
ყვარლის რაიონში მოსულმა სეტყვამ სამი სოფელი დააზიანა. შილდა, ალმატი და საბუე 15 წუთის განმავლობაში ინტენსიურად ისეტყვებოდა.
როგორც ადგილობრივები აცხადებენ, დასეტყვილია ბოსტნეული. შილდაში დასეტყვილია თითქმის ნახევარი სოფელი.
"მეძინა, სეტყვის ხმამ გამაღვიძა, რომ გამოვედი, ეზო სავსე იყო სეტყვით და კიდევ მოდიოდა, ასე 5 შვიდი წუთი გაგრძელდა, თუმცა როგორც მეზობლებმა მითხრეს თხუთმეტი წუთის განმავლობში ინტენსიური სეტყვა იყო, ძირითადად სიმინდი და ბოსტნეულია დასეტყვილი", - აცხადებს "ინტერპრესნიუსთან" საუბარში სოფელ შილდაში მცხოვრები მაია ელიზბარაშვილი.
ვენახების მცირე ნაწილი დაისეტყვა საბუესა და ალმატში.