
არსებული ინფორმაციით, ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ წრომის გამგებელი დააკავეს.
როგორც ცნობილი გახდა, დავით გოგალაძე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული დეპარტამენტმა ქრთამის აღების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-მუხლით დააკავა, რაც 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.
სავარაუდოდ ამ საკითხზე სუს-ში 14:00 საათზე ბრიფინგი გაიმართება.