი 40 დოლარს გადასცდა.

იმ პერიოდისთვის ნავთობზე ფასების მატება რამდენიმე ფაქტორმა განაპირობა ერთ-ერთი იყო ნიგერიიდან და ერაყიდან ნავთობის მიწოდების შეფერხება.

ასევე, ფასების მატებაში ლომის წილი შეასრულა "ოპეკმა", რომელმაც რამდენიმე წარუმატებელი შეხვედრის შემდეგ, მოახერხა ნავთობის მომპოვებელი ქვეყნების ნაწილი დაეყოლიებინა მოპოვების "გაყინვაზე". უფრო კონკრეტულად კი ნავთობის მოპოვების გაყინვაზე შეთანხმდნენ რუსეთი, აზერბაიჯანი და საუდის არაბეთი. შეთანხმებას მოგვიანებით შეუერთდა ყატარი და ვენესუელა.

თუმცა "ოპეკის" მცდელობის მიუხედავად ფასების ისეთი დოზით მატება რომელსაც ოპეკის წვრი ქვეყნები ელოდნენ არ მოხერხდა", - განაცხადა აფბა-ს ანალიტიკოსმა.

მისივე თქმით, 3 თვეში ბარელის ფასი 40$ დან მხოლოდ 47$-მდე გაიზარდა. ამის მთავარი მიზეზი კი ირანია, რომელიც უარს ამბობს მოპოვების გაყინვაზე და პრაქტიკულად მოლაპარაკებებს აზრს უკარგავს.

პაატა ბაირახტარის განცხადებით, სანქციების გაუქმების შემდეგ სწორედ ირანი იქცა ერთ-ერთ მთავარ მიმწოდებლად მსოფლიო ბაზარზე.

"ბოლო პერიოდში ნავთობზე ფასები ისევ დაეცა, ამჯერადაც ფასების ვარდნის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად ირანი იქცა.

საქმე იმაშია, რომ "ოპეკი" მომდევნო შეხვედრას 2 ივნისს გეგმავს, სადაც სამოქმედო გეგმაზე უნდა იმსჯელონ. შეხვედრაში მონაწილეობას ირანიც მიიღებს მაგრამ ოფიციალური "თეირანი" შეხვედრამდე აანონსებს, რომ ირანი ისევ არ შეუერთდება ნავთობის მოპოვების გაყინვის შეთანხმებას და მომავალი ზაფხულისთვის საექსპორტო პოტენციალს დღეში 2.2 მლნ ბარელამდე გაზრდის", _ აღნიშნა აფბა-ს ანალიტიკოსმა.

პაატა ბაირახტარის თქმით, ირანის ფაქტორს ემატება, Gოლდმან შაცჰს-ის პროგნოზი, რომელმაც ნავთობის ბირჟებზე მყისიერად იმოქმედა. პროგნოზის მიხედვით მიმდინარე წლისთვის ბრენტის ტიპის ნავთობის ფასი 45 დოლარის ფარგლებში იქნება დაფიქსირებული.

ანალიტიკოსის განცხადებით მსოფლიო ტენდენციების გათვალისწიებით, საწვავის ფასი რამდენჯერმე გაიზარდა საქართველოშიც.

მისი განცხადებით, მსოფლიო პროცესების პარალელურად ცვლილებები მოხდა ქართულ საწვავის ბაზარზეც.

უფრო ზუსტად კი ბოლო ორ თვეში სამჯერ გაიზარდა ფასები ქართულ ბაზარზე 3, 4, და 5 თეთრით. "ტრადიციულად" ქართულმა საწვავის იმპორტიორმა კომპანიებმა საწვავის გაძვირების მიზეზად მსოფლიო ტენდენციები დაასახელეს.

"მართლაც ბოლო 2 თვეში მსოფლიო ბაზარზე ბარელის ფასი თითქმის 14 %-ით გაიზარდა.

პროცესების პარალელურად იზრდებოდა ფასი ქართულ საწვავზეც და მთლიანმა ზრდამ 8%-ს გადააჭარბა. მაგრამ აუცილებლად გასათვალისწინებელი ეროვნული ვალუტის ფაქტორი, რომელიც ბოლო 2 თვეში თითქმის 15%-ით გამყარდა.

მაშინ როდესაც, ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება 2.47 ლარს აჭარბებდა, საქართველოში ერთი ლიტრი პრემიუმის საწვავის ღირებულება საშუალოდ 1.55 ლარს შეადგენდა. დღეს კი იგივე საწვავი 1.63-1.77 ლარამდე მერყეობს. ერთი დოლარის ღირებულება კი 2.14 ლარია.

გამოდის, რომ ლარის გამყარების ფონზე სხვაობა ქართულ ბაზარსა და მსოფლიო ბაზარს შორის მინიმუმ 8%-ს შეადგენს. შესაბამისად მონაცემებზე დაყრდნობით გამოდის, რომ ქართული საწვავის იმპორტიორების მხრიდან ფასების ზრდა ისევ ხელოვნურად ხდება", - განაცხადა პაატა ბაირახტარმა.

მისივე თქმით, აფბა მოუწოდებს ქართველ ნავთობპროდუქტების იმპორტიორ კომპანიებს, საფასო პოლიტიკას დაუყოვნებლივ გადახედონ.