
ერთიან ეროვნულ გამოცდებს წელს 2900-მდე აბიტურიენტი გამოეთიშა. როგორც შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში განუცხადეს, აღნიშნულმა მოსწავლეებმა სკოლის გამოსაშვებ გამოცდებზე ერთ-ერთ საგანში ბარიერი ვერ გადალახეს.
რაც შეეხება გამოსაშვებ გამოცდებზე დაფიქსირებულ შედეგებს, საქართველოს მასშტაბით, ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაზე გასული მოსწავლეების თითქმის 98%-მა ზღვარი წარმატებით გადალახა. არ გამოცხადდა დარეგისტრირებულთა დაახლოებით 2%, რაც ყოველწლიური სტანდარტული მაჩვენებელია.
უცხოური ენის გამოცდაზე 43 ათასამდე მოსწავლე გამოცხადდა, ზღვარი წარმატებით დაძლია მონაწილეთა დაახლოებით 85%-მა (ზღვრის გადასალახად მოსწავლეს დაახლოებით 15 ყველაზე მარტივ კითხვაზე უნდა გაეცა სწორი პასუხი).
ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ისტორიის გამოცდაზე 42 ათასამდე მოსწავლე გამოცხადდა, ზღვარი წარმატებით დაძლია მონაწილეთა 95%-ზე მეტმა. მათემატიკის გამოცდაზე კი, 42700-ზე მეტი მოსწავლე გამოცხადდა, მათგან ზღვარი წარმატებით დაძლია მონაწილეთა 86%-ზე მეტმა.
გამოსაშვებ გამოცდაზე 47 000-მდე მოსწავლე იყო დარეგისტრირებული. ერთიან ეროვნულ გამოცდებზე კი, რეგისტრაცია 41 500- ზე მეტმა აბიტურიენტმა გაიარა. აღნიშნულ მაჩვენებელს გამოსაშვებ გამოცდებზე ჩაჭრილი 2900-მდე მოსწავლე გამოაკლდება.
ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ერთიან ეროვნულ გამოცდებს წელს 2900-მდე აბიტურიენტი გამოეთიშა. როგორც შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში განუცხადეს, აღნიშნულმა მოსწავლეებმა სკოლის გამოსაშვებ გამოცდებზე ერთ-ერთ საგანში ბარიერი ვერ გადალახეს.
რაც შეეხება გამოსაშვებ გამოცდებზე დაფიქსირებულ შედეგებს, საქართველოს მასშტაბით, ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაზე გასული მოსწავლეების თითქმის 98%-მა ზღვარი წარმატებით გადალახა. არ გამოცხადდა დარეგისტრირებულთა დაახლოებით 2%, რაც ყოველწლიური სტანდარტული მაჩვენებელია.
უცხოური ენის გამოცდაზე 43 ათასამდე მოსწავლე გამოცხადდა, ზღვარი წარმატებით დაძლია მონაწილეთა დაახლოებით 85%-მა (ზღვრის გადასალახად მოსწავლეს დაახლოებით 15 ყველაზე მარტივ კითხვაზე უნდა გაეცა სწორი პასუხი).
ისტორიის გამოცდაზე 42 ათასამდე მოსწავლე გამოცხადდა, ზღვარი წარმატებით დაძლია მონაწილეთა 95%-ზე მეტმა. მათემატიკის გამოცდაზე კი, 42700-ზე მეტი მოსწავლე გამოცხადდა, მათგან ზღვარი წარმატებით დაძლია მონაწილეთა 86%-ზე მეტმა.
გამოსაშვებ გამოცდაზე 47 000-მდე მოსწავლე იყო დარეგისტრირებული. ერთიან ეროვნულ გამოცდებზე კი, რეგისტრაცია 41 500- ზე მეტმა აბიტურიენტმა გაიარა. აღნიშნულ მაჩვენებელს გამოსაშვებ გამოცდებზე ჩაჭრილი 2900-მდე მოსწავლე გამოაკლდება.
მკითხველის კომენტარები
(0)