
ქობულეთის გამგებელი სულხან ევგენიძე ბათუმის საქალაქო სასამართლოში შესაძლოა, იძულებით მიიყვანონ.
საქმე ეხება ქობულეთის მუსლიმურ პანსიონში ღორის თავის მიკვრასთან დაკავშირებულ საქმეს.
მოსარჩელე მხარემ შუამდგომლობა დააყენა სულხან ევგენიძის მოწმის სახით დაკითხვის თაობაზე, დღეს მეორე შემთხვევაა, როცა ქობულეთის გამგებელი პროცესზე არ გამოცხადდა.
ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
როგორც მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძემ განაცხადა, არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობა სულხან ევგენიძის მხრიდან სასამართლოს მიმართ უპატივცემულო ქმედებაა და თუ მომდევნო პროცესზეც არ გამოცხადდება, დაჯარიმდება ან იძულებით მოხდება მისი სასამართლო პროცესზე მიყვანა.
პროცესის მიმდინარეობის დროს მოსამართლის თანაშემწე დაუკავშირდა სულხან ევგენიძეს. თანაშემწის განცხადებით, ევგენიძე თბილისში გადაუდებელ საქმეზე მიდის, რის გამოც პროცესზე გამოცხადება ვერ მოახერხა.
მუსლიმური პანსიონის საქმის განხილვა 2014 წლიდან მიმდინარეობს. დღეს მე-8 სასამართლო პროცესი გაიმართა.
ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ქობულეთის გამგებელი სულხან ევგენიძე ბათუმის საქალაქო სასამართლოში შესაძლოა, იძულებით მიიყვანონ.
საქმე ეხება ქობულეთის მუსლიმურ პანსიონში ღორის თავის მიკვრასთან დაკავშირებულ საქმეს.
მოსარჩელე მხარემ შუამდგომლობა დააყენა სულხან ევგენიძის მოწმის სახით დაკითხვის თაობაზე, დღეს მეორე შემთხვევაა, როცა ქობულეთის გამგებელი პროცესზე არ გამოცხადდა.
როგორც მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძემ განაცხადა, არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობა სულხან ევგენიძის მხრიდან სასამართლოს მიმართ უპატივცემულო ქმედებაა და თუ მომდევნო პროცესზეც არ გამოცხადდება, დაჯარიმდება ან იძულებით მოხდება მისი სასამართლო პროცესზე მიყვანა.
პროცესის მიმდინარეობის დროს მოსამართლის თანაშემწე დაუკავშირდა სულხან ევგენიძეს. თანაშემწის განცხადებით, ევგენიძე თბილისში გადაუდებელ საქმეზე მიდის, რის გამოც პროცესზე გამოცხადება ვერ მოახერხა.
მუსლიმური პანსიონის საქმის განხილვა 2014 წლიდან მიმდინარეობს. დღეს მე-8 სასამართლო პროცესი გაიმართა.
მკითხველის კომენტარები
(0)